როგორ გადაჰყვა პიარს პიარების პრეზიდენტი - პეტრე მამრაძე
"მიშა ახლოს გავიცანი 1992 წელს და ვერ წარმოვიდგინე, რომ ასეთი დეგრადაცია განიცადა სწორი „ტელეკარტინკების“ უბადლო დამდგმელმა. ინტერვიუებში ვამბობდი, რომ ის შეიძლება ჩამოსულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიჯერებდა, რომ მისი ჩამოსვლა ტრიუმფალური იქნებოდა და ამას მსოფლიო ნახავდა..,"- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი პეტრე მამრაძე
"ვის თავში დაიბადა მანიაკური იდეა, რომ ცხინვალში სასწრაფოდ დაედგათ ტრიბუნა, აღემართათ 2 ათასი ქართული დროშა და პირდაპირი სატელევიზიო ჩართვით მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინათ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა?
სწორედ ამ წმინდა პოლიტიკურ-მანიაკური იდეის განხორციელების გამო ხომ არ შეიცვალა შეტევის მიმართულებები და მე-4 ქვეითი ბრიგადა დასავლეთის მხრიდან ცხინვალში შებრუნდა?’’ - ასეთ კითხვებს სვამს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი 2013 წელს გამოქვეყნებულ წერილში „რატომ უნდა გამოვიძიოთ აგვისტოს ომის დეტალები...“.
ამ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები მაქვს გაცემული 2011 და 2012 წლებში გამოცემულ ჩემს წიგნებში: ქალაქ ცხინვალში 2008 წლის 8 აგვისტოს აღლუმის ჩატარების მანიაკური იდეა კლინიკურ ფსიქოპათ მიხეილ სააკაშვილს მოუვიდა თავში. მას სჯეროდა და ახლაც სჯერა, რომ ტელეეკრანზე დროულად ნაჩვენებ სათანადო სურათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში.
„მთავარია, შექმნა სწორი „ტელეკარტინკა“. მერე შეგიძლია გააკეთო, რაც გინდა“, -ამბობდა ხოლმე „მიშა-ჯადოქარი“ და საქმითაც ადასტურებდა ამას.
წერილი სათაურით „მიშა ჯადოქარი“ ცნობილმა მეცნიერმა თომას დე ვაალმა გამოაქვეყნა 2010 წელს. იგი აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს კატასტროფის შემდეგ ბევრს მიაჩნდა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დღეები დათვლილი იყო, მაგრამ სააკაშვილი დარჩა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერად და მისმა პიარ უნარებმა ამაში დიდი წვლილი შეიტანა.
„აი, ჭეშმარიტად პოსტმოდერნისტული პრეზიდენტი“, - წერს დე ვაალი და იქვე დასძენს, რომ სააკაშვილის პიარ რესურსები იწურება...
ბათუმის ბულვარზე სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეო ფეიკი მეგონა. მიშა ახლოს გავიცანი 1992 წელს და ვერ წარმოვიდგინე, რომ ასეთი დეგრადაცია განიცადა სწორი „ტელეკარტინკების“ უბადლო დამდგმელმა.
ინტერვიუებში ვამბობდი, რომ ის შეიძლება ჩამოსულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიჯერებდა, რომ მისი ჩამოსვლა ტრიუმფალური იქნებოდა და ამას მსოფლიო ნახავდა: უამრავი ადამიანი დახვდებოდა აეროპორტში და ხელისუფლება ვერ შეძლებდა მის დაკავებას. ცხადია, მისი ასეთი მრწამსი შეიძლებოდა რეალობისაგან სრულიად მოწყვეტილი ყოფილიყო, მსგავსად 2008 წლის 8 აგვისტოს სცენარისა. მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე წავიდოდა საზღვრის ქურდული გადაკვეთითა და დაპატიმრებისა და ციხეში შეყვანის გამანადგურებელი სურათებით. გავიხსენოთ: იმ სურათების ნახვის შემდეგ სპონტანურად, გულის კარნახით, არც თბილისში და არც რეგიონებში არავინ გამოვიდა ქუჩებში. ეს პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი იყო და „ნაცებს“ ეს კარგად ესმით. ამიტომაა, რომ დაძაბულად იმუშავეს, დიდი ფული დახარჯეს და მხოლოდ 14 ოქტომბერს გამართეს აქცია.
სააკაშვილს ჰქონდა საქართველოში დაბრუნების ძლიერი მოტივაცია. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში მან მოიპოვა 27 ადგილი პარლამენტში პროპორციული სიით, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ „ენმ“-ის 21 დეპუტატი ბოკერიას ხელმძღვანელობით გაექცა სააკაშვილს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილმა 36 ადგილი მოიპოვა პარტიული სიით, ხოლო დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად, მხოლოდ 24 (ბოკერიას ,,ევროპულმა საქართველომ’’ - 5). საქმე ის არის, რომ მდგრადი ელექტორატი (ამომრჩეველთა 13-15%) ჰყავს მხოლოდ სააკაშვილს (მის გარეშე „ენმ“-ის რეიტინგი ნულია) და არჩევნებში წარდგენილ ნაცების კანდიდატებს ხმას აძლევენ მხოლოდ სააკაშვილის ფანები, თანაც იმ შემთხვევაში, თუ აღიქვამენ მათ „მიშას ხალხად“ (მიშას ფანების თვალში მოღალატე ბოკერიას პარტიამ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში, სულ, 1.7% მიიღო).
„მიშას“ ფანები ყოველთვის მიდიან არჩევნებზე და, დაახლოებით, 50%-იანი საერთო მონაწილეობის პირობებში მათი პროცენტული წილი ორმაგდება. არადა, „ენმ“-ის ცნობადი სახეების აბსოლუტურ უმრავლესობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირადად უწევდა და უწევს სააკაშვილთან ურთიერთობა, სძულთ და ეზიზღებათ მიშა; ვიწრო წრეში გიჟად და იდიოტად მოიხსენებენ მას და უწმაწურ სიტყვებსაც არ იშურებენ. ამ მხრივ სალომე სამადაშვილის ცნობილი სიტყვები: „თავზე დავა-ვავ“, „დედაც მოვტ-ან“, „პაშლი ნა-უი“, მცირე ნაწილია ნაცების ლექსიკისა მიშას მისამართით. მაგრამ „ლიდერებს“ ესმოდათ, რომ მათი პოლიტიკური კარიერა და გამდიდრება მთლიანად სააკაშვილის განწყობაზე იყო დამოკიდებული და ვერ ბედავდნენ მის მიტოვებას.
არაა გასაკვირი, რომ 2012 წლის შემდეგ ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა აწ უკვე უპერსპექტივო ფსიქოპათის მორჩილებას ქონებისა და ფულის შენარჩუნება და პოლიტიკური ასპარეზიდან გაცლა ამჯობინა. დაშლის პროცესი გრძელდება. სააკაშვილის „ერთგულმა“ გრიგოლ ვაშაძემ მიატოვა „ენმ“-ის თავმჯდომარის პოსტი და სკანდალური წერილი გამოაქვეყნა, 2020-ს დეკემბერში კი ამბოხი მოხდა: „ენმ“-ის ახალგაზრდულმა ფრთამ იმძლავრა და, სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, პარტიის წევრებმა თავმჯდომარედ მელია აირჩიეს ვარშალომიძის ნაცვლად. სააკაშვილმა მიულოცა მელიას და დემოკრატიის ზეიმად მონათლა ის არჩევნები (სხვა გზა არც ჰქონდა), მაგრამ პარტიის ლიდერებმა იციან, რომ ასეთი დაუმორჩილებლობა აუტანელია მისთვის.
ნამდვილი კატასტროფა კი მაშინ დატრიალდა სააკაშვილის თავს, როცა მელიას დაპატიმრებისა და შემდეგ ციხეში ჯდომის კადრები მსოფლიოს წამყვანმა ტელეარხებმა აჩვენეს. პირველად „ენმ“-ის დაარსების დღიდან, მისი პარტიის წევრმა გადაფარა „ტელეკარტინკებით“ სააკაშვილი საერთაშორისო დონეზე! ყველას, ვინც კარგად იცნობს სააკაშვილს, ესმოდა, რომ ის უსათუოდ ეცდებოდა ამის გადაფარვას თავისი ახალი „ტელეკარტინკით“ თავისთვის ყველა მისაწვდომი საშუალების გამოყენებით.
ღარიბაშვილმა თქვა, ყველაზე მეტად სააკაშვილს ვანო მერაბიშვილი არწმუნებდა, რომ ყველაფერი მზად იყო მიშას ტრიუმფალური ჩამოსვლისათვისო. ნიშანდობლივია, რომ ამის უარყოფას მერაბიშვილმა დუმილი ამჯობინა. სადისტური სისტემის ხერხემლის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილი 7 წელი იჯდა ციხეში სააკაშვილის დანაშაულებრივი დავალებების შესრულებისა და არა – საკუთარი ინიციატივით ჩადენილი დანაშაულების გამო.
ფაქტია, რომ ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილმა დაიჯერა ის, რისი დაჯერება ძალიან უნდოდა: რომ უსაფრთხოდ შეაღწევდა თბილისში და უცებ გამოჩნდებოდა ხალხმრავალ მიტინგზე; რომ ეს სუპერ „ტელეკარტინკა“ გადაფარავდა ყველაფერს ციხის კადრების ჩათვლით, აღადგენდა მის აბსოლუტურ დომინირებას პარტიის შიგნით და ჩამოშლიდა „ოცნების“ ხელისუფლებას. განსხვავება ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი კატასტროფა იყო ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის, „მიშა-ჯადოქარი“კიდევ 5 წელი დარჩა პრეზიდენტად და დიდძალი ქონებაც შეაგროვა, ახლა კი „ტელეკარტინკაზე“ თვითონ „ჯადოქარი“ აფეთქდა.
კურიოზული ისაა, რომ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება და საქართველოში დარჩენა არ აწყობთ არც „ნაცების“ და არც „ქოცების“ ლიდერებს. ვფიქრობ, „ნაცების“ ლიდერებს ისიც არ აწყობთ, რომ სააკაშვილის დეპორტაცია მოხდეს რომელიმე ქვეყანაში. მათთვის უფრო მომგებიანია სააკაშვილის ყოფნა ციხეში და ამით სპეკულირება „მიშას ფანებისა“ და სააკაშვილის დასავლეთელი ლობისტების გულის მოსაგებად. „ქოცების“ ლიდერების ნაწილს შეიძლება, უფრო აწყობდეთ „ჯადოქრის“ დეპორტაცია და მისი „ბუად“ გამოყენება, მაგრამ ეს მოცემულ პოლიტიკურ და სამართლებრივ კონფიგურაციაში ადვილი საქმე არ არის.
„პრეზიდენტობა, რომელსაც პიარი აცოცხლებდა, პიარისგან კვდება“, - წერდა 2013 წელს თომას დე ვაალი.
თუმცა, ამის შემდეგ, 8 წლის განმავლობაში, რეალურ პოლიტიკურ ასპარეზს მოწყვეტილი სააკაშვილი ახერხებდა კიევში სახურავებზე სირბილით, უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთით, კიევში მთავრობის სხდომაზე სკანდალის მოწყობითა და სხვა ილეთებით „ტელეკარტინკების“ დადგმას („უკარტინკობა“ მისთვის სიკვდილზე უარესია).
ვნახოთ, ახლა რას იზამს,"- წერს სოციალურ ქსელში პეტრე მამრაძე.
მსგავსი სიახლეები
"ნაცმოძრაობისგან" ბოდიშს ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს ფანტასტიკური შრომა ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის-მიხეილ სააკაშვილი
"საქართველო არ ანგრევს გლობალისტურ სამყაროს და არ იბრალებს მისი მესაფლავის როლს. მაგრამ, ის ბევრად უფრო სახიფათო ფუნქციას ატარებს ნებისმიერი იდეოლოგიური კონსტრუქციისთვის" - დავით ქართველიშვილი
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად "გამჭვირვალობა" აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!-ბექა ჩხაიძე
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი
იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი
სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია
ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს -გია აბაშიძე
ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე
ვაშლის თლისთვის ბაჩო ახალაიას დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე -მიხეილ სააკაშვილი
მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა-დავით ქართველიშვილი
რა საერთო აქვს ჩემს ბავშვობას,ბებია ნანა ენოხოვნას და ბრიუსელში გაჭყლეტილ კარტოფილს?-ლალი მოროშკინა
"მაინც მინდა ჩავწვდე ამ "დოროთენიზმის" ფენომენს"- დავით ქართველიშვილი
აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც ცხადია, გვახარებს -ვასილ მაღლაფერიძე
თურქმენეთში ვიზიტისას მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, რადგან მათ თვალში ვიყავი აშშ-ის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო -მიხეილ სააკაშვილი
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი