რატომ ვერ შეძლო საქართველომ 2008 წელს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლით სარგებლობა?

თურქულ გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში («Habertürk») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვთქვათ და ნატო თურქეთს უბრძანებს...“, რომელშიც გაანალიზებულია თურქეთის სავარაუდო როლი რუსეთისა და უკრაინას შორის ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობების ფონზე (ავტორი - მუჰარემ სარიყაია, პოლიტიკური მიმომხილველი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

რუსეთ-უკრაინას შორის გამწვავებული დამოკიდებულება თურქეთს მნიშვნელოვანი და იმავდროულად რთული არჩევანის წინაშე აყენებს. ამის მიზეზი ნატოს ის მისიაა, რომლის ხელმძღვანელობა, პოლონეთის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვრიდან თურქეთს მოუწია. რას ნიშნავს ეს მისია? საქმე ისაა, რომ ნატოს სტრუქტურაში არსებობს „მაღალი მზადყოფნის მქონე გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფი“, რომელიც ალიანსის „სწრაფი რეაგირების ძალების“ ნაწილს წარმოადგენს. 2021 წლის იანვრიდან ეს ამოცანა დაეკისრა  თურქეთის 66-ე მექანიზებულ ბრიგადას, რომელიც თრაკიაშია დისლოცირებული (4,2 ათასი სამხედრო მოსამსახურით).

 

თურქულ ბრიგადასთან ერთად მისიაში მონაწილეობს ნატოს წევრი თითქმის ყველა  ქვეყნის სამხედრო მოსამსახურებიც, რომელთა ჩათვლით სამხედრო პერსონალის რაოდენობა 6,4 ათასს აღწევს. ამ გაერთიანებულ სამხედრო შენაერთს თურქეთი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

 

მნიშვნელოვანია ამ შეანერთის შექმნის მიზანიც: პირველ რიგში - რუსეთის მადესტაბილიზებელი მოქმედების თავიდან აცილება უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით.

 

„მაღალი მზადყოფნის მქონე გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფის“ შექმნა გადაწყდა ნატოს უელსის სამიტზე, 2014 წელს, რომელსაც რუსეთის მადესტაბილიზებელი მოქმედების აღკვეთა დაევალა. ასევე იმ საფრთხეების განეიტრალება, რომლებიც ნატოს, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ემუქრება.

 

თურქეთმა ნატოს ჩარჩოებში ამ მიზნისათვის 66-ე ბრიგადა შეარჩია და მისი გაძლიერება დაიწყო - გააუმჯობესა მისი მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა, აღჭურვა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით და სხვა თანამედროვე შეიარაღებით.

 

ახლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე:

 

რუსეთმა ბოლო დროს უკრაინაზე ზეწოლა გააძლიერა, მოსკოვის განცხადებები ისეთი ტონი აქვს, რომ თუ რუსები აუცილებლად ჩათვლიან, მათ შეუძლიათ უკრაინის ზოგიერთი რეგიონი დაიკავონ. რას გააკეთებს ნატო მოსკოვის ასეთი ნაბიჯის საპასუხოდ, ყირიმის გამოცდილების შუქზე? ისევ მოლაპარაკებით, დიპლომატიური „შეშფოთება-აღშფოთებით“ შემოიფარგლება თუ სწრაფად გადაისვრის ძალებს უკრაინის დასახმარებლად, რომელიც სტატუსით „ნატოს პარტნიორია“, მაგრამ არ შედის „მოკავშირის“ კატეგორიაში?

 

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ მომენტს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს: უკრაინა ნატოს პარტნიორია, მაგრამ არა მოკავშირე... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინაზე არ ვრცელდება ნატოს ხელშეკრულების ცნობილი მეხუთე მუხლი, რომლის პრინციპია „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“.

 

მაგრამ ნატო ყოველ დღე აცხადებს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული დაცვის შესახებ, მკაფიოდ აფიშირებს თავის პოზიციას ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერის თაობაზე.

 

მოსკოვი არად აგდებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს დოკუმენტებს, რომლის თანახმად, თუ სამხედრო მანევრებში 13 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, ამის თაობაზე ვენას უნდა აცნობოს დამკვირვებლების გამოგზავნის მიზნით.

 

ამას წინათ, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფონზე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ასევე საფრანგერთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა მანუელ მაკრონმა და ჯო ბაიდენმა რუსეთს იმის სიგნალი მისცეს, რომ არ იქნებიან ჩუმად, თუ მოსკოვი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევას შეეცდება.

 

თურქეთი სოლიდარობას ამჟღავნებს ნატოს პოზიციებისადმი შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში. ანკარა მუდამ აცხადებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით.

 

და რა იქნება უკრაინასთან მიმართებით სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში? რას მოიმოქმედებს თურქეთი? სულ ახლახან შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის თვითმფრინავების გააქტიურების დროს მათ შესახვედრად ნატოს ავიაცია აფრინდა... თურქეთში მდებარე აეროდრონებიდან.

 

თუ რუსეთი კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგმას, რას იზამს ნატო?

 

და რაც მთავარია, რას იზამს ანკარა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა თურქი გენერლები ნატოს გაერთიანებულ ოპერატიულ ჯგუფს მეთაურობს?

 

სამხედრო ძალების გადასროლა თურქეთთან შეთანხმებით მოხდება თუ ბრძანება მათი გადასროლის თაობაზე პირდაპირ ბრიუსელიდან იქნება გაცემული?

 

ეს კითხვები გადამდგარ ელჩს თაჯან ილდემს დავუსვი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ნატოში თურქეთს წარმატებით წარმოადგენდა.

 

მან ხაზი გაუსვა ორ მომენტს: პირველი - უკრაინა ნატოს პარტნიორია და არა მისი მოკავშირე. მართალია, ნატო აფიქსირებს თავის მგრძნობელობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს სამხედრო ძალებით დახმარებას. არსებობს სხვა დიპლომატიური მექანიზმები. ამის მაგალითია ყირიმის ანექსია, რისთვისაც რუსეთს სანქციები დაეკისრა.

 

თაჯან ილდემმა აღნიშნა, რომ მოსკოვი „რუსეთ-ნატოს“ ფორმატში აღარ მონაწილეობს, დიპლომატმა განაგრძო: „ნატომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და უკრაინის  სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებაში, ნატოს ქვეყნების გემები უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურებში ხშირად შედიან. ნატო მათ თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებაში ეხმარება. 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს კონფლიქტში ჩაერია, თბილისმა ვერ შეძლო ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლით სარგებლობა, მაგრამ ალიანსის წევრ მოკავშირეთა მხრიდან საქართველოს მხარდასაჭერად ძლიერი განცხადებები გაკეთდა. ეს ყველაფერი ნატოს დეკლარაციებშიც აისახა. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინაში სამხედრო ძალების გადასროლა მოხდება...

 

12 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს უნდა ეწვიოს. ჯერ-ჯერობით იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რთულია. მაგრამ მოდით ნუ დავივიწყებთ იმ კონფიდენციალურ შეთანხმებას, რომელიც დღემდე არსებობს რუსეთსა და თურქეთს შორის [უკრაინის შესახებ] და რომლის მთავარი დებულებაა „მოილაპარაკეს, რომ არ მოილაპარაკონ“.

 

წყარო: https://www.haberturk.com/yazarlar/muharrem-sarikaya/3027866-ya-nato-turkiyeye-o-emri-verirse

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
"მართლაც შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის განადგურება? ექსპერტები რისკებზე საუბრობენ"-The Guardian
"ისლამი ევროპაში: სიმართლე და სიცრუე"-The Economist
"ბერნემი გაერთიანებული სამეფოს დაშლას ვერ შეაჩერებს"-The Daily Telegraph
"ვლადიმერ პუტინმა, უკრაინული დრონების შიშით, "ვალდაის" კლუბის სამიტი სოჭიდან მოსკოვში გადაიტანა"-Financial Times
"დონალდ ტრამპის მემკვიდრე ნებისმიერ შემთხვევაში ჯეიმს ვენსი უნდა იყოს" - The Daily Telegraph
"ახალი ადგილი Trump Tower-ისთვის - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება-თბილისური ცათამბჯენი დაგეგმილია აიგოს იმ ადგილზე, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ქართველი მილიარდერის ფონდისაგან არის ნაყიდი -The Wall Street Journal
"არქეოლოგებმა საქართველოს დედაქალაქში სარემონტო სამუშაოების დროს X საუკუნის დროინდელი ნივთები იპოვეს-The Independent
"როგორ იქცა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო "დამოკლეს მახვილად"- Financial Times
"ნაცნობი ტაქტიკა შავ ზღვაზე: რა სურს უკრაინას? - თურქეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს"
"8 მილიონი ლტოლვილი, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს 4-ჯერ აღემატება, ქვეყანაში გაბატონებულია კორუფცია: ნუთუ უკრაინა უკვე გახდა არშემდგარი სახელმწიფო?"-Berliner Zeitung
"თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?"-The Jerusalem Post
"დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა"-Financial Times
"ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან ისეთ ომს, რომელიც გამოფიტვაზე იქნება გათვლილი: ექსპერტები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ჰიბრიდულ ომს მოიგებს"-The Guardian
"მილეი ფოლკლენდის კუნძულების მიმართ არსებულ სადაო საკითხს უბრუნდება"-Financial Times
"გერმანია მთვარეულივით  უფკრულისაკენ მიდის"-The Daily Telegraph
"პუტინი სომხეთისაგან რეფერენდუმს ითხოვს ევროკავშირთან მიმართებით. ფაშინიანი უარზეა. რა იქნება შემდეგ?"-BBC
"კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს: მისი უარი უკან დახევაზე რუსეთის ბანდიტურ-განგსტერულ პოლიტიკას უკავშირდება"-The Economist
"პუტინს სიმართლე პირში უთხრეს:"გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული"-The Independent
ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერი "დიდი კოალიციის" შექმნას სთავაზობენ - POLITICO
"პარიზის მერი - აშშ-ის პრეზიდენტს: "თქვენ ვერაფერს ვერ გვასწავლით, გაკვეთილები სხვას ჩაუტარეთ"- რატომ განაწყენდა ემანუელ გრეგუარი დონალდ ტრამპის ნათქვამზე, რომ "პარიზში შარიათი ცხოვრების წესად იქცა"-Le Figaro