საქართველო - ქვეყანა, რომელიც პოსტკარანტინულ პერიოდში „ღვინის ტურიზმის“ მოყვარული მოგზაურებისათვის იდეალურა
„იმ დროს, როცა „კოვიდ-19“ ღვინის ტურიზმის ძირითად გზებს ანგრევს, ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, თავიანთ საათს ელოდება: თბილისმა, საფრანგეთის პარალელურად, ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, რომ ვაქცინირებულ მოგზაურებს თავიანთ ტერიტორიაზე ყოველგვარი საკარანტინო ზომების გარეშე მიიღებს. რასაკვირველია, უფრო დეტალურად თუ ვიტყვით, ზოგიერთი შეზღუდვა რჩება (კომენდანტის საათის სახით), მაგრამ როგორც ლონდონში საქართველოს საელჩო იტყობინება, ისიც გაუქმდება, როგორც კი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გაღრმავდება. „ბრიტანელ მოგზაურებს შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა და ქართული სტუმართმოყვარეობის, ქართული თვითმყოფადი კულტურისა და ქართული ღვინის გაცნობა“, - ამბობს საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა. იგი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინისადმი ინტერესი უკვე მატულობს, ხოლო მისი ექსპორტი დიდ ბრიტანეთში 2020 წლიდან დღემდე 155%-ით, ანუ ნახევარმილიონამდე ბოთლით გაიზარდა“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფ“-ში («The Daily Telegraph») 2 მაისს გამოქვეყნდა სათაურით „დაივიწყეთ საფრანგეთი. საქართველო - ევრაზიული ქვეყანა, რომელიც პოსტკარანტინულ პერიოდში „ღვინის ტურიზმის“ მოყვარული მოგზაურებისათვის იდეალურ ქვეყანას წარმოადგენს“.
პუბლიკაციის ავტორი მარკ სტრეტონი საქართველოში აპრილში იმყოფებოდა: მან ისარგებლა იმით, რომ „ბი-ბი-სი“-ს დავალებით ერევანში იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გასაშუქებლად და თბილისშიც ჩამოვიდა: „დაგეგმილი მქონდა თბილისში მხოლოდ რამდენიმე დღით დავრჩენილიყავი, ქალაქის ბოჰემურ რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „ქართული ღვინის გალერეა“ მომენახულებინა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე და ვადა გავაგრძელე: „ღვინის გალერეაში“ მითხრეს, რომ საქართველოში ვაზის 525 ჯიში არსებობს და ნამდვილ ღვინოს ქვევრში ამზადებენ. ამიტომ, სიტუაციას რომ კარგად გავცნობოდი, მირჩიეს, აუცილებლად წავსულიყავი აღმოსავლეთ საქართველოში მთებს შორის მდებარე კახეთის რეგიონში, რომელსაც ჩრდილოეთიდან რუსეთი, ხოლო სამხრეთიდან - აზერბაიჯანის ესაზღვრება. კახეთი ქართული ღვინის აკვნად ითვლება, სწორედ ამ რეგიონში მზადდება ქართული ღვინის 75%. ამრიგად, მე დავიწყე ჩემი სამ დღიანი მოგზაურობა ლევან ჩალაურთან ერთად, რომელიც „ღვინის მარშრუტს“ უკვე რამდენიმე წელია უძღვება. „ვაქცინირებული მოგზაურობისათვის ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღორზინებას და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას, როგორიც 2019 წელს იყო. იმ წელიწადს საქართველომ 6 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც ორჯერ მეტია ქვეყნის მოსახლეობაზე“, - მეუბნება გიდი“, - წერს ავტორი.
„კახეთში მოგზაურობისას გზაზე ერთმანეთს ვენახები და მარნები ცვლიდნენ: ლევან ჩალაურის თქმით, ამ რეგიონში ყოველ ოჯახს საკუთარი წარმოების ღვინო აქვს. როცა ღვინის წარმოების ცენტრამდე - სიღნაღამდე მივაღწიეთ (ქალაქი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს და ალაზნის ხეობას გადაჰყურებს), ეჭვები სრულიად გამიქრა და უკვე დარწმუნდი: ღვინო საქართველოსთვის სულიერი ის სულიერი ფასეულობაა, რომელიც წარმართობის დროიდან ქრისტიანობის ხანაში გაგრძელდა. სიღნაღთან მდებარე ბოდბის მონასტერში, სადაც წმინდა ნინო არის დაკრძალული, მისი საფლავის ქვას ყურძნის მტევანი ამშვენებს“, - აღნიშნავს მარკ სტრეტონი, რომელიც გზადაგზა სხვადასხვა ღვინოების დეგუსტირებას ეწევა: „გავსინჯე ქარვისფერი რქაწითელი, მშრალი წითელი საფერავი და ნახევრად ტკბილი ქინძმარაული, რომელიც ყველაზე დიდ და ცნობილ ქართველს - იოსებ სტალინს უყვარდა“.
ავტორი აღწერს მეღვინე გია გამტკიცულაშვილის საქმიანობას, მის მიერ ქვევრის ღვინოს დამზადების პროცესს. იგი მონაწილეობს ღვინის დეგუსტაციის პროცესშიც: „როცა თიხის ქვევრს თავი მოხადა, გიამ პირჯვარი გადაიწერა და აპლოდისმენტების ქვეშ ახალი „საფერავით“ დოქი შეავსო. მისი ქვევრის ღვინო ქარვისფერია, მოწეულია იმ ვენახებში, რომლებიც კავკასიის მთების ძირშია გაშენებული და ზემოდან მცხუნვარე მზე დაჰნათის. „მე ბედნიერი ვარ, - ამბობს გია, - ეს ღვინო ქვევრში უკვე ექვსი თვეა ჩასხმულია. სიმჟავე უკვე დაბალანსებულია, ფერიც ნათელი აქვს. მსოფლიოს ყველაზე უძველესი ქართული ღვინო ყოველთვის ასე გამოიყურება“.
მარკ სტრეტონი ასევე ეცნობა სხვა მეღვინეების პროდუქციასაც, მაგალითად, კომპანია „ხოხბის ცრემლებში“ (სადაც ქვევრებს ზაზა კბილაშვილი - მეოთხე თაობის მეთუნე ამზადებს), ასევე „ბაბანეურის მარანში“, სადაც ესაუბრება კომპანიის მფლობელს ვახტანგ იდოიძეს, ვაზისუბნელ ლადო უზუნაშვილს, რომლის წინაპრების მიერ დამზადებული ღვინო, გადმოცემით, თვით რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს დაუგემოვნებია.
„კახეთის სამეფო დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა 1801 წლამდე, როცა რუსეთის იმპერიამ მიიერთა. არქეოლოგებმა კახეთის უძველეს დედაქალაქ გრემში ღვინის წარმოების კვალი აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, 1616 წელს სპარსეთის შაჰის - აბას პირველის შემოსევის დროს მტერმა ვენახები ამოძირკვა და ის ეკლესია-მონასტრები გაანადგურა, სადაც ღვინოს ამზადებდნენ. (...) ყველაზე ღრმა კვალი საქართველოს ღვინის წარმოებაზე საბჭოთა ბატონობამ დატოვა. ის ეპოქა კარგად ახსოვს ნუნა კარდენახიშვილს, რომელიც ამბობს: „ჩემი ღვინო ნამდვილი ღვინოა, მე-16 საუკუნის ქვევრში დამზადებული. მას არ აქვს ნუშის ან ალუბლის მოტკბო გემო, მხოლოდ ყურძნისგან ვამზადებთ“. საბჭოთა კავშირის ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის დროს ანტიალკოჰოლური კანონი შემოიღეს და რადგანაც იმ დროს უფრო მეტად ყურადღებას აქცევდნენ რაოდენობას და არა ხარისხს, დაბალ მოსავლიანი ვენახები აჩეხეს... გაქრა ვაზის ჯიში „კისი“. თუმცა იყო მომენტი, როცა აქაურების ღვინო აშშ-იც გადიოდა“.
სტატიის დასასრულს ავტორის მიერ გადმოცემულია შთაბეჭდილება თბილისის ეროვნულ მუზეუმის მონახულების შემდეგ: „მუზეუმის მესამე სართულზე არის თიხის ქვევრი, რომლის კედლებზე არსებული ღვინის კვალის ანალიზისას გაირკვა: საქართველოში მეღვინეობას 8 ათასი წლის წინათაც კი მისდევდნენ. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ დღესაც გრძელდება ჩვენი წყურვილის გრძნობა მწიფე ყურძნის წვენისაგან მიღებული ღვინის მიმართ“.
წყარო: https://www.telegraph.co.uk/travel/food-and-wine-holidays/forget-france-eurasian-country-ideal-post-lockdown-wine-holiday/
მოამზადა - სიმონ კილაძემ
მსგავსი სიახლეები
"კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს: მისი უარი უკან დახევაზე რუსეთის ბანდიტურ-განგსტერულ პოლიტიკას უკავშირდება"-The Economist
"პუტინს სიმართლე პირში უთხრეს:"გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული"-The Independent
ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერი "დიდი კოალიციის" შექმნას სთავაზობენ - POLITICO
"პარიზის მერი - აშშ-ის პრეზიდენტს: "თქვენ ვერაფერს ვერ გვასწავლით, გაკვეთილები სხვას ჩაუტარეთ"- რატომ განაწყენდა ემანუელ გრეგუარი დონალდ ტრამპის ნათქვამზე, რომ "პარიზში შარიათი ცხოვრების წესად იქცა"-Le Figaro
"გუგლი" დონალდ ტრამპის ბრძანებას ასრულებს - "ონტარიოს ტბა" ამიერიდან "ამერიკის ტბაა"-The Daily telegraph
"ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია"-BBC
"უკრაინულმა დრონებმა რუსეთი აიძულეს საწვავის იმპორტი დაეწყო: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა ბენზინის იმპორტიორად გადაიქცა"-The Guardian
"ევროპაში პუტინის "სასარგებლო იდიოტები" საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლიდერობენ"-The Daily Telegraph
კანადაში მოპარული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეაქვთ -The New York Times
Welt Stimme: საქართველო და უზბეკეთი შუა დერეფნით რუსულ სატრანსპორტო გზებზე დამოკიდებულებას ამცირებენ
"უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს"-The Economist
"რაკეტების დეფიციტი როგორც "აქილევსის ქუსლი" აშშ-ის, ევროპისა და უკრაინისათვის"-Lidové Noviny
"დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, იმედი აქვს, რომ ირანს სანქციებით მოგუდავს. თეირანი კი პირიქით ფიქრობს"-BBC
"მოსკოვში - საიდუმლო მოლაპარაკების მიზნით: CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა"-The Daily Telegraph
"რუსეთის მხრიდან გახშირებული სარაკეტო შეტევები მიანიშნებს, რომ კრემლი დარწმუნდა: უკრაინას ჰაერიდან თავდაცვა აღარ შეუძლია"- The New York Times
"საქართველო უარყოფს ევროკავშირის ანტიირანულ სანქციებს და პრიორიტეტს სუვერენიტეტსა და პრაგმატიზმს ანიჭებს" -Tehran Times
"აპრილამდე გავძლოთ":რუსეთის არმიის დარტყმები უკრაინის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს"-The Economist
"ძალაუფლების ფიზიკა ახლებურად: რა ზიანი მიაყენა ირანმა ამერიკას"-The New York Times
"ბრენდი "დამზადებულია გერმანიაში" (Made in Germany) თანდათან ქრება: ჩვენ სულ უფრო ნაკლებ პროდუქციას ვაწარმოებთ" - Bild
"ხელისუფლების გადაგვარება:როგორ მიაღწია ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი კომპეტენციის პიკს,ხოლო სახელმწიფო მმართველობის სისტემამ - ფსკერს"-Дзеркало тижня