„კატა-კურდღლის ნიშანი საკმაოდ მშვიდობიანია“ - როგორ წელს პროგნოზირებს ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე „ჯორჯიან თაიმსთან“

სამყარო, ახალ 2023 წელს, ტრადიციულად, ახალი იმედებით შეხვდა. ამ პერიოდში, ადამანები განწყობილნი არიან, რომ ძველი პრობლემები გასულ წელს დაუტოვონ და ახალს, ახლებურად შეხვდნენ.


აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, 2023 წელი კატა-კურდღლის წელია, რომელიც იწყება 22 იანვარს და მთავრდება 2024 წლის 9 თებერვალს. კურდღელი  ჩინურ კულტურაში დღეგრძელობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. კურდღლის წელს დაბადებული ადამიანები სწრაფები და გონიერები არიან.


გამომდინარე იქიდან, რომ წლის დასაწყისში, დიდია ინტერესია იმისა, თუ როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, "ჯორჯიან თაიმსი" ასტროლოგ გიორგი ლობჟანიძეს ესაუბრა:

 

- ბატონო გიორგი, გვესაუბრეთ, როგორი ასტროლოგიური  წელი იქნება 2023 და რას პროგნოზრებთ ზოდიაქოს ხვადასხვა ნიშნებისთვის?

 

- ვეფხვისგან განსხვავებით, კატა-კურდღლის ნიშანი საკმაოდ მშვიდობიანია. ვეფხვმა დიდი აგრესია და თავდასხმა მოიტანა, მათ შორის, -  ბრძოლა და ომი. აი, რაც შეეხება კატა-კურდღლის შემობრძანებას, დასავლური ტენდენციით, უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. „კოსმოსური ქარიშხალი“ აუცილებლად გაზაფხულზე გვექნება. აქ განსაკუთრებით მარტის თვე უნდა გამოიყოს. უფრო კონკრეტულად, 7 მარტიდან დედამიწაზე ძალიან საინტერესო და საყურადღებო პერიოდი  დაიწყება. ჩვენ ამ ზონაში შევდივართ და აქვე განვმარტავ, რას ნიშნავს ეს: ზოგადად, სატურნი არის კოსმოსური პლანეტა და მას ერთგვარი სადამსჯელო დავალებაც აკისრია. ის მაინცდამაინც მარტივი ენერგიებით შემოსილი არ არის და სწორედ ეს პლანეტა გამოიცვლის თავის ზოდიაქოს ნიშანს და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნიდან თევზების ნიშანში გადაბრძანდება. ის ამით, საკუთარ ორ წელიწად ნახევრიან ფაზას მერწყულში დაასრულებს და თითქმის 3 წელი თევზებში იქნება. ეს კი ძალიან საინტერესო ტენდენციებს წამოსწევს წინა პლანზე. 

 

ასევე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თევზები განასახიერებენ რელიგიურ საკითხებს, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში, სასულიერო საკითხები, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, წინა პლანზე იქნება წამოწეული.

 

შესაბამისად, წინა პლანზე წამოიწევა საქართველოში საპატრიარქოსთან დაკავშირებული მოვლენებიც, ამ სფეროში გამოჩნდებიან ახალი კადრები. ასევე, შეიძლება სერიოზული ცვლილებებიც მოხდეს, - განხორციელდეს რეფორმები, თუმცა მე ვიტყოდი, რომ 2023 წელი ამ ყველაფრის დასაწყისი იქნება. 

 

ერთი ძალიან კარგი ქართული გამოთქმაა: "არ არის დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს", ანუ არ არის გამორიცხული, რომ 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს, ან რასაც შეთქმულების თეორიას ვუწოდებდით, ის გაირკვეს. ანუ რასაც ჩვენ ჭორებად და ინტრიგებად მივიჩნევდით, შეიძლება იქიდან სიმართლე გამოაშკარავდეს. ეს სიმართლე კი, შეიძლება სკანდალიც აღმოჩნდეს.

 

ამ პერიოდში, როცა პლანეტა სატურნი თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, დიდი სიახლეებია მოსალოდნელი მეცნიერებაშიც. საყურადღებოა ფსიქოლოგიის სექტორში, რადგან თევზები, ზოგადად ფსიქოლოგიის ნიშანია, ამიტომ, აქ ჩვენ შეძლება მალე ვიხილოთ ახალი კადრები, აღმოჩენები, ჩაეყაროს მეცნიერულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს საფუძველი, რომლებიც ადამიანთა საკეთილდღეოდ და მათ შორის, შემეცნებაზე იქნება ორიენტირებული.

 

ვერძი - განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, გამარჯვების პლანეტა ჯერ კიდევ ამ ნიშანში მოძრაობს, ამიტომ ეს პერიოდი, სადღაც მაისის თვემდე, ვერძისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ამ დროის განმავლობაში მათ აქტიურობა მართებთ და თუ ვერძებს რაიმე დაგეგმილი აქვთ, ან რამის შეცვლა სურთ ცხოვრებაში, შეუძლიათ, რომ ამ  ცვლილებებს საფუძველი ჩაუყარონ. ასევე, ვერძებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ პირად ცხოვრებას, შვილებთან ურთიერთობას და აზარტულ საკითხებს, რადგან შესაძლოა, ვერძები აზარტულ საკითხებში ისე გაერთონ, რომ ზომა/წონასწორობა საერთოდ დაკარგონ. ამიტომაც, ზოდიაქოს ეს ნიშანი, რაც უფრო ფრთხილი და ზომიერი იქნება, მით უკეთესი იქნება მისთვის. წარმატების შანსი კი, ვერძს 2023 წელში ასე თუ ისე მაინც გააჩნია.  

 

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის საუკეთესო პერიოდი დაიწყება მაშინ, როდესაც პლანეტა იუპიტერი კუროს ზოდიაქოს ნიშანში შებრძანდება. ეს იქნება ერთწლიანი ციკლი ამ ნიშნისთვის, რომელიც დაიწყება 2023 წლის მაისიდან და გაგრძელდება 2024 წლის მაისამდე. ამ პერიოდში ფიზიკური აქტივობები, ბიზნესს საქმიანობები, პარტნიორული საკითხები მოგვარების საკითხები კუროსთვის წინა ხაზზე წამოვა. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებმა გარკვეული სიახლეები, მოგება და დიდი შენაძენი მიიღოს. 

 

ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის 2023 წელი არაჩვეულებრივი იქნება დისტანციური ურთიერთობებისთვის. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს ონლაინ სწავლებები, ინტერნეტით საქმიანობა, ინფორმაციის გაცვლის თემები და ა.შ. ამ წელს, ტყუპებს პოპულარობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი აქვთ. ამ ნიშნით დაბადებულებს საიდუმლოს შენახვის პრობლემა აქვთ, ამიტომ ამ კუთხით ფრთხილად უნდა იყვნენ.

 

კირჩხიბი - 2023 წელს კირჩხიბები ურიგოდ ნამდვილად არ იგრძნობენ თავს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, რომლებსაც სამსახურებრივი ცვლილებები, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, უფროსებთან გასაუბრებები და სხვადასხვა აქტივობები სურთ, მათ ეს ამ წელს აუცილებლად გამოუვათ. კირჩხიბებს ამ საკითხების მოგვარება განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში შეუძლიათ.  წელს კირჩხიბებს ემოციური მდგომარეობაც შედარებით უფრო გამოუკეთდება, ვიდრე წინა წლებში. 

 

ლომი - ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის წლის პირველი ნახევარ, სადღაც მაისის თვემდე ძალიან კარგია. ლომებმა ოქტომბრის თვემდე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პირად შუღლს, შვილებთან არსებულ სიტუაციას, პირად ცხოვრებას, ავტორიტეტულ საკითხებს - აი, ეს ის თემებია, რაც ლომებმა ამ პერიოდში უნდა დაახარისხოს და რაც სჭირდება, ის უნდა დაიტოვოს; რაც არა კი, - ის აუცილებლად უნდა გაუშვას. აქ შეიძლება ადამიანებიც იგულისხმებოდეს და  ნივთებიც. მოკლედ, ლომებისთვის 2023 წელი უფრო ტრანსფორმაციული იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მათ წინა წლებში ჰქონდათ.

 

ქალწული - რაც შეეხება ზოდიაქოს ამ ნიშანს, პირადად მე, მათ ვურჩევ, რომ კარგად დაფიქრდნენ, თუ რა გარემოში მოძრაობენ, იმიტომ, რომ ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები - მათ ეს ყველაფერი წელს თან სდევთ და შესაძლოა, ამის უკან მეგობრები, თანამოაზრეები, ან თანამშრომლებიც იდგნენ. ამიტომ ქალწულები ყველას არ უნდა ენდონ. უფრო მეტიც, ყველასთან ყველაფერი არ უნდა თქვან. თუმცა, იქნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მხარს დაუჭერენ და შესაძლოა, მათგან მფარველობა, ან თანადგომაც იგრძნონ. არ არის გამორიცხული, რომ 2023 წელს ქალწულებმა უცხოეთთან დაკავშირებული ამბები, თუნდაც ვიზის აღების საკითხი მოაგვარონ.

 

სასწორი - 2023 ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის მართლაც საინტერესო წელია, მაგალითად, თუკი ვინმეს სურს ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადასვლა, დაოჯახება, საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, პარტნიორული საკითხები, ან ბიზნესსაქმიანობა, ეს სასწორებს ამ წელს აუცილებლად გამოუვათ. თუმცა, სასწორებისთვის განსაკუთრებით საუკეთესო პერიოდია წლის მეორე ნახევარი.

 

მორიელი - მინდა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები გავახარო და ვუთხრა, რომ თუკი მორიელებს რაიმე აწუხებდათ, რაც ასე ვთქვათ, გადაუჭრელი პრობლემა ჩანდა ჯანმრთელობის კუთხით, დიდი შანსია, რომ ეს პრობლემა მათ საერთოდ მოუგვარდეთ. მაგალითად, შესაძლოა სრულიად განიკურნონ. სხვათა შორის, ფინანსურ - მატერიალური კუთხითაც ეს წელი მორიელებისთვის ურიგო არ არის.

 

მშვილდოსანი - წლის პირველ ნახევარში მშვილდოსნები უფრო დინამიურები არიან. ამავდროულად, ისინი ძალიან მყარ და შეტევით პოზიციაზე არიან, ამიტომ, როგორც იტყვიან, საკუთარი მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლონ, რათა ის საბოლოო წერტილამდე მიიყვანონ. ასე რომ, 2023 წელი მშვილდოსნებისთვისაც ურიგო ნამდვილად არ არის. შეძლება ერთ-ერთი საუკეთესო არა, მაგრამ ასე ვთქვათ, ეს წელი მათთვის ნაყოფიერი იქნება.

 

თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნებს 2023 წელს ოჯახთან დაკავშირებულ ამბებთან, კერძოდ, - სახლში სარემონტო სამუშაოებთან, დედასთან და მეუღლესთან დაკავშირებულ ამბებთან ერთად ვიხილავთ  დიდი დოზით. ამ მხრივ, თხის რქა ოჯახის წევრებს უფრო მეტად დასჭირდებათ. ამიტომ თუკი მათ საყვარელი ადამიანები დახმარების თხოვნით მიმართავენ, რა თქმა უნდა, უარი არ უნდა უთხრან. ასე რომ, თხის რქას წელს წარმატება საკუთარ სამშობლოში, უფრო კი საოჯახო საქმიანობებში შეიძლება ჰქონდეს.

 

მერწყული - ისევე როგორც თხის რქისთვის, 2023 წელი მერწყულისთვისაც ოჯახური საკითხებით იქნება დატვირთული. თუმცა, ამის პარალელურად, მერწყულს შეიძლება საზღვარგარეთ სწავლადა ქვეყნიდან დროებით გასვლა მოუწიოს. მერწყულმა  წელს სამუშაო არეალი კარგად უნდა აკონტროლოს. მოგეხსენებათ, სატურნმა მერწყულში ორ წელიწად ნახევრიანი ყოფნის ციკლი დაასრულა. თანაც სატურნმა მერწყული ძალიან დაღალა ახლა ისინი ნელ-ნელა თავისუფლდებიან. ამიტომ, მათ შეუძლიათ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ.

 

თევზები - ფინანსური ვალდებულებები, ეკონომიკური საკითხები, სრულიად ახალი საქმიანობები, ახალი იდეები, წამოწყებები, ახალი კაპიტალდაბანდებები და ფინანსურ-მატერიალური საკითხები - თევზებისთვის 2023 წელს სწორედ ეს საკითხები იქნება წინა ხაზზე წამოწეული. ასევე, მათ მოუწევთ ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას იმიტომ, რომ მაღალია მოწამვლის, ან ინფექციური დაავადების  შანსი. ამიტომ, თევზები წელს მსგავს საკითხებთან განსაკუთრებით ფრთხილები უნდა იყვნენ. დანარჩენი კი, განსაკუთრებით, ფინანსურ-მატერიალური თვალსაზრისით, თევზებისთვის 2023 წელი ერთ-ერთი საუკეთესო შეიძლება იყოს.


- დიდი მადლობა!

 

ესაუბრა: თეო მჟავანაძე

 

 

 





მსგავსი სიახლეები
31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი