ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა - 4 მაისის სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 790 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 988 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 313 742-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.74%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 295 458 მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 30, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 376, აჭარაში - 469, იმერეთში - 424. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში - 87, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში - 93, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 - თბილისში, 303 - აჭარაში. 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 14.
სულ 6 ოქტომბრიდან - 3 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 598 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 694 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 741 პირი, აჭარაში - 2 331, იმერეთში - 798.
მსგავსი სიახლეები
„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრებს გარკვეულ შემთხვევაში კომპენსაციით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა
ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
შსს – დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის შემდეგაც სასაზღვრო პუნქტ „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
საჯარო სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სასკოლო სახელმძღვანელოები 10 სექტემბრამდე მიეწოდებათ
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
13აგვისტოს ამინდის პროგნოზი
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება
გურიაში 6 ადამიანი, რომლებიც ტყიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს
,,გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიას''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 აგვისტოდან
905 წელი დიდგორის ბრძოლიდან - კობა კობალაძე "დიდგორობა 2026"-ს დაესწრო
"ვაიზერის" საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ცესკო-ს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტრო – თბილისში დევნილთათვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
როგორი ამინდი იქნება 12 აგვისტოს