ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად ტრენერების გადამზადება დაიწყო
ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების განხორციელება დაიწყო, რაც ტრენერთა კორპუსის გადამზადებას ითვალისწინებს.
პროექტი მასშტაბურია, სწავლებას 279 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები შემდგომ ეტაპზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, ინტენსიურ ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ.
ტრენერთა ტრენინგი 2025 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს.
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლებისთვის მაღალი სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო სერვისის უზრუნველყოფას. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მონაწილეებს გააცნო არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფცია, რომელიც, თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით, საარჩევნო ადმინისტრატორთა კვალიფიკაციის ზრდას ემსახურება.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სასწავლო პროგრამების იმპლემენტაციის მიზნით, ტრენერები გადამზადებას გაივლიან ორი პროფილური მიმართულებით:
- პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით (სამიზნე აუდიტორია: 2 284 კომისიის წევრები);
- პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე (სამიზნე აუდიტორია: 767 კომისიის წევრები).
ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შესასრულებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის სერვისების განხორციელების პროცესში. სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თითოეული ამომრჩევლისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა, არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა, პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა. ამ ჭრილში განიხილება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (კანონიერება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი), ეთიკის ნორმები და საუბნო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს შემდეგი სისტემით ჩაატარებენ:
- ხუთ ეტაპიანი სატრენინგო სისტემა - დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით;
- ოთხ ეტაპიანი სატრენინგო სისტემა - დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე.
ამასთან, ტრენერები უზრუნველყოფენ ტრენინგების დამატებითი ეტაპის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საუბნო საარჩევნო კომისიის შეცვლილი წევრები და ის წევრები, ვინც ვერ დაესწრნენ განვლილი ტრენინგების ეტაპს.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს კომბინირებული სწავლების მეთოდოლოგიით განახორციელებენ. გათვალისწინებულია სიმულაციები და როლური თამაშები საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვის, ხმის მიცემის პროცედურული ასპექტების, ხმების დათვლის პროცესის წარმართვის გაანალიზება-შესწავლის მიზნით. პრაქტიკული სავარჯიშოების მაქსიმალური დატვირთვით წარიმართება ტრენინგები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსების წესის სწავლებასთან დაკავშირებით.
გადამზადების პროგრამის გავლის შემდგომ, ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2025 წლის 21 აგვისტოდან - 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებენ. დეტალური გრაფიკები ტრენინგების დაწყებამდე ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე გასაჯაროვდება.
(R)
მსგავსი სიახლეები
რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დიდი შაბათი - იესო ქრისტეს საფლავად დადების დღე - ტროპარი კონდაკი
11 აპრილის ამინდის პროგნოზი
რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის
მეუფე შიო -უფალს შეწევნისთვის თუ მივმართავთ, ჩვენი სურვილი ნამდვილი და ძლიერი თუ იქნება, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს, განგვწმენდს
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი და მაცხოვრის დატირება შესრულდა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება
მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება
საიდან მოდის სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიცია?
გვახსოვს ეს დღეები - უდიდესი ტრაგედია და გაერთიანებული ერი, მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეს -ანდრია ჯაღმაიძე
მეუფე შიო-უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ეს არ არის, მხოლოდ ის აკეთო, რაც მოგესურვება, არამედ აკეთო ის, რაც მართებული, საჭიროა
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთი პირი დააკავეს
ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იკრიბებიან
წვიმა და ძლიერი ქარი! - 9 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით