თბილისში დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, და-ძმის დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.

 

ღონისძიებას კულტურისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ოჯახის წევრები და ახლობლები, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ქუჩის მცხოვრებლები და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, სიმბოლურია, რომ დღეს ქართული ენის დღის აღნიშვნასთან ერთად, მწერლების დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.


,,მათი მოღვაწეობა ქართული სახელმწიფო ინტერესების ენისა და ღირებულებების დაცვის ნათელი დადასტურებაა. საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ისეთ კეთილშობილურ საქმეში, რასაც ჩვენი ღირსეული მამულიშვილების ღვაწლის დაფასება ჰქვია,“-განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება სიტყვით მიმართეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, პოეტმა მაყვალა გონაშვილმა, პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ, ასევე მწერლებმა და პუბლიცისტებმა: ვანო ჯაფარიძემ, თამარ შაიშმელაშვილმა, ზაალ ბოტკოველმა, მარი წიკლაურმა, ირმა მალაციძემ და თემურ ჩალაბაშვილმა.

 

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია იყო საბავშვო მწერალი, პროზაიკოსი, საზოგადო მოღვაწე. დაჯილდოებულია , როგორც სახელმწიფო ასევე ლიტერატურული (სულხან საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის და შიო მღვიმელის) სახელობის პრემიებით. მისი ძმა, კოტე ხიმშიაშვილი კი - მწერალი, ავტორი გახმაურებული რომანისა ,,ჯონქა-ხორნაულიიბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, დახვრეტილია საბჭოთა ხელისუფლების მიერ.





მსგავსი სიახლეები
ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული 23 წლის ლიეტუველი ტურისტი კლინიკაში გარდაიცვალა
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის განახლებული პროგნოზი
გზების დეპარტამენტი - ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება
კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ - ზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
გივი მიქანაძემ UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საპატრიარქო: სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე
ლიტერატურული პრემია "საბას" 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
ძალიან მაგარია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი სპორტსმენების მოტივაციისთვის - მერაბ დვალიშვილი RAF-ის ტურნირზე
„სამართალმა ჩვენამდეც მოაღწია...“ - გიორგი კვარაცხელიას დედის კომენტარი შვილის მკვლელობის საქმის გახსნაზე
შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა
თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის