ორივე მხარე გრძელვადიანი კონფლიქტისთვის ემზადება - ზაალ კასრელიშვილი
“ორივე მხარე გრძელვადიანი კონფლიქტისთვის ემზადება“, – ასე აფასებს “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვას. უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა და რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის საფრთხის შესახებ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„ვითარება საკმაოდ დაძაბულია, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ საბრძოლო მოქმედებები დაწყებულია. უკვე მსხვერპლიც არის. ჩვენ არ ველოდებით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ფრონტალური ომი იქნება. ნურავის ექნება იმედი, რომ ეს ომი ბლიცკრიგით ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ დამთავრდება. ეს არის გრძლევადიანი კონფლიქტი. ორივე მხარე გრძელვადიანი კონფლიქტისთვის ემზადება. საომარი მოქმედებები იქნება. პერიოდულად დაზავდებიან, მოლაპარაკების რეჟიმზე გადავლენ, მაგრამ საომარი მოქმედებები შემდეგ ისევ განახლდება ხოლმე. ეს რამდენ წელს გაგრძელდება, არავინ იცის. მაგრამ, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეცდება, რამენაირად, 4 წელს მაინც გაჭიმოს კონფლიქტი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმედი აქვს, შემდეგ ბაიდენი აღარ იქნება და ამერიკის ახალმოსულ პრეზიდენტთან ივაჭრებენ. დღეს ლაპარაკია დონბასზე, შემდეგ ლაპარაკი იქნება ლუგანსკზე. ამასობაში დრო გავა. იმედი აქვთ, რომ მსოფლიოსა და აშშ-ში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება. მას შემდეგ, რაც რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანლობამ რუსეთ-უკრაიანის საზღვართან ე.წ. სამხედრო სწავლებები დაიწყო, ნატო-ს ქვედანაყოფები ოდესის პორტში შავი ზღვის აუზიდან შევიდა. შევიდნენ ასევე ლვოვში, კიევში. სრული საბრძოლო მზადყოფნაა. ამას კიდევ დაემატება ძალები. რას მოიტანს ეს გრძელვადიანი კონფლიქტი: ნატო-ს გავლენა ევროპასა და აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში ერთი ათად გაიზრდება. ნატო-ს გავლენა გაიზრდება არა მარტო უსაფრთხოების თვალსაზრისით, არმედ – ეკონომიკურადაც“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ანალიტიკოსმა კონფლიქტის ისტორიული რაკურსის შესახებაც ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, ეს კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყირიმი რატომღაც თავის ტერიტორიად გამოაცხადა. პრორუსული ორიენტაციის ქართველები და რუსული პროპაგანდისტული მანქანა პოსტსაბჭოურ სივრცეში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყირიმი რუსეთის იყო და ის უკრაინას ნიკიტა ხრუშჩოვმა გადასცა. ეს მართალი არაა. როგორც ყოველთვის, რუსული მედიასივრცე იტყუება. საქმე ის გახლავთ, რომ ლენინმა ახალადშექმნილი საბჭოთა კავშირისთვის როტშილდის ბანკიდან რუსეთში ორთქლმავლების, ელმავლებისა და ტრაქტორების შემოსატანად 50 მილიონი დოლარის კრედიტი აიღო. ცნობისათვის, მაშინდელი 50 მილიონი დოლარი დღეს დაახლოებით 500 მილიარდი დოლარია, თუ მეტი არა. რა რაოდენობის ტრაქტორი და ორთქმავალი შეიძინა ლენინმა საბჭოთა კავშირისთვის, ეს რუსმა ისტორიკოსებმა გაარკვიონ. ჩვენ ფაქტის კონსტანტაციას მოვახდენთ. ვალი აიღეს რუსეთის ფერდერაციის სახელით. რუსეთმა ეს ვალი არ გადაიხადა. აშშ-ის ხელმძვანელობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამ კოზირს არ იყენებდა და როტშილდებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დააწყებინა. ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპაში „ნაციონალ-სოციალისტები“, ჰიტლერის პარტია აღზევდა. შემდეგ მეორე მსოფლიო ომი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს იალტა ანგლოამერიკელებმა შემთხვევით არ აარჩიეს. იალტაში რუზველტთან ერთად აშშ-ის დელეგაციაში როტშილდი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, ასევე, რამდენიმე მილიარდერი, რომლებმაც შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულის აქციები შეიძინეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სტალინსაც არ დაუწყეს სამართლებრივი დავა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, იმის შიშით, რომ რუსეთის ფედერაციას სამართლებრივი დავა არ წაეგო, ხრუშჩოვმა პრობლემა მოიშორა და უკარიანას გადასცა. ეს მოკლე ისტორიული ექსკურსი იმისათვის გავაკეთე, რომ წარმოდგენა გქონდეთ, როგორ უყურებს ყირიმის პრობლემას ცივილიზებული სამყარო და რუსეთი, მისი აგენტურა“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინა ომის ზღვარზეა. ვითარება დაძაბულია უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც საზღვართან რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის და მძიმე ტექნიკის მობილიზებას ახდენს. აშშ-ის პრეზიენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელიც უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის ზრდის შესახებ ინფორმაციის ფონზე შედგა. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა. აღინიშნა, რომ ბაიდენმა საუბარში დაადასტურა ვაშინგტონის “ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე”. შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ გამოიწვიოს ან გააძლიეროს დაძაბულობა”, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ჯარი მობილიზებულია ყირიმსა და ორი ქვეყნის საზღვრის სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილის სხვა ადგილებში. პენტაგონის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ იქ არსებული სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს. “რუსეთის განზრახვის შესახებ საუბარი რთულია. ვაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას და ასევე მოწოდებას ტემპერატურის დაწევისა და დეესკალაციისკენ”, – აღნიშნა კირბიმ.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის საელჩო – DFC-მა კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას მოხმარდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები