მამუკა მდინარაძე – განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები

განსაკუთრებით შთამბეჭდავია შედეგები, რომლებიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა 6 000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია.

 

„ამ პერიოდის განმავლობაში შსს-მ დააკავა და პასუხისგებაში მისცა 100-მდე პირი ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებზე. უწყება, სამართალდამცავი სისტემის ახალი მიდგომის შესაბამისად, დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის პარალელურად, განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს დანაშაულის პრევენციაზე ე.წ. რეალურ დროში, რისი შედეგებიც უკვე აშკარად შესამჩნევი ხდება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული ბრძოლა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, დღეს ამასთან დაკავშირებით იყო კიდევ ერთი ბრიფინგი. უმძიმესი სანახავია ბრალდებულების მხრიდან საკუთარი არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის დანაშაულებრივ სქემაში ჩართვა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი დანაშაულის მაქსიმალურ პრევენციასაც უზრუნველყოფს. ბოლო დღეებში უპრეცედენტოდ მასშტაბური საქმე გახსნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის წლების განმავლობაში აწყობილ დანაშაულებრივ სქემას შეეხებოდა", - აღნიშნა მდინარაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
,,ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან''-მაკა ბოჭორიშვილი
მამუკა მდინარაძე - აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის
ელენე ხოშტარია – ნიკა გილაურისგან პრემიერობის კანდიდატობა წინაპირობა არ ყოფილა, მისი პოზიცია იყო საერთო კანდიდატი, საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
მამუკა მდინარაძე - მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ
პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა
მამუკა მდინარაძე – განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები
დავით მათიკაშვილი – დავით საყვარელიძე მშვიდად იყოს, აშშ და საქართველო საერთო ენას ნახულობენ, „ნაცები“ ვერ ეღირსებიან საქართველოს ცეცხლის ალში გახვევას
მამუკა მდინარაძე - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა
მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის წარმომადგენლები არიან, მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან
მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურად
მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია
ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილს მიმართავს – მჯეროდა, უპასუხოდ არ დამტოვებდით, პროკურატურას აქვს სრული მზაობა სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან
,, შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია''- ირაკლი გოგავა
დავით საყვარელიძე – საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც შეიძლება, გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი