ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, დამფუძნებელი მამების ფილოსოფიური ხედვის, ძლიერი ინსტიტუტებისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის უნიკალურმა ერთობლიობამ აშშ-ს შესაძლებლობა მისცა, ჩამოყალიბებულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სუვერენულ სახელმწიფოდ, პროგრესისა და ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვუერთდები ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავ საღამოს. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებლობის დღე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ეროვნული დღესასწაული.
„ეს არის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის მარადიული იდეალებისადმი პატივისცემა. ეს იდეალები ზუსტად ეხმიანება საქართველოს გამოცდილებასა და მისწრაფებებს.ამერიკის სადამფუძნებლო პრინციპებმა კონსტიტუციურ სისტემაზე ბევრად მეტი შექმნა, რამაც ხელი შეუწყო ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ინოვაციების, მეცნიერების, განათლების, მეწარმეობისა და კულტურის გლობალურ ლიდერად იქცა.დამოუკიდებლობის დეკლარაციაში გამოხატული იმ ურყევი რწმენის საფუძველზე, რომ ყველა ადამიანს „შემოქმედის მიერ ბოძებული აქვს ხელშეუვალი უფლებები", ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა ინსტიტუტები, რომლებმაც ხელი შეუწყო შემოქმედებითობის განვითარებას, წაახალისა ინიციატივა და შთააგონა არაერთი თაობა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც. გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებით და ტექნოლოგიური ინოვაციებით დაწყებული, ლიტერატურით, კინემატოგრაფიითა და ხელოვნებით დამთავრებული, ამერიკის წვლილმა თანამედროვე მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა. დამფუძნებელი მამების ფილოსოფიური ხედვის, ძლიერი ინსტიტუტებისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის ამ უნიკალურმა ერთობლიობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა მისცა, ჩამოყალიბებულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სუვერენულ სახელმწიფოდ, პროგრესისა და ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა
ალან პერსელი – სამ ათწლეულზე მეტია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან, ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, დამფუძნებელი მამების ფილოსოფიური ხედვის, ძლიერი ინსტიტუტებისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის უნიკალურმა ერთობლიობამ აშშ-ს შესაძლებლობა მისცა, ჩამოყალიბებულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სუვერენულ სახელმწიფოდ, პროგრესისა და ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად
,,ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან''-მაკა ბოჭორიშვილი
მამუკა მდინარაძე - აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის
ელენე ხოშტარია – ნიკა გილაურისგან პრემიერობის კანდიდატობა წინაპირობა არ ყოფილა, მისი პოზიცია იყო საერთო კანდიდატი, საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
მამუკა მდინარაძე - მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ
პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა
მამუკა მდინარაძე – განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები
დავით მათიკაშვილი – დავით საყვარელიძე მშვიდად იყოს, აშშ და საქართველო საერთო ენას ნახულობენ, „ნაცები“ ვერ ეღირსებიან საქართველოს ცეცხლის ალში გახვევას
მამუკა მდინარაძე - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა
მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის წარმომადგენლები არიან, მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან
მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურად
მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია