დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან
პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის, თურქეთში ვიზიტსა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს ეხმიანება.
მისი თქმით, თუ საქართველო დღეს შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა, მის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მარშრუტები, ხორციელდება ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის პროექტები, ჩნდება კითხვა - რატომ არ სტუმრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები თბილისს?
ქართველიშვილი აღნიშნულ კითხვას საკუთარ პოსტშივე პასუხობს.
„მხოლოდ მშრალი, უემოციო ფაქტების თვალსაზრისით, უკანასკნელი რეგიონული სურათი საკმაოდ საინტერესოა. მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცენტრალურ აზიაში ვიზიტიდან ბრუნდებოდა პრაქტიკული შეთანხმებების პაკეტებით, სატრანზიტო თანამშრომლობის, საბაჟო პროცედურების გაციფრების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შესახებ მიღწეული კონკრეტული შედეგებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი, თურქეთში ვიზიტს ძირითადად უკვე არაერთხელ მოსმენილი „ბლა-ბლა-ბლა" თემების განხილვითა და განცხადებების გაცვლით ასრულებდა. ბევრი ითქვა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე და გეოპოლიტიკაზე, თუმცა არაფერი აღმოჩნდა ისეთი, რაც კონკრეტულ შედეგად შეიძლება შეფასდეს.
არანაკლებ საყურადღებო იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტიც. ერევანში გაჟღერდა ფინანსური დახმარების ახალი პაკეტები და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების დაპირებები - „ღია კარებში" დგომის მორიგი ნომინანტის საპატიო წოდების თვალსაზრისით. ბაქოში კვლავ განიხილეს გაზის მიწოდება, სატრანსპორტო დერეფნები და თანამშრომლობის პერსპექტივები, ოღონდ მორიგ ჯერზე - ამ სამარშრუტო რუკაზე საქართველოს ჯიუტი იგნორირებით. თუმცა, თუ ხმაურიან სათაურებს მოვაშორებთ და საბოლოო შედეგებს დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ აქაც რევოლუციური გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული. საქმე უფრო უკვე არსებული პროცესების დადასტურებას ეხებოდა, ვიდრე სრულიად ახალი პროექტების დაწყებას.
ამ ფონზე ჩნდება საკმაოდ არასასიამოვნო კითხვა: თუ საქართველო დღეს შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა, თუ მის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მარშრუტები, თუ ხორციელდება ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის პროექტები, მაშინ რატომ სტუმრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები მეზობელ დედაქალაქებს, ხოლო თბილისს გვერდს უვლიან?
ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან: სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება. ეს მიდგომა სულ უფრო გვაგონებს რუსეთის დამოკიდებულებას მავზოლეუმის მიმართ: სანამ ლენინს არ მარხავენ, მანამდე ის ცოცხალია. ანალოგიური მიდგომა აქვს კოლექტიურ „ურსულა/კალასებს" ჩვენი რადიკალების მიმართ: არ ვასაფლავებთ, ესე იგი „жили, живы и будут жить", - წერს დავით ქართველიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილს მიმართავს – მჯეროდა, უპასუხოდ არ დამტოვებდით, პროკურატურას აქვს სრული მზაობა სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან
,, შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია''- ირაკლი გოგავა
დავით საყვარელიძე – საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც შეიძლება, გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი
სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება
თამარ ტალიაშვილმა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან, უორენ დევიდსონთან და ბრაიან ბაბინთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა
კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ
კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს
შალვა პაპუაშვილი – აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება, აგენტურა არის აგენტურა
შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია
ირაკლი ზარქუა – "ნაცებში" ისეთი პროცესებია, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია
შალვა პაპუაშვილი – იმედის მომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის
შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ძალების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება აზიანებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას