მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის წარმომადგენლები არიან, მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან

გილაურების შემოყვანა იყო ძალიან მძიმე შეცდომა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან.

 

„გილაური რომ ჩემი პრემიერი იყო, მაშინ ბანკების მოგება დღევანდელთან შედარებით ხუთჯერ ნაკლები იყო. დღეს ჩამოყალიბებულია საბანკო ოლიგარქია მთავარი ბანკირის, ივანიშვილის მეთაურობით. ეს სრულიად გამყიდველური, მოღალატე, დაუნდობელი, ხარბი ბანკები რუსეთთან და დიქტატურასთან ერთად არიან ხალხის მთავარი დაუძინებელი მტრები. სწორედ ეს ბანკებია „ნულოვანი თანაგრძნობის" მომგონი და ცხოვრებაში გამტარებელი. მათ ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი ქართველი ხალხის გაღატაკებაში, უცხოეთში გაძევებაში. ისინი ათეთრებენ რუსულ და ირანულ ფულს. ისინი უხანგრძლივებენ სიცოცხლეს ივანიშვილის დიქტატურას. მალე მოვა დრო, როცა ამ ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან ქვეყნის ღალატისთვის. ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან.

 

2023 წელს გილაური გამოჩნდა სწორედ მაშინ, როცა მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ერთიან სიაზე სხვა პარტიებთან. მისი პირობა იყო - არანაირი ერთიანი სია, გავდივართ ცალკე. ასევე, ტელევიზია „მთავარი" აღარ აშუქებს „ნაციონალებს". ამ საქმეში გილაურებმა 30 მილიონი დოლარი ჩადეს. ოფიციალურად დარეგისტრირდა 40 მილიონი ლარი. შევადაროთ, გილაურების მიერ დაფუძნებულ ცვლილებების კოალიციას არჩევნებში 30-ჯერ მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ციხეში მჯდომი ლიდერით. საერთოდ, ჩემი მოწამვლის და დროებით მძიმე მდგომარეობის გამოყენება ჩემი პარტიის ხმებზე ნადირობისთვის არის კლასიკური პოლიტიკური მონადირეობა. ახლა ვინმეს შეუძლია, დაიჯეროს ერთი წუთით მაინც, რომ ეს ივანიშვილის პირდაპირი დავალების გარეშე მოხდა? იმის თქმა, თითქოს „ნაციონალებიც" აწარმოებდნენ მოლაპარაკებას გილაურებთანო, იგივეა, ვინმემ თავისი მსუბუქი ყოფაქცევის გასამართლებლად სხვას უთხრას, შენ თვითონ ასეთოო. გარდა იმისა, რომ სრული ტყუილია, გასამართლებლად არ ვარგა არანაირად. ზუსტად ასე, ივანიშვილმა ენმ-ს ნაწილი გამოაცალა თავის დროზე. პალიკო კუბლაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის შუამავლობით, 2018 წელს დავით ბაქრაძის დაყენებით არ დაუშვა გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება. 2020 წელს შემოაგდო ნულოვანი ბარიერი, რითაც დაყო პარტიები. ეს მუდმივად ერთი და იგივე თამაშია.

 

რაც შეეხება ტელევიზია „მთავარს", მისი დაფუძნება გადაწყდა ჩემთან სახლში, კიევში, სადაც მოხდა შეთანხმება ჩემი უშუალო ჩართულობით და შუამავლობით. მე ვუპოვე ინვესტორები, რომლებიც მთლიანად აფინანსებდნენ ტელევიზიას წლების განმავლობაში. მეტსაც გეტყვით, ციხეში რომ მოვხვდი, დედაჩემმა ბაბუაჩემ გივის დატოვებული მიწის ნაკვეთი გაყიდა და ფულის ნახევარი მისცა „მთავარს". ეს იყო ოჯახის ბოლო ფული. 2024 წლის არჩევნების დროს ტელევიზია მთლიანად ჩაგვიკეტეს, მათ შორის აღარ აჩვენებდნენ ჩემს ჩართვებს სასამართლოში. ამას პოლიტიკა კი არა, სრული ამორალობა ჰქვია", - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის წარმომადგენლები არიან, მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან
მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურად
მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია
ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილს მიმართავს – მჯეროდა, უპასუხოდ არ დამტოვებდით, პროკურატურას აქვს სრული მზაობა სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან
,, შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია''- ირაკლი გოგავა
დავით საყვარელიძე – საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც შეიძლება, გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი
სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება
თამარ ტალიაშვილმა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან, უორენ დევიდსონთან და ბრაიან ბაბინთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა
კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ
კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს
შალვა პაპუაშვილი – აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება, აგენტურა არის აგენტურა
შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია