"გეოპოლიტიკის სტრუქტურული ცვლილებები ხდება"

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

ხატოვნად რომ ვთქვათ, თეირანში ამ სამეულის: "ურდოს ყაენის", "ოსმალეთის სულთანის" და "სპარსეთის შაჰის", ე.ი. რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების შეკრება - უაღრესად ნიშანდობლივია. შეხვედრაზე, სადაც რუსეთ-ირანის სტრატეგიულ თანამშრომლობას განსაკუთრებით გაესვა ხაზი, ერდოღანის დასწრება - ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მე მგონი, 24 თებერვლის შემდგომ ასეთი რამ საერთოდაც ძნელად წარმოსადგენი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში ფორმატი 3+3 ომამდე უკვე დეკლარირებული გახლდათ. 

 

რა ხდება? ჩვენი სახელოვანი ექსპერტ-ანალიტიკოსები დუმან. საკითხავია: ფიქრობენ თუ დუმებში არიან წასულნი? ვინ როგორ. თუმცა აშკარაა, ლიბერალ-ფუნდამენტალისტები დიდი ხანია დუმებიდან გამოვიდნენ და იმის იქითა სივრცეებში ნავარდობენ. 

 

არადა აშკარაა -  გეოპოლიტიკის სტრუქტურული ცვლილებები ხდება: თურქეთი, რომელიც ევრო-ტალანტური კავშირის, ნატოს აღმოსავლური საზღვრის დარაჯად განიხილება, ირან-რუსეთის ევრაზიულ კავშირთან დაახლოებას არ თაკილობს და პირიქით:    ევრო-ტალანტურთან ერთად (გაიხსენეთ ნატოში თურქეთის როლი, როცა მან შვედეთსა და ფინეთს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა)  ევრაზიულ პოზიციებსაც დემონსტრაციულად იმაგრებს! 

 

ცხადია, ამ სამეულის მიერ კავკასიის შემდგომ ბედზეც იქნებოდა მსჯელობა. საინტერესოა, რომ 3+3-ის პირველი ეშელონის სამეულის ამ შეხვედრამდე თბილისში გაიმართა მეორე ეშელონის სამეულის შეხვედრაც. 

 

ეს ყველაფერი ხდება საქართველოში აშშ-ს ელჩის მძაფრი კრიტიკის ფონზე, რაც, სამწუხაროდ, ამ ელჩმა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ -  არც თუ მეგობრული ქცევით, უდავოდ დაიმსახურა. ასევე გასათვალისწინებელია მაკრონის მიერ გეოგრაფიის საკითხებზე წაკითხული ბლიც-ტრენინგ-სემინარიც. 

 

ვშიშობ, საქართველოსათვის 3+3 შეიძლება ერთზე, ე.ი. სტრატეგიულ პარტნიორობაზე სწორედაც რომ არითმეტიკულად 6-ჯერ უფრო მეტი აღმოჩნდეს, თუ ასე გაგრძელდა!





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე