გიორგი ფხაკაძის ახალი ინიციტივა - „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“
საქართველოში ვესაუბრე რამდენიმე ორგანიზაციას და ჩემი დახმარება შევთავაზე, თუ როგორ გავაკეთოთ აკრედიტაცია უსაფრთხო ბიზნესის შესაქმნელად - ამის შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯანდაცვის ექსპერტი ახალი ინიციატივით გამოდის, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ახალი ინიციატივა - „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“.
რაც შეეხება კარგ ამბებს - ერთი კარგი ამბავი არის ის, რომ „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ კარგად მიდის, ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ - „ჰებე“, უკვე მიიღო აკრედიტაცია ფრანგული ორგანიზაციის მიერ - „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, რიგშია კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება. პროცესი დაჩქარდება და ყოველ 2 კვირაში თითო ორგანიზაცია აკრედიტაციას მიიღებს.
მეორე კარგი ამბავი, რაც ეხება ტურისტულ სექტორს - საქართველოში ვესაუბრე რამდენიმე ორგანიზაციას და ჩემი დახმარება შევთავაზე, თუ როგორ გავაკეთოთ აკრედიტაცია უსაფრთხო ბიზნესის შესაქმნელად. მაგალითად, ტუროპერატორმა უცხოელ ტურისტს როგორ შეიძლება შესთავაზოს საკუთარი უსაფრთხო მომსახურების პაკეტი. პაკეტში შედის: 1.კოვიდ უსაფრთხო ტრანსპორტირება, 2.კოვიდ უსაფრთხო გიდი, 3.კოვიდ უსაფრთხო ტურები, 4.კოვიდუსაფრთხო რესტორანი, 5.კოვიდუსაფრთხო აკომოდაცია ანუ სასტუმრო. მივმართავ დაინტერესებულ პირებს, დამიკავშირდნენ, დავეხმარები.
ტურისტულ ბიზნესში ჩართულ რამდენიმე ასოციაციასთან მქონდა საუბარი. ძალიან მინდა, ეს მომსახურება იყოს უფასო, თუ ეს ასოციაციები დამთანხმდებიან.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დღეიდან ვაცხადებ ახალ პროგრამას - „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“. ჩემი ლოზუნგია - „ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“. ეს არის როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისათვის. მე დავეხმარები ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, რომ გავაკეთოთ ტუროპერატორების კოვიდუსაფრთხო სერვისები და გადავარჩინოთ ეს ბიზნესი. ეს შესაძლებელია. უკვე ვთხოვე ჩემს უცხოელ მეგობრებს, ისინი უანგაროდ დაგვეხმარებიან.
„ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“ - ეს არის ჩემი მეორე ახალი ინიციატივა, ხელახლა როგორ ჩავრთოთ და ავამუშაოთ ტურიზმის მკვდარი ბიზნესი. ჩვენს გარდა ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. ამისთვის სათანამშრომლოდ დამჭირდება ქართული ორგანიზაცია, რომელმაც ადგილზე უნდა ჩაატაროს ტრენინგები და ა.შ. ჩემი მხრიდან დახმარება იქნება აბსოლუტურად უფასოდ!
ეს გამოვა. „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ რომ დავიწყე, არავის სჯეროდა, რომ გამოვიდოდა, მაგრამ უკვე 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ გააკეთა განაცხადი. მე დარწმუნებული ვარ, ტურიზმის სფეროში 30-ზე მეტი ორგანიზაცია გამოთქვამს აკრედიტაციის გავლის სურვილს.
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს, ვინც არიან ტურიზმის სფეროში ჩართულები. ეს ჩემი დამატებითი თავის ტკივილია, მაგრამ რას ვიზამთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ წინ!
ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ! ჩვენ წავალთ წინ! თუ მოვინდომებთ, ყველაფერი კარგად იქნება!" - წერს გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები
რა შუაშია სამშობლოს ღალატი, როცა ჟურნალისტი სრულიად ლეგიტიმურ კითხვას სვამს?!-ლაშა ნადარეიშვილი
მთელი საქართველო შენს გვერდითაა, ხვიჩა - ნონა გაფრინდაშვილი
გიორგი გამსახურდია: ქართულ პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილთან ახლოსაც ვერავინ მივა წესიერებით, ქვეყნის სიყვარულით, გაკეთებული კეთილი საქმეებით
სააკაშვილი: სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი, სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოაო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლულა
დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს - ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ - მე აღარ ვაპირებ დუმილს!
ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ადამიანის მიზანმიმართული დამცირება, ცილისწამება და მის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება ყოველთვის უპასუხოდ დარჩება?-ნუცა ბუზალაძე
Flydubai-ის რეისზე დაჭრილი პილოტი ქართველმა ექიმმა გადაარჩინა — დრამატული ინციდენტის ახალი დეტალები
თეა წულუკიანი – ირანის ელჩს: ის წმინდანია! ხელშეუხებელია! არ გვჭირდება "კვლევა", გმადლობთ
თამარ ჩერგოლეიშვილი – ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ, დებატებში დაგვიჯექით, იქ გაგაძრობთ სახეებს
მელაძე რატომ ჩატეხეთ თქვე არასწორებო?" - ირაკლი ლატარია
გერმანიაში ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჩუბინიძის საჩივრის საფუძველზე აღიძრა
"მოკლედ ასეთი ამბავია: მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში"- ნატა ფერაძე
ხელოვნების სასახლის კოლექციას კიდევ ერთი საოცარი, თითქმის 4 300 წლის ისტორიის მქონე ნივთი შეემატა!- გიორგი კალანდია
სამართლებრივ სახელმწიფოში, ხალხმრავალ ადგილას, იარაღით გადაადგილების აღკვეთას არანაირი „ჩივილი“ არ სჭირდება"- შაკო კუჭაშვილი
მიხეილ სააკაშვილი – სკოლის მთელი პერიოდი მეზიზღებოდა ჩემი ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, როგორც კი მოვიშორებთ ამათ, ფორმებიც გაუქმდება
თაკო ჩარკვიანი : ეს ფეიკ "ოპო"-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის "მაყუთით гулян-კობს", ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს
"გარდაიცვალა მაგრამ არ მოკლეს" - რას წერს დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე
ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი მოიხსნა, ოღონდ არა ისე როგორც მის ავტორებს სურდათ, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს შეეფერება და სჭირდება
"აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე"-გიორგი ყარყარაშვილი გია ბარამიძეს მიმართავს
აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე: გია ბარამიძის განცხადება არის წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა