ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებებს იმ მკვლელების ქსელისგან, რომელსაც 73 000 უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის, უმეტესად ბავშვებისა და ქალების სისხლში აქვს ხელები გასვრილი -ერდოღანი

ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა არც გენოციდი, არც მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, არც ჩაგვრა და არც კოლონიალიზმი, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 

ერდოღანი ისრაელის მთავრობის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას გამოეხმაურა.

 

„ჩვენ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებებს იმ მკვლელების ქსელისგან, რომელსაც 73 000 უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის, უმეტესად ბავშვებისა და ქალების სისხლში აქვს ხელები გასვრილი. ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა არც გენოციდი, არც მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, არც ჩაგვრა და არც კოლონიალიზმი", - განაცხადა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

 

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ისრაელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აუფასურებს როგორც მათი „ბარბაროსული ქმედებები ღაზაში", ასევე თურქეთის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების ჰოლოკოსტისგან გადარჩენას უკავშირდება.

 

„ნაცისტური დევნისგან გაქცეულთა დაცვაში დამსახურება გვაქვს. მათ, ვინც ცილს წამებს თურქეთსა და თურქ ერს, ეს ყველაზე უკეთ იციან, თუ საკუთარ ისტორიას გადახედავენ", - აღნიშნა ერდოღანმა.

 

ცნობისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა 28 ივნისს განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი სომეხთა გენოციდის ოფიციალურ აღიარებას. შესაბამისი კანონპროექტი განსახილველად ქნესეთის პლენარულ სხდომაზე შევა, სადაც მას საბოლოოდ კენჭს უყრიან.

 

სომეხთა გენოციდად აღიარებული მოვლენები 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივ მკვლელობასა და დეპორტაციას უკავშირდება.

 

 





მსგავსი სიახლეები
ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებებს იმ მკვლელების ქსელისგან, რომელსაც 73 000 უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის, უმეტესად ბავშვებისა და ქალების სისხლში აქვს ხელები გასვრილი -ერდოღანი
პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ამერიკელი სამხედროები ჩაერთნენ
,,რუსეთი „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს''- დიმიტრი პესკოვი
აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ვირჯინიასა და აიდაჰოში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა
პეტერ მადიარი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ საზღვრის კვეთის შეზღუდვებს გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის
პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მუზეუმს გადასცა
ბრიუსელი არ ეთანხმება ვატიკანის კრიტიკას ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების შესახებ
მედია - შვედეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც დარჩება
ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში 3.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა
კირ სტარმერი – მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია
ირანის საგარეო უწყება: კატარში აშშ-თან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის
კეროლაინ ლევიტი – დოჰაში დაგეგმილ აშშ-ირანის შეხვედრაში მონაწილეობას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ
ნიკოლ ფაშინიანი – ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეაგირების აუცილებლობას ვერ ვხედავთ
ევროკომისია – მთელი ევროპის მასშტაბით პრაიდის თვემ ადამიანები გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, ევროპა ამაყობს
პეკინში სი ძინპინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა