"ყველა საქართველოში ჩამოსული რუსი, მათ შორის პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეც, რუსეთზე მუშაობს" - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული მოსახლეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

 

ხუხაშვილი რუსებს ორ კატეგორიად ჰყოფს და აღნიშნავს, რომ ეს ხალხი  "შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას".

 

"რუსეთიდან ჩამოცხოვრებული ურდო ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:

 

1. სანქცირებული და მათთან აფილირებული კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც დღესაც ე.წ. “აუთსორსზე” მუშაობენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ფინანსური, ლოგისტიკური, აგენტურული სქემების დასალაგებლად და მათი მომსახურებისათვის.

 

2. რუსეთში არსებულ პრობლემებს გამოქცეული, გაწვევის, ფულის დაკარგვის, ან რაიმე სხვა შიშით შეპყრობილი ხალხი.

 

პირველ კატეგორიასთან დაკავშირებით ცხადია, რომ ისინი დიდ პრობლემას უქმნიან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.

 

რაც შეეხება მეორე კატეგორიას, რომელიც თითქოს საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც მეუბნებიან, მათთან დაკავშირებით კიდევ უფრო უარესად არის საქმე.

 

დადის ფსბ-ს აგენტურა კაფეებში, ნაქირავებ ბინებში, სასტუმროებში და ამ ხალხს “ავერბოვკებს” იმ მუქარით, რომ თუ არ დათანხმდებიან თანამშრომლობაზე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ეს კატეგორია განსაკუთრებით “გემრიელია”, რადგან პრაქტიკულად უფასოა რუსული სპეც-სამსახურებისთვის.

 

დასკვნა - ყველა საქართველოში ჩამოსული რუსი, მათ შორის პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეც, რუსეთზე  მუშაობს, ან პოტენციურად იმუშავებს ნებსით, თუ იძულებით. ანუ, გადმოსხმულია ათეულ ათასიანი დესანტი, რომელიც შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას", - წერს ხუხაშვილი.





მსგავსი სიახლეები
რა აერთიანებს პლასტიკურ ბოთლებს ძველ ავტომობილებთან, უნივერსიტეტებთან, სუპერმარკეტებთან-კახა გოგოლაშვილი
"ნაცმოძრაობისგან" ბოდიშს ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს ფანტასტიკური შრომა ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის-მიხეილ სააკაშვილი
"საქართველო არ ანგრევს გლობალისტურ სამყაროს და არ იბრალებს მისი მესაფლავის როლს. მაგრამ, ის ბევრად უფრო სახიფათო ფუნქციას ატარებს ნებისმიერი იდეოლოგიური კონსტრუქციისთვის" - დავით ქართველიშვილი
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად "გამჭვირვალობა" აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!-ბექა ჩხაიძე
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი
იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი
სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია
ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს -გია აბაშიძე
ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე
ვაშლის თლისთვის ბაჩო ახალაიას დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე -მიხეილ სააკაშვილი
მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა-დავით ქართველიშვილი
რა საერთო აქვს ჩემს ბავშვობას,ბებია ნანა ენოხოვნას და ბრიუსელში გაჭყლეტილ კარტოფილს?-ლალი მოროშკინა
"მაინც მინდა ჩავწვდე ამ "დოროთენიზმის" ფენომენს"- დავით ქართველიშვილი
აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც ცხადია, გვახარებს -ვასილ მაღლაფერიძე
თურქმენეთში ვიზიტისას მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, რადგან მათ თვალში ვიყავი აშშ-ის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო -მიხეილ სააკაშვილი
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს