უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველ აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვასთან დაკავშირებით.

 

„ევროკავშირს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება შერჩევის პროცესში ხარვეზებისა და მოქმედი წესების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება შესარჩევი პროცესის სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებების ინიციატივას, იმედგაცრუებას იწვევს, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ წარსულში უკვე შეიტანა ნაჩქარევად ცვლილებები ამ კანონმდებლობაში ვენეციის კომისიისთვის დროული მიმართვის, ან საბოლოო დასკვნის ლოდინის გარეშე. ამგვარად, ევროკავშირი მტკიცედ ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება მალე მიმართოს ვენეციის კომისიას შეფასების თხოვნით, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ დამტკიცებული ახალი წესები უნდა გავრცელდეს ყველა აპლიკანტზე.

 

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, უზენაესი სასამართლო შედგებოდეს უმაღლესი პროფესიონალური კომპეტენციის და პატიოსნების მქონე მოსამართლეებისგან. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა“, – ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე – ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
ირაკლი კობახიძე – დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, დაგეგმილი გვაქვს შვიდი მილიარდის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
ირაკლი კობახიძე – ევროპული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, ამ კუთხით პრობლემებია საქართველოსთან მიმართებით, როდესაც შენთან წახალისებულია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ეს პრობლემის მიმანიშნებელია
ირაკლი კობახიძე – ევროპაში არაერთი ლიდერია, რომელიც ჯანსაღად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობებს, იმედი გვაქვს, ეს აისახება ევროპის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ
ირაკლი კობახიძე – EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ამ ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ
ირაკლი კობახიძე – დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობის, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა
მიხეილ სააკაშვილი – ის, ვისაც შეუძლია, მოკლე ხანში აღმოფხვრას კრიმინალი საქართველოში, მე-6 წელია, დროს კარგავს პუტინურ ტყვეობაში და ზოგიერთი ქართველი ისე იქცევა, თითქოს ასეც უნდა იყოს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
ირაკლი კობახიძე - სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით ევროპასთან თანამშრომლობისთვის და ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან
ირაკლი კობახიძე - ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში, გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში
ლევან ჟორჟოლიანი - EPC-ის სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, საქართველო ასევე შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას
გიორგი შარაშიძე – "ოცნების" მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს, ეს ფორმალურად გააფორმოს, არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ სხვა გადაწყვეტილება დადგება
ლევან ჟორჟოლიანი – დუბლინში დისკუსიისას პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ევროკავშირთან ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებზე
თემურ შაშიაშვილი: "მეუფე იობის მიერ ითქვა ზუსტად და გულწრფელად.."
ირაკლი კობახიძე – გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა, ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზეც
ირაკლი კობახიძე - ყველაფრის საუკეთესო შემფასებელი სწორედ ქართველი ხალხია, სწორედ ხალხის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნული ინტერესები
ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჭაო კუანგძუნს შეხვდა