ინდაურის მოხარშვა არ უნდა სცადო პატარა ქვაბში, ეს ძალიან საშიშია! - ცნობილი კანადელი ჯაზმენის ქართული ვოიაჟი და „საუკუნის კონცერტი“ კუკიის სასაფლაოზე
მწერალი გურამ მეგრელიშვილი საინტერესო ამბავს ჰყვება ცნობილ კანადელ ჯაზ-პიანისტსა და ვოკალისტზე, დაიანა კროლზე:
დაიანა კროლი თავის ჯერარდაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნში "პასუხის პასუხი სიყვარულის ენას" ერთ მთლიან თავს უძღვნის საქართველოში მის მოგზაურობას 1998 წლის აპრილში.
კროლი თბილისში გაჩერებულა ორი ღამით, ერთდღიანი ტური კახეთში, ერთიც მცხეთაში ჰქონია, კიდევ ორი ღამით კი იმერეთი დაულაშქრავს (თავის ჭიათურებით, კაცხის სვეტებით და საღორიის ტყის ნახვებით). კროლი დეტალურად იხსნებს კერძებს, რაც საქართველოში დააგემოვნებინეს (რამდენიმე რეცეპტიც კი აქვს შეტანილი, მაგალითად შინდისა და ღოლოს შაჭამანდი, ღოღნაშოს ტყემალი და ეკალა ნიგვზით). ყვება საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივებთან ურთიერთობისას, იხსენებს სახელებს, გვარებს და ამბობს, რომ საქართველო ისევე უყვარს მის ქმარს ელვის კოსტელოს, რომელსაც არ უნახავს აქაურობა, როგორც თავად, ამას კი, მომღერლის თქმით, თავისი ამბავი აქვს:
კათოლიკურ ოჯახში გაზრდილი, ქალიშვილობის ინსტიტუტის მოტრფიალე და ძალიან ორთოდოქსული კანონებით მცხოვრები დაიანა, საქართველოში შეყვარებულთან, ტაირონ ვაითთან ერთად ოჯახის მოძღვრის კურთხევითა და ნებადართვით ჩამოსულა. ჩამოფრენის ღამესვე (ეს იყო 6 აპრილი, აღდგომა), მასპინძლებს წყვილი მცხეთაში, ლიტანიობაზე გაუქანებიათ, ორშაბათს კი კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე კვერცხების გადასაგორებლად წაუყვანიათ.
სწორედ აქ უნახავს და მოუსმენია დაიანას ის, რამაც მთელი მისი შემდგომი მოგზაურობა და შემდგომი მოგზაურობებიც მსოფლიოს გარშემო, დაჩრდილა.
ფანოღები. კუკიელი ფანოღები მადუაშვილი ალიკა (კლარნეტი), ოხანაშვილი ვალერა (დოლი) და მამაჯანაშვილი თენგიზა (გარმონი) დაიანას დაუვიწყარი თავგადასავალი აღმოჩნდა.
როგორც მომღერალი წერს, მათთან ერთად უმღერია კიდეც "სამი დალიე""ახ ტურფავ, ტურფავ" და "Cry me a river" ქართული სიტყვებით.
კროლის გახსენებით, ოხანაშვილს, იგივე ოხანას თავიდანვე არ მოსვლია თვალში მისი მეგობარი კაცი. აათვალიერა, ჩაათალიერა, მეგობრებს რაღაც გადაულაპარაკა, ხელები მხრებამდე გაშალა და იმათაც ჩაიქირქილესო. მერე აუხირდა, ხან "პელავი" ეძახა (წიგნის სქოლიოში ნახევარი გვერდი ეთმობა ისეთ სიტყვების გაშიფვრას, როგორიცაა "ჰევი", "პელავი", "ჩინავი", "ვინისლივოთ" და სხვა), ხანაც კი ბორჯომზე გაგზავნა დაუპირა იქვე ჯიხურში, მაგრამ მასპინძლები (მეგრელი კეკუტიები) დასავლური პლასტით ახერხებდნენ სიტუაციის განმუხტვას და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდაო.
დაიანა კროლი ყვება, რომ სასაფლაოზე გამართული მინი კონცერტის დასრულების შემდეგ, ოხანას გვერდით გაუყვანია ქალი და მეგობრული, თავისებური მამაშვილურობით უთქვამს: ახლა ერთ იგავ-გამოცანას გეტყვი და დანარჩენი შენ თვითონ გადაწყვიტეო.
და ოხანაშვილს უკითხავს:
შენი აზრით, 7 კილოიანი ინდაურის მოხარშვა პატარა, ვიწრო თავსახურიან ქვაბში შესაძლებელია თუ არაო? თუ არის, გათხოვდი, თუ არადა, რომ წადი სახლში, ვინმე პატიოსანი ოჯახის შვილი მოძებნე და ტრადიციული ოჯახი შექმენი, მთელი ცხოვრება გაგახსენდება ეს დარიგებაო.
დაიანას მთელი შემდეგი მოგზაურობის დღეებში უფიქრია ამაზე და ამოცანა თუ გამოცანა მხოლოდ გამგზავრების წინა საღამოს, გოგირდის აბანოებში "თბილისთან გამოსათხოვარ" ღონისძიებაზე ამოუხსნია, როდესაც მას და ტაირონს საქორწილო ღამის რომანტიკულ გარემოში გატარება გადაუწყვეტიათ.
მონრეალში დაბრუნებულებამდე, თვითმფრინავშივე გადაუცვლია თავისი ფანჯარასთან ახლოს ადგილი ვიღაც რუსისთვის და სამშობლოში მარტო დაბრუნებულა.
2003 წელს ბრიტანელი ელვის კასტელო გაიცნო და ახლა შვილიც ჰყავთ.
თავს საქართველოზე ოხანაშვილის დიდაქტიკური შეგონებით ასრულებს დაიანა: "ინდაურის მოხარშვა არ უნდა სცადო პატარა ქვაბში, ეს ძალიან საშიში რამეაო!"
ტაირონ ვაითი 2004 წელს მისისიპიში, პენსიონერი მეძავის დასისხლიანებამდე გაუპატიურებისთვის დააკავეს და ის ციხეში, გარდაიცვალა 2017 წელს.
მსგავსი სიახლეები
საქართველო Netflix-ზე - საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ივლისიდან
27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?
ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
შიო მესამე – რწმენის სახით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალა, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება, უფლის რწმენა ჩვენს გულში არის საღვთო სიკეთეების დიდი საუნჯის გასაღები
27 ივლისის ამინდის პროგნოზი
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა
"უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია" - ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე
შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
ვერაზე, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა
26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა "იმერეთის" 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია-ლევან მებონია
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა