factcheck.ge სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას მიერ 2012 წელს დაფუძნებული ასოციაციის პროექტია და მილიონ ლარამდე დაფინანსებას იღებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტარი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მამხილებელ სტატუსს აქვეყნებს:

 

 

ორი თვის წინ მივმართე factcheck.ge-ს, გადაემოწმებინა "ევროპული საქართველოს" ცნობილი ცხრილი. საქმე ეხება აბსოლუტურად გამოგონილი რიცხვების კიდევ უფრო დაუჯერებელ მანიპულაციას, რომლითაც "ევროპული საქართველო", დღემდე, არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებს.

ყველა სიტყვის სისწორეზე მოდარაჯე factcheck.ge "ევროპული საქართველოს" ამ ცხრილს არჩევნებიდან ოთხი თვის თავზეც, რატომღაც, ჯიუტად არ იმჩნევდა. factcheck.ge-ს საჯაროდ მივმართე და პირადადაც მივწერე. მას შემდეგ ორი თვე გავიდა. რამდენჯერმე შეხსენების შემდეგ, ბოლოს, მომწერეს: პანდემიაა, ბევრი საქმე გვაქვს, მომავალ კვირას შევეცდებითო. ის მომავალი კვირაც გავიდა. ან კი, ამაზე მნიშვნელოვანი რა საქმე აქვთ, რომ არჩევნებიდან ექვს თვეშიც კი ვერ შეძლეს "არჩევნების გაყალბების" ასეთი თვალსაჩინო მტკიცებულების გადამოწმება. გასაკვირი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი.

factcheck.ge სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას მიერ 2012 წელს დაფუძნებული "საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტია. https://bit.ly/3vBt2cn.

დეზინფორმაციის მხილება, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რაშიც, სხვადასხვა დონორისგან 1 000 000 ლარამდე დაფინანსებას იღებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამხელს იმას, რაც უნდა და არ ამხელს იმას, რაც არ უნდა.

ალბათ, "არ უნდა და არ ამხელს" კატეგორიიდანაა ისიც, რომ factcheck.ge-ის ვერდიქტებს თუ დავუჯერებთ, სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას ნათქვამები არასდროს ყოფილა ტყუილი ან მანიპულაციური, თქვენ წარმოიდგინეთ, მცდარიც კი არ ყოფილა... არასდროს.... საერთოდ... .

ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, როგორ შეთამაშებულად მოქმედებდნენ პარტიები და პარტიებთან დაკავშირებული ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში.

და, ბედიის ირონიაა, რომ "ქართული ოცნების" დისკრედიტაციის მიზნით ჩაფიქრებული კამპანია, საბოლოოდ, ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციით დასრულდა.

სახელგატეხილ ოპოზიციაზე არც ვწუხვარ, მაგრამ, სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური ორგანიზაციების მიერ ნაჩუქარ ფულს, საზოგადოებრივი საქმის ნაცვლად, პარტიული დღის წესრიგის გატარებაში იყენებს.

***

P.შ. სხვათა შორის, ბევრი სახელიანი ორგანიზაციაც იღებს დაფინანსებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მაგრამ არცერთ მათგანს, სამწუხაროდ, ხმა არ ამოუღია, როცა არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის ნიაღვარი მოდიოდა და ამ ქვეყანას, სწორედ მაგ დროს, ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყალბის და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა.





მსგავსი სიახლეები
თენგიზ შარმანაშვილი „პოლიტიკური ტერორიზმის შესახებ“ მინისტერიალზე: მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა, ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა
გურამ მაჭარაშვილი: 8 აგვისტოს, როდესაც მთელი საქართველო ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად ბრძოლაში, ეს ხალხი ჩადის ლგბტ დროშების ასაფრიალებლად უცხოეთში
დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს: სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ
მარიამ ქვრივიშვილი: შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
მათხოვრობით გამდიდრება არასდროს ხდება ხოლმე, ჩვენ უნდა გავმდიდრდეთ ჩვენი შრომით - ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე
მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი
ირაკლი ფავლენიშვილი – წარმოუდგენლად გვეჩვენება გარკვეულ აქტორებთან საქმიანი ფორმატის აღდგენა იმ ფონზე, როდესაც მთავარი პრობლემა თურმე ყოფილა მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა-გინება
თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა
მამუკა მდინარაძე - ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს, მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ
კახა კალაძე: ე.წ. რიყის დოქებს სხვაგან გადაიტანენ თუ რა სახის პროექტი განხორციელდება, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის
მამუკა მდინარაძე რიყის დოქებზე - ამ შენობაში შიგნით რომ შეხვიდე და გადარჩენის საშუალება მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა, შენობის მეპატრონეები მზად არიან, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა
მამუკა მდინარაძე - შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
მამუკა მდინარაძე - ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან
მამუკა მდინარაძე - ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები - სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები
მამუკა მდინარაძე - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის, საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება
მამუკა მდინარაძე - ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან, ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას
,,საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზეა გადასული''- ირაკლი ჭეიშვილი
სერდარ ბერდიმუჰამედოვი - ძალიან კმაყოფილნი ვართ შედეგებით, რაც მიღწეული იქნა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად, იმედი გვაქვს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მინდა, გისურვოთ საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება