აჭარა ჩემთვის უცხო არ არის - ინტერვიუ „პირველ აჭარელ კოსმონავტთან“

რუსული გაზეთის „ლიტერატურნაია გაზეტას“ («Литературная газета») 7 აპრილის ნომერში დაბეჭდილია ინტერვიუ... „პირველ აჭარელ კოსმონავტთან“ - ფიოდორ იურჩიხინთან, რომელიც 1959 წელს საქართველოში, ქალაქ ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. მან 1976 წელს დაამთავრა ქალაქის მე-5 საშუალო სკოლა, ხოლო 1983 წელს - მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი.

 

ფიოდორ იურჩიხინი კოსმოსში პირველად ამერიკული „შატლით“ გაფრინდა, 2002 წელს. მუშაობდა დედამიწის ორბიტაზე არსებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში. იგი წარმოშობით პონტოელი ბერძენია და ამჟამად სალონიკში ცხოვრობს. 

 

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

 

- ფიოდორ ნიკოლაევიჩ, თქვენ ზოგჯერ „პირველ აჭარელ კოსმონავტს“ და „პირველ ბერძენ კოსმონავტსაც“ გიწოდებენ...

 

- დიახ, საბერძნეთში მე სწორედ ასე მიწოდებენ... თუმცა მე უფრო რუსი კოსმონავტი ვარ. რაც შეეხება აჭარას... დიახ, მე საქართველოში, ბათუმში დავიბადე. რა თქმა უნდა, აჭარა ჩემთვის უცხო არ არის. შორიდან რომ დავინახო ბათუმში ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ხელებს უქნევენ და ყვირიან, უკვე ვიცი - ისინი კი არ ჩხუბობენ და საცემად კი არ იწევენ, არამედ ლაპარაკობენ. როცა რუსეთში წავედი, მეც დიდი ხნის განმავლობაში შემომრჩა სამხრეთელებისათვის დამახასიათებელი ასეთი ჟესტიკულაცია...

 

„აჭარელ კოსმონავტთან“ დაკავშირებით ვიტყვი, რომ მე ჯერ კიდევ მაქვს სახლში ბათუმში გამოშვებული კალენდარი ჩემი ფოტოსურათით, რომელზეც ასეთი წარწერაა - „აჭარის პირველი კოსმონავტი“. აჭარის ავტონომიის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მე მას ვუთხარი, რომ პირველი კი არ ვარ, არამედ მესამე-მეთქი. ასლან იბრაგიმოვიჩს გაუკვირდა: პირველი და მეორე ვინ არიან? გავახსენე ისტორია, რომელიც ბათუმში 1970-იან წლებში მოხდა: ორმა პოლიციელმა უსაქმობის გამო გადაწყვიტა ატრაქციონზე „თვითმფრინავებით“გაესეირნა. იმ დროს ასეთი ატრაქციონები ბათუმის თითქმის ყოველ პარკში მუშაობდა. მოკლედ, „აამუშავეს“ მათ ეს „თვითმფრინავი“, ჩახტნენ შიგ და „გაფრინდნენ“, მაგრამ გამორთვა ვეღარ შეძლეს. ასე „იფრინეს“ მანამ, სანამ მათ ყვირილზე ხალხი არ მივიდა და ატრაქციონი არ გამორთეს. გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“ კი დაიბეჭდა სატირულ-იუმორისტული სტატია სათაურით „პირველი აჭარელი კოსმონავტები“.

 

- როგორც ჩანს, ბათუმელმა მილიციონერებმა საკუთარი თავი კოსმოსში გასაფრენად“ ცენტრიფუგით გამოსცადეს... მართალია, რომ თქვენ ბათუმის მე-5 საშუალო სკოლაში სწავლობდით?

 

- ბავშვობიდან ვოცნებობდი კოსმონავტობაზე, მინდოდა სამხედრო სასწავლებელში მესწავლა... მაგრამ შემდეგ დავინახე, რომ კოსმონავტობაზე დიდი კონკურსი იყო - დედამიწის ორბიტაზე გაფრენა სამი ათას მფრინავს სურდა... რადგანაც მათემატიკასა და ფიზიკას კარგად ვსწავლობდი, მაინც ჩავაბარე მისაღები საავიაციო ინსტიტუტში. როცა დავამთავრე, მუშაობა საწარმოო გაერთიანება „ენერგიაში“ დავიწყე.

 

- თქვენ კარგად გახსოვთ, რომ საბჭოთა კავშირს დიდი წარმატებები ჰქონდა მიღწეული კოსმოსის ათვისებაში, მაგრამ 1990-იან წლებში ბევრი პროექტი დაიხურა, რომლებზეც ჯერ კიდევ სერგეი კოროლიოვი მუშაობდა. დღეს ვხედავთ, თუ რა წარმატებები აქვთ ამერიკას და ჩინეთს... საწყენია, ხომ?

 

- რა თქმა უნდა, საწყენია. სხვათა შორის, სწორედ „ენერგიაში“ შეიქმნა მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდი „ბურანი“. ამ პროექტზე ათასობით საწარმო მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ყველაფერი დაიშალა. ჩემს მშობლიურ საქართველოში იყო დიდი საავიაციო ქარხანა, სადაც ქართველი ინჟინრები და კონსტრუქტორები კოსმოსში, დედამიწის ორბიტაზე გასაშლელ გიგანტურ ელემენტებს ქმნიდნენ, ბათუმში კი მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების მქონე მანქანათმშენებლი ქარხანა. სამწუხაროდ, დღეს ეს საწარმოები ფაქტიურად ან გაჩერებულნი არიან, ან აღარ არსებობენ.

 

წყარო: https://lgz.ru/article/14-6779-07-04-2021/fyedor-yurchikhin-lunnuyu-programmu-luchshe-otdat-robotam/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ



მსგავსი სიახლეები
ჯო ბაიდენი მემუარებში ზელენსკის ჯიუტად და არასაკმარისად მადლიერად ახასიათებს – WSJ
რუსეთი ნატო-სგან 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას მოითხოვს – New York Times
"უკრაინის თავისუფლება უნდა დავიცვათ: არჩევანი უნდა გავაკეთოთ უკრაინულ არალიბერალურ დემოკრატიასა და რუსულ ტირანიას შორის"- Financial Times
"ომით დაზარალებული უკრაინა დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე დგას"- შობადობის დონე სწრაფად მცირდება, რუსები კი უკრაინის მდგომარეობით კმაყოფილნი არიან"- The Economist
"აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ უკრაინის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია" - Newsweek
"რას ნიშნავს დემოკრატიული კონგრესი უკრაინისთვის"- Financial Times
"როგორ მუშაობს აშშ-ის პრეზიდენტის ვეტო, რომლითაც დონალდ ტრამპი დემოკრატ კონგრესმენთა მიერ მიღებულ კანონპროექტებს ემუქრება"-Le Figaro
"რატომ დამარცხდნენ ესოდენ მძიმედ რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში? ხუთი ძირითადი მიზეზი" - BBC
"როგორ შეიტანა ვლადიმერ პუტინმა განხეთქილება დასავლეთის ქვეყნებს შორის" -Financial Times
"აშშ, ჩინეთი და რუსეთი შენჟენში ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სავარაუდო სამიტის საკითხს განიხილავენ - ორი კვირის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი შენჟენში გაემგზავრება APEC-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად" - Financial Times
"საკონსტიტუციო ტრიბუნალის (სასამართლოს) კრიზისი პოლონეთში: რა მოხდა?"-TRT
"პუტინი, ტრამპის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, იზოლაციიდან გამოდის"- The New York Times
დონალდ ტრამპი არასდროს იქნება "კოჭლი იხვი" - The New York Times
"უკრაინაში ომს მხოლოდ დიპლომატია დაასრულებს" -The Times
დონალდ ტრამპი მორალურ იმბეცილს წარმოადგენს, თუმცა მისი "პატივცემული" მხარდამჭერ-ხელშემწყობები კიდევ უფრო სამარცხვინონი არიან- The Daily Telegraph
"უკრაინელთა მორალური შოკი ტრამპის მოქმედების შედეგად - რატომ უნდა გააგრძელოს წინააღმდეგობის გაწევა უკრაინამ"-The New York Times
"პუტინის ამერიკელი მეგობრები: ნატოს "რეალისტური" კრიტიკოსები უკრაინის მიმართ მოსკოვურ თეზისებს იმეორებენ"-Financial Times
"რატომ გადავიდა ზელენსკი მკაცრ პოზიციაზე ტრამპის მიმართ" - The New York Times
"უკან დახევა თუ არდახევა? ზელენსკის კონფრონტაციული ტაქტიკა ტრამპის წინააღმდეგ"-უცხოური პრესა
"საქართველო ბენზინზე ფასების დაკლების გზებს ეძებს"- 24.kz