დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა, აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს - დათა თავაძე
12 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ 33 წლის მსახიობმა გაიხსენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა:
„ძალიან რთული მოსაყოლია, როცა ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ჩუმად არა, უბრალოდ, არ ლაპარაკობ ამ ყველაფერზე. არასდროს მიფიქრია, რომ მე გავხდებოდი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ეს შეეხებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს გარშემო. არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ“.
ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ხშირი იყო:
„მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც ის, რომ თეფში და ჩანგალი დროზე არ გამერეცხა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ როცა, მაგალითად, წითელ შუქნიშანზე ვიდექი მანქანით და უბრალოდ მოწყენილი ვიყავი, ეთქვა, რომ მე ვარ უჟმური. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩაში დანახული ვინმე ბიჭი. ძალიან მარტივია, სუსტი დაჩაგრო, ძალიან მარტივია ხელი დაარტყა იმას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს. ახლა ნერვები მეშლება, მაგრამ მაშინ სუსტი ვიყავი. ვპატიობდი იმიტომ, რომ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა, რადგან იყო რიგი მუქარები ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. ვერავის ვუყვებოდი, რადგან ძალიან რთულია ასეთ რამეზე ილაპარაკო. ბოლოს იყო, როცა ვთქვი, მიშველეთ“.
მსახიობის თქმით, სახლიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყოფილმა ქმარმა რამდენიმე საათის განმავლობაში სცემა:
„გასტროლებზე იყო წასული. ბავშვთან ერთად ბებიასთან ვიყავი. ღამ„ის 4 საათზე ჩამოვიდა. ვთხოვე, ბავშვთან ერთად ვარ, დავრჩები და დავიძინებ-მეთქი. მე და ბებია ვისხედით და ველოდებოდით. რომ ჩამოვიდა, ბავშვი გავაღვიძე, წავედით სახლში და დილის 4 საათზე რომ დაიწყო ცემა, დილის რვამდე არ გაჩერდა. ერთადერთი, რისი თქმაც მაშინ შემეძლო, ეს იყო ჩემი შვილის სახელი, რომელიც გვერდზე ოთახში იყო და ტიროდა. როცა მივხვდი, რომ ჩემი შვილი იქიდან უნდა წამომეყვანა, მქონდა ზუსტად 15 წუთი სახლიდან გამოსაქცევად. ბავშვიანად ავიკიდე ექვსი ჩანთა. ტელეფონი არ მქონდა. მეზობლის დახმარებით გამოვიძახე ტაქსი. სადარბაზოდან გასვლის მომენტი ძალიან ცუდად მახსოვს, რადგან შეიძლებოდა გზაში შევფეთებოდი და თუკი დამინახავდა, მაშინ საოცრება მოხდებოდა. ტაქსის მძღოლს ვთხოვე, გაეღო კარი და ჩანთებიანად და ბავშვით შევწექი მანქანაში. მძღოლი გაკვირვებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. მოვიდა ჩემთან სახლში, მაგრამ მე უკვე ზურგში დედა მედგა“.
მსგავსი სიახლეები
რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მეუფე სტეფანე - ძალიან უნდა ვერიდოთ განკითხვას - ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო და მთავრობა უნდა წავიდეს, ვინ მოვა მერე, არ ვიცი
22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
მეუფე იობი - რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება, თავიანთი სახე წარმოჩინდა მათი გამოხმაურებით - მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი
ჩემი სურვილი და მოთხოვნაც არის, რომ ჩვენი ხელისუფალი იყოს ეკლესიური, რამდენჯერ მინახავს, მის უწმინდესობა ილია მეორეს დამწუხრებით უთქვამს, რატომ არ მეკითხებიან, რატომ არ მესაუბრებიანო - მეუფე იობი
22 ნოემბერი, გლოვის დღე საქართველოში - რამდენიმე საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ირაკლი კობახიძეს უსამძიმრებს – "სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახებს"
შიო მესამე – ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით
ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, გეგმური შემოწმებისას ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო, სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს -"საქორგგაზი"
ნიკოლ ფაშინიანი – მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ამ მძიმე პერიოდში სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი
ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ცოტნე ივანიშვილი – რთულია, სიტყვებით გადმოსცე უმძიმესი ტკივილი, რასაც განვიცდით თითოეული ქართველი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას
ბერა ივანიშვილი – მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს, ასევე, მადლობა გმირ მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის
ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს
გიორგი ლეფსვერიძე: შეიძლება თქვენ ბინაში მიდიოდეთ, მაგრამ კიბის უჯრედში იგრძნოთ გაზის სუნი. არ უნდა წახვიდეთ თქვენი ბინისკენ, არამედ მაშინვე უნდა დარეკოთ 114-ზე