ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის სანდო ენერგეტიკული პარტნიორია.

„ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ უძლიერეს საყრდენად რჩება. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირის საიმედო და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია. ჩვენ არ დაგვიწყებია, რომ აზერბაიჯანი ჩვენს გვერდით იდგა, როდესაც რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად გამოიყენა და ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა. სამხრეთის გაზის კორიდორმა ნამდვილად გააძლიერა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დიდი წარმატების ისტორიაა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ილჰამ ალიევის როლს გაუსვა ხაზი.

„თქვენ გამოიჩინეთ პირადი ლიდერობა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროცესს და გააგრძელებს ამის გაკეთებას. ერთად ჩვენ შეგვიძლია ქაღალდზე დაწერილი მშვიდობა რეალურ სამყაროში მშვიდობად ვაქციოთ. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ დღეს აქ ერთად. ჩვენ გვსურს მშვიდობის ხელშეწყობა კოორდინაციის გზით", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ნათელი მომავლის სჯერა.

„მოდით, ერთად ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის, ევროპასთან სამხრეთ კავკასიის, კასპიის რეგიონის და ცენტრალური აზიის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის და ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
The New York Times: რუსი და უკრაინელი სამხედროების ჯამურმა დანაკარგებმა ორ მილიონს გადააჭარბა
Euronews: ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა
ილჰამ ალიევი – დღეს ევროკავშირის ათი წევრი სახელმწიფო აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ახორციელებს, არსებობს ამ გეოგრაფიის გაფართოების პოტენციალი
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს
აბას არაღჩი „ძლიერი პასუხით“ იმუქრება მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი „სიკვდილისთვისაა განწირული“
ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში ჩავიდა
ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებებს იმ მკვლელების ქსელისგან, რომელსაც 73 000 უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის, უმეტესად ბავშვებისა და ქალების სისხლში აქვს ხელები გასვრილი -ერდოღანი
პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ამერიკელი სამხედროები ჩაერთნენ
,,რუსეთი „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს''- დიმიტრი პესკოვი
აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ვირჯინიასა და აიდაჰოში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა
პეტერ მადიარი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ საზღვრის კვეთის შეზღუდვებს გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის
პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მუზეუმს გადასცა
ბრიუსელი არ ეთანხმება ვატიკანის კრიტიკას ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების შესახებ
მედია - შვედეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც დარჩება
ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში 3.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა
კირ სტარმერი – მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს