მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია
„ნაციონალური მოძრაობა" არის რევოლუციური პარტია და ვერანაირად ვერ იქნება პარკეტის ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის შემდეგ ეს რევოლუციური მუხტი თითქოს გაქრა და ვერ შეეგუება თავის დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების და საერთაშორისო დელეგაციებთან შესახვედრად არსებულ პლატფორმად გადაქცევას.
„მე ვერ შევეგუები ჩემი დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების და საერთაშორისო დელეგაციებთან შესახვედრად არსებულ პლატფორმად გადაქცევას. ჩემზე უკეთესად არცერთ ცოცხალ ქართველს არ გამოსდის ევროპელებთან და ამერიკელებთან საუბარი, მაგრამ 2003 წელს სულ ველში ვიყავი, როგორც წესი, უარს ვამბობდი მრავალრიცხოვან უცხოელ მისიებთან შეხვედრაზე. ჩვენი პარტია მუდმივად უნდა იყოს იქ, სადაც უსამართლობაა, სადაც ხალხს მხარდაჭერა სჭირდება და არა, თუნდაც თქვენს სტუდიაში. ნანუკა ჟორჟოლიანი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი. ამ დღეებში ბევრმა დაწერა - კი, მაგრამ პოლიტიკოსი არ არისო და პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. მოგწონთ არსებული „მეპურე" პოლიტიკოსების გამომცხვარი პურის გემო? უყვარს ხალხს ნანუკა? უყვარს ხალხი ნანუკას? ყველამ ვიცით, რომ კი. ეხმარება ის ხალხს? - ამის ბევრი ფაქტი ვიცით. ენერგიული და შეუპოვარია? - კი, ეს ბევრჯერ დაამტკიცა. აბა, თქვენ ნამდვილი პოლიტიკოსი სხვა რა გგონიათ?!
რაც შეეხება ძველ და ახალ პოლიტიკოსებს, ყველანი უნდა დავაყენოთ თანაბარ მდგომარეობაში, ადამიანები უნდა შეფასდნენ არა წარსული დამსახურებებით, არამედ იმით, დღეს რა წვლილი შეაქვთ ბრძოლაში. ძველი გამოცდილება დიდი უპირატესობაა და ამავე დროს, შეიძლება, დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, როდესაც ყოველთვის წარსული კლიშეებით მოქმედებ და ის წარსული მდგომები არ მუშაობს. ამიტომ გვჭირდება ორივეს სინთეზი.
მე და თინა უკვე მრავალი წელია, ახლო მეგობრები ვართ, ის ძალიან ერთგულია ჩვენი მთავარი იდეის - თავისუფალი, წარმატებული ქართულის სახელმწიფოსი. მინდა, ყველას შევახსენო, რომ სამარტოვო საკანში ვიმყოფები და აქედან კომუნიკაცია ძალიან კმჭირს, ასე რომ, ჩემთან სინქრონიზაცია არ არის მარტივი. ჩემს აზრს აქვს წონა, რადგან ამდენი წელია, ვრჩები ლიდერად და ამას არავინ უარყოფს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მთლიანად პარტიული სისტემაა შესაცვლელი, დღეს სასიცოცხლო ამოცანაა, თითოეული ქართველის გადასარჩენად ფართო მასებში ფესვგამდგარი მოძრაობის ჩამოყალიბება და ეს „ნაციონალური მოძრაობა" თვითონ უნდა იყოს ამის ინიციატორი.
„„ნაცმოძრაობა" არ არის ბიზნესპროექტი, როგორც სხვა პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, არ ჰყავს ინვესტორი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და სხვები ამას ემორჩილებიან. ეს ყოველთვის იყო ცოცხალი პარტია შიდა დისკუსიებით და შეჯიბრით, რაც ცოცხალ პარტიაში ნორმალურია.
მელიას წინააღმდეგ 2023 წელს პარტიის ნაწილის გამოსვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო და არც შეთანხმებულა ჩემთან არანაირად. არჩევნების დანიშვნას მაშინ შევხვდი უარყოფითად, თუმცა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი კლინიკაში მოწამვლის შემდეგ და რეაგირების თავი უბრალოდ არ მქონდა. ამიტომ ნეიტრალური პოზიცია დავიკავე. უკანა რიცხვით თუ შევხედავ, ვაღიარებ, რომ ეს იყო პარტიის უმრავლესობის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა შესაძლებელი იყო, პარტიის სხვა წევრების მიმართ ბევრად უფრო დელიკატურად მოქცევა. მაგალითად, ძალიან მენანება გიორგი პატარაიას, რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაციის ბირთვის ცალკე გასვლა.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი" ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან - რას, ხან - რას. ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და „სვეცკებმა" ხმა მაინც არ მოგვცეს.
ახლა კი, ყველაფერი ძალიან მარტივია. „ნაცმოძრაობაში" ყველა ირჩევა გარკვეული ვადით და ივლისის დასაწყისში თინა ბოკუჩავას ყველა შემთხვევაში ეწურებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში სხვა უნდა აგვერჩია. კი, ნანუკა ამ სიტუაციაში ჩემი იდეა იყო", - განაცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურად
მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია
ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილს მიმართავს – მჯეროდა, უპასუხოდ არ დამტოვებდით, პროკურატურას აქვს სრული მზაობა სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან
,, შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია''- ირაკლი გოგავა
დავით საყვარელიძე – საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც შეიძლება, გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი
სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება
თამარ ტალიაშვილმა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან, უორენ დევიდსონთან და ბრაიან ბაბინთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა
კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ
კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს
შალვა პაპუაშვილი – აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება, აგენტურა არის აგენტურა
შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია
ირაკლი ზარქუა – "ნაცებში" ისეთი პროცესებია, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია