„მანამდე არ ეწერა“ - რა ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში
შრომის კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებები ძირითადად დისკრიმინაციის, ნორმირებული და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების, სტაჟირების, თანამშრომელთა კონსულტაციის, საწარმოთა გადაცემის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და შრომის ინსპექციის გაფართოებული უფლებამოსილებების კუთხით განხორციელდა.
კანონპროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში როგორც სახელმწიფო, ასევე, ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
კოდექსში შესულ ცვლილებებზე უფრო კონკრეტულად „ჯორჯიან თაიმსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, - რაისა ლიპარტელიანი ესაუბრა.
როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, ცვლილებები აუცილებელი იყო, რადგან თვითონ კოდექსი დასაქმებულის დაცვის ბაზისურ სტანდარტებს არ უზრუნველყოფდა.
„პრაქტიკაში პრობლემები გროვდებოდა, განსაკუთრებით კი, აღსრულების ნაწილში. შეიძლება ზოგიერთი საკითხი კოდექსში გამართულად ეწერა, თუმცა შესაბამისად არ სრულდებოდა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა. ერთადერთი სასამართლო მექანიზმი არსებობს, სადაც მიმართვიანობა ბევრი მიზეზის გამო, მაღალი არ არის.
ამიტომ, მნიშვნელოვანი და საჭირო გახდა ზედამხედველობითი მექანიზმი, შრომის ინსპეციქიის სახით, რომელიც თავისი ინიციატივით შევიდოდა სამუშაო ადგილებზე, გამოავლენდა დარღვევებს, დასაქმებულის მიმართვიანობის შემთხვევაში კი, ექნებოდა სწრაფი და ეფექტური რეაგირება. ამას წლებია ვითხოვდით.
ყველაფერს დაემატა საერთაშოორისო ვალდებულებებიც. 2014 წელს, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და უკვე აქედან გამომდინარე, 40 დირექტივის სახით გვქონდა შესასრულებელი ვალდებულებები. ცვლილებებს საფუძვლად ეს ყველაფერი დაედო. მათგან ზოგი სექტემბერში ამოქმედდა, ზოგი - ახლახან,“ - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.
რაც შეეხება ნორმირებულ სამუშაო დროსა და ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რაისა ლიპარტელიანი განმარტავს, რომ ეს ერთ-ერთი საკვანძო თემა იყო, რომელსაც ბიზნესის მხრიდან ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო 40 საათიანი სამუშაო კვირა, დღეში- 8 საათი, როგორც არის საერთაშორისო სტანდარტი. ევროდირექტივის მიხედვით, სამუშაო კვირა მაქსიმუმ 48 საათიანია, რომელიც ზეგანაკვეთურსაც მოიცავს. ეს გვეწერა პროექტში.
დღეის მდგომარეობით, ნორმირებული არის 40 საათიანი სამუშაო კვირა. სამწუხაროდ, დღეში სამუშაო საათების დადგენა ვერ შევძელით, დღიური ნორმატივი მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის გვაქვს განსაზღვრული. მეორე ჩანაწერი, რაც გააჩინეს, ეს არის სპეციფიკურ რეჟიმთან დაკავშირებული. თუ არის 8 საათიანი მუშაობის უწყვეტი ციკლი, მათთვის 48 საათიანი კვირაა ნორმირებული. ამ საკითხზე დარგების ჩამონათვალი აპრილისთვის უნდა შემუშავებულიყო, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის. ასევე, ზეგანაკვეთურის ტარიფიც არ არის განსაზღვრული.
შევძელით და კოდექსში დასვენების დღე შემოვიტანეთ, რაც მანამდე არ ეწერა, რომ ერთი დღე დასაქმებულს უნდა დაესვენა. ახლა გვაქვს 24 საათიანი დასვენების უფლება. ასევე, სიახლეა შესვენების უფლებაც, რომელიც, ასევე, არ გვქონდა მანამდე. 6 საათზე მეტს თუ მუშაობს ადამიანი, მას უკვე 1 საათიანი შესვენება უნდა ჰქონდეს.
ცვლილებაა, ისიც, რომ დისკრიმინაციის მარეგულირებელი ნორმები დაიხვეწა. მაგალითად, ქალისა და მამაკაცის სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებით აკრძალვა შემოვიდა, ასევე, თანაბარი შრომისთვისაც , რაც, მანამდე არ იყო,“ - აღნიშნა მან.
რაისა ლიპარტენიანის განცხადებით, კანონმდებლობაში შრომითი ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებითაც სიახლეა. აღნიშნული რეგულაციით, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ თანამშრომლის ერთ თვეზე მეტ ხანს დასაქმების შემთხვევაში, მასთან შრომითი ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით უნდა გააფორმოს.
„მთავარი ცვლილება არის შრომითი ინსპექციის გაზრდილი მანდატი. იანვრიდან ცალკე კანონი იქნა მიღებული შრომის ინსპექციაზე, რომლის მანდატშიც შედის არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები, არამედ ყველაფერი, რაც შრომას ეხება, მათ შორის სამუშაო დრო, კონტრაქტები, აღრიცხვები. ამ ყველაფერს შრომის ინსპექცია აკონტროლებს. მათ აქვთ გეგმიური შემოწმებები და საზღვრავენ როდის უნდა შევიდნენ დაწესებულებებში, ან უნდა მიმართოს დასაქმებულმა, სახალხო დამცველმა ან პროპკავშირმა. 2 თვიანი ვადა აქვს, შევა, შეისწავლის, ნახავს დარღვევებს და შესაბამისად იყენებს გაფრთხილებას, ან ფინანსურ სანქციას. უსაფრთხოების კუთხით თუ კრიტიკული შეუსაბამობებია, მას კომპანიის საქმიანობის გაჩერებაც შეუძლია, სანამ, დარღვევებს არ აღმოფხვრის,“ - აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.
რაისა ლიპარტენიანი ჩვენთან საუბარში ასევე, დისტანციურ სამუშაო რეჟიმსაც გამოეხმაურა .
„დისტანციური მუშაობა ისევ ყველგანაა. კონტროლის თვალსაზრისით ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა. სახლში მუშაობა კანონით ნებადართული ფორმაა და არ იკრძალება, თუმცა, სამუშაო პირობებს ვერ გააკონტროლებ. პანდემიამდე დასაქმების ეს ფორმა მსოფლიოში დიდი ხანია არსებობდა,“ - აცხადებს ის.
მსგავსი სიახლეები
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა
„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
,,ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
როდესაც ტკბილეულზე მოთხოვნილება იზრდება, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს გლუკოზის კონტროლში
ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
გამოცხადდა რუსთაველის ფონდის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
„მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა“ - 10 - 11 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს