მამუკა მდინარაძე - მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ
ჩვენ მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არსებობს აგენტურა, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და ასრულებდა დავალებებს და ამ დავალებების სავალალო შედეგები ჰქონდა.
„ამ დავალებების სავალალო შედეგები ბევრმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ბევრმა ოჯახის წევრზე, მეზობელზე, ნათესავზე და საკუთარ ქვეყანაზე გამოსცადა. შედეგი მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იქნება ისევ აგენტურის მიერ ქვეყნის მართვა დავალებების შესაბამისად. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ და ამ არდაშვების აუცილებელი პირობაა, გავათვითცნობიეროთ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გყვავს აგენტურა, რომელიც იღებს დავალებას, აგენტურა, რომელიც შემდეგ აფინანსებს მისი გავლით მედიასაშუალებებს. აგენტურა, რომელსაც ჩაეხსნა დაფინანსების წყაროები ფარას კანონის მიხედვით და ახლა კიდევ უფრო დასუსტებულია. ჩვენ კარგად გავთვალეთ ეს სვლები და სწორედ ამიტომ იყო „რუსული კანონის" ორწლიანი ფეიკკამპანია, საუკუნის თაღლითობად წოდებული. მათ ხომ ჩვენზე არანაკლებ კარგად იცოდნენ, რომ აგენტურის მთავარი დაფინანსების არხი იჭრებოდა გამჭვირვალობის კანონით. ამიტომ იყო ასეთი ისტერია, თორემ დღეს კანონი მუშაობს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უბრალოდ ვხედავთ დასუსტებულ ოპოზიციას, მეტი არავის არაფერი შეტყობია. ეს არის ამ კანონის მუშაობის შედეგი.
ოპოზიცია წარმოადგენს რეალურად დასუსტებულ აგენტურას - ამის გათვითცნობიერებას თუ შევეცდებით, თუ მივხვდებით, რომ ჩვენ არ გვაქვს ოპოზიციასთან საქმე, უბრალოდ ჩვენ მას ხანდახან ვუწოდებთ ოპოზიციას და რეალურად აგენტურასთან გვაქვს საქმე, მაშინ კიდევ უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და დასკვნებს გამოვიტანთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
,,ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან''-მაკა ბოჭორიშვილი
მამუკა მდინარაძე - აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის
ელენე ხოშტარია – ნიკა გილაურისგან პრემიერობის კანდიდატობა წინაპირობა არ ყოფილა, მისი პოზიცია იყო საერთო კანდიდატი, საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
მამუკა მდინარაძე - მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ
პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა
მამუკა მდინარაძე – განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები
დავით მათიკაშვილი – დავით საყვარელიძე მშვიდად იყოს, აშშ და საქართველო საერთო ენას ნახულობენ, „ნაცები“ ვერ ეღირსებიან საქართველოს ცეცხლის ალში გახვევას
მამუკა მდინარაძე - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა
მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის წარმომადგენლები არიან, მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან
მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურად
მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია
ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილს მიმართავს – მჯეროდა, უპასუხოდ არ დამტოვებდით, პროკურატურას აქვს სრული მზაობა სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან
,, შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია''- ირაკლი გოგავა
დავით საყვარელიძე – საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც შეიძლება, გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი