"რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა"
რუსული ანალიტიკური გამოცემა „აქცენტები“ (Акценты) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: "რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები // აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა" (ავტორი - პოლინა იზმაილოვა). პუბლიკაციაში გადმოცემულია სავარაუდო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის მიწვეული საქართველო ჩინეთში დაგეგმილ ღონისძიებებზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები კი იქ არიან.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ჩინეთი შერჩევითი მიდგომას მეორე მსოფლიო ომში იაპონელი ოკუპანტებზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშავად მასშტაბური სამხედრო აღლუმის მომზადების პროცესში, გამოვლინდა ჩინეთის ხელისუფლების შერჩევითი მიდგომა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიწვევასთან დაკავშირებით.
იმ დროს, როცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობამ მიიღო მიწვევა პეკინში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე, საქართველო, რომელთანაც ჩინეთმა ორიოდე წლის „სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, „ბორტსმიღმა აღმოჩნდა“.
აღლუმზე დაესწრებიან ცენტრალური აზიის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყნის და ირანის ლიდერები. ევროპული ქვეყნების ლიდერებიდან მიწვეულნი არიან ბელარუსის (პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის), სერბეთისა და სლოვაკეთის მეთაურები. სულ ღონისძიებას 26 სახელმწიფოს პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან.
სამხედრო აღლუმი, რომელიც 3 სექტემბერს არის დაგეგმილი პეკინის ტაიანამენის მოედანზე, მოწოდებულია აჩვენოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძლიერება სი ძინპინის მმართველობის დროს. აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 100-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი და ასეულობით სამხედრო ტექნიკა. წარმოდგენილი იქნება მათი მხოლოდ ჩინური წარმოების ნიმუშები - უახლესი მოდიფიკაციის დრონები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ჰიპერბგერითი იარაღი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნოლოგიები.
სამხრეთ კავკასიაში ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა დამყარებული აქვს მხოლოდ ორ ქვეყანასთან - საქართველოსთან (2023 წელს) და აზერბაიჯანთან (2025 წელს). მაგრამ საინტერესოა, რომ აღლუმზე დასწრების მიწვევა მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო (ალბათ, რეჯეფ ერდოღანის დახმარებით, რომელიც იმავე სამიტში „დიალოგის პარტნიორის“ სტატუსით მონაწილეობს). რაც შეეხება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანი მხოლოდ ტაინძინში მიმდინარე შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების სამიტშია მიწვეული და არა აღლუმის დამსწრედ.
ჩინეთი კავკასიას მნიშვნელოვან სატრანზიტო რეგიონად განიხილავს პროექტის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ (ანუ ახალი აბრეშუმის გზის) ჩარჩოებში. პეკინის ისწრაფვის გააფართოვოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა რეგიონში და ამ მიზნით სხვადასხვა ბერკეტს იყენებს, მათ შორის დიპლომატიურ ძალისხმევასაც.
საქართველოს იგნორირება აღლუმზე მიწვევის საკითხში შეიძლება იმის სიგნალი იყოს, რომ ჩინეთი მზად არ არის მხარი დაუჭიროს ისეთ ქვეყანას, რომელიც აშკარად არ იჩენს პროჩინურ პოზიციას.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
მსგავსი სიახლეები
"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy
"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
"ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის"
"პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა:უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება"-The Daily Telegraph
"რომელი შუააზიელი ლიდერი ეწვევა მოსკოვს გამარჯვების დღეს"-The Diplomat
"გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა" და "კერძი ევროპული მაგიდისათვის": როგორ აფასებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ერევანში გამართულ "სომხეთ-ევროკავშირის" სამიტს"
"ევროპას უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად ჭირდება"-The Economist
"ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპის გამოწვევა გაბედა: მათი მეგობრული ურთიერთობა დაინგრა?!"-The Daily Telegraph
"აშშ-ირანის კრიზისს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, ომი უფრო გამწვავდება"-Financial Times
"დონალდ ტრამპის გამოსავალი ირანთან ომში"-The New York Times
"აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, 4 დოლარს გადააჭარბა"-The Washington Post
"ტრამპი ომის დროს თავისი გუმანითა და ინსტინქტებით ხელმძღვანელობს" -BBC
„ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური გათვლები: რატომ აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად ბრიუსელისადმი შიში, ვიდრე მოსკოვის მიმართ“
"უკრაინა", "კიევი" და "ზელენსკი". რეპორტაჟი ვიქტორ ორბანის მიტინგიდან, ანუ როგორი შედეგია მოსალოდნელი არჩევნებით"-BBC
"აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ: უპირატესობას თეირანი ფლობს"-The Economist
რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ -უცხოური პრესა
"93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო"-The New York Times
"ტრამპს "სუეცის მომენტი" დაუდგა, ზელენსკი კი უფრო ძლიერად გამოიყურება" -The Independent
"დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში"-The Daily Telegraph
"მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება": პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება"-Die Welt