„ლოთ ნიკა ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილისთვის დაურეკავს და უთქვმას – ანზორ მელიამ მამათქვენს ძაღლის სტენტი ჩაუყენაო - კინაღამ დამიჭირეს, იმდენი მანერვიულეს, თქვენს მტერს”

ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა მელიას მამა, კარდიოლოგი ანზორ მელია გაზეთ “ასავალ-დასავალი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბავს იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს და ინციდენტს, რომელიც მას შეემთხვა.

 

”2008 წელი იდგა, ომი და უბედურება ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი, როცა დილაადრიან ბატონმა ნიკა სააკაშვილმა დამირეკა. დილის 6 თუ 7 საათი იქნებოდა… ბატონ ნიკას მაშინ არ ვიცნობდი. კაცი მეკითხება – ანზორი ხართ? – დიახ, ანზორი ვარ – ვპასუხობ. – ნიკა სააკაშვილი ვარ, გული მტკივა და სასწრაფო გამომიგზავნეთო. სასწრაფოდ, გავაგზავნე სასწრაფო. აღმოჩნდა, რომ ბატონ ნიკა უსერიოზულესი სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა.

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს შეფმა, მიხეილ სააკაშვილის ძმაკაცმა, ლოთმა და “ბასიაკმა” ნიკა ყიფშიძემ, რომ გაიგო პრეზიდენტის მამამ ოპერაცია ჩემთან გაიკეთა, ალბათ დაიბოღმა თუ რა მოუვიდა, არ ვიცი, განაცხადა – მე ნიკა ყიფშიძე არ ვიყო, თუ ანზორ მელია არ დავაჭერინო! როგორ გაბედა, მე აქ ვარ და პრეზიდენტის მამას სტენტს ანზორ მელია უდგამსო. დილაა და ნიკა სააკაშვილი მირეკავს – ანზორ, სტენტი არ მიყენიაო. გავგიჟდი. – სტენტი, როგორ არ გიყენიათ, ორი სტენტი ჩავაყენეთ მეთქი. – ხო, ჩემს ცოლს, სვეტას უმადლოდეთ, თორემ ღამით შენი დაჭერა უნდოდათო… დღეს 9 საათზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოდიო. მივედი 9 საათზე. ეს ლოთი ყიფშიძე ნიკა სააკაშვილს ემერჯენსს ათვალიერებინებდა. ყიფშიძეს ვუთხარი – რა დროს ეს არის, წავიდეთ სტენტები ვნახოთთქო. – რაც არ ჩაგიყენებია რა უნდა ვანახოთო? – მიპასუხა. ნიკა, რას ამბობ, წამოდითით-მეთქი. ამ დროს ვიღაც ბიჭი, რომელიც, როგორც ვიცი სააკაშვილის მამასთან მუშაობდა, ჩემკენ გამოიწია და თითები გამომიშვირა – თვალებს ამოგთხრი, – ბატონ ნიკას ეს როგორ გაუბედე, სტენტი, როგორ არ ჩაუყენეო…. გავედით, გავაშუქეთ და ორივე სტენტი ადგილზე იყო. წამომივიდა ცრემლები… ამხელა კაცი სიხარულით ვტიროდი, მაგრამ ვტიროდი იმიტომაც, რომ მიხეილ სააკაშვილის ლოთი და “ბასიაკი” ძმაკაცი ასე უსინდისოდ მომექცა. 

 

მოვედი სახლში და მირეკავენ – რა სტენტებიც ჩააყენე ყველაფრის საბუთები უნდათ, მეექვსე განყოფილებიდან ვართო…. ლოთ ნიკა ყიფშიძეს, თურმე მიხეილ სააკაშვილისთვის დაურეკავს და უთქვმას – ანზორ მელიამ მამათქვენს ძაღლის სტენტი ჩაუყენაო. პარალელურად, ნიკა სააკაშვილს ყოველ 5 წუთში ურეკავდა და აგიჟებდა – თუ სასწრაფოდ არ გაიკეთებ საზღვარგარეთ ოპერაციას, მოკვდებიო.  ბოლოს და ბოლოს, კონსილიუმი მოვიწვიეთ, რომელსაც ცნობილი ექიმები ესწრებოდნენ და ცხადია, გავმართლდი, მაგრამ კინაღამ დამიჭირეს. იმდენი მანერვიულეს, თქვენს მტერს” – განაცხადა ანზორ მელიამ.

 

 

 


marshalpress.ge





მსგავსი სიახლეები
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
3 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
მადლობა საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული ღონისძიებებისთვის -ლევილის მერი
62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების განცხადება
დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონში 18 500 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,თბილისის დენდროლოგიურ პარკში ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა''- კახა კალაძე
გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მიმართულებები, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მნიშვნელოვანია, გაერთიანებული უნივერსიტეტის ფარგლებში შევინარჩუნოთ აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი- საკადრო ცვლილებები არ იგეგმება''-ზვიად გაბისონია
გომბორის სასწავლო ცენტრში ჩატარდა სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026"
1-ელი თებერვალის ამინდის პროგნოზი
გივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა