კობა კობალაძე ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოში იმყოფებოდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა.

 

მაღალმთიან აჭარაში შეხვედრებს ადგილობრივი ვეტერანებიც დაესწრნენ. ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს მათ რაიონში მცხოვრებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ადამიანებზე, რომლებსაც მიმდინარე პერიოდისთვის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ მინიჭებიათ და ასევე, სურვილი გამოთქვეს, რომ მათ რაიონში მოქმედი სამედიცინო მომსახურების სერვისი გაუმჯობესდეს. კობა კობალაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ომარ ტაკიძესა და ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს, მადლობა გადაუხადა ვეტერანების თანადგომისა და მათთვის აუცილებელი პროგრამების განხორციელებისთვის.

 

სამუშაო შეხვედრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი დავითაძე და შუახევის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე, ესწრებოდნენ. სამსახურის დირექტორმა, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებ მუსლიმ ვეტერანებს, რამადან-ბაირამის დაწყება მიულოცა. კობა კობალაძე, ვეტერანებს ესაუბრა სამსახურის გეგმებზე, პროექტებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროგრამებზე, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უკეთ უზრუნველყოფას ემსახურება. კობა კობალაძემ, მათ განუცხადა, რომ სამსახური, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან და მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც ბენეფიციართა წინაშე დგას. შეხვედრის ბოლოს, სამსახურის დირექტორმა, ხულოს მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილი ''ვეტერანთა კლუბი'' მოინახულა.





მსგავსი სიახლეები
„მასწავლებლებს ვთხოვეთ, ტელეფონი ყუთში პირველი თვითონ განათავსონ, მისცენ მაგალითი მოსწავლეებს“ - გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ
საქართველო-მოსკოვის რეისის ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაღუპულია 6 და დაშავებულია 28 ადამიანი
საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია -საავტომობილო გზების დეპარტამენტი
30 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა
29 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
ლევან ვეფხვაძე თელავისა და მესტიის აეროპორტებზე: შიდა საჰაერო რეისებით, ძირითადად, მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ჩვენს რეგიონებს სჭირდება
ორგანიზაცია "ამრა" დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა
მეუფე იაკობი - ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ, ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს - ერთი მხრიდან ისმის „რუსები“, მეორე მხარე იძახის „აგენტები“, ამით შევრიგდებით? ვისაც არ უნდა შერიგება, თქვას
შიო მესამე – დღეს ვიხსენებთ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ გვენატრება მისი ლოცვა, სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა, ღვთისმშობელი შეეწიოს მის სულს და აცხონოს
6 დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
შიო მესამე – გილოცავთ ყოვლად ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, დედაღვთისამ დატოვა ისინი, მაგრამ მას ჩვენ არ დავუტოვებივართ
პრემიერ-მინისტრი ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო
თბილისში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს
წყალთაშუა-საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა დროებით იკრძალება