არსებობს ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება პარლამენტის მხრიდან შესაბამისი შეფასება და ამ მხრივ, საგამოძიებო კომისიამ ისტორიული მისია შეასრულა -შალვა პაპუაშვილი
არსებობს ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება პარლამენტის მხრიდან შესაბამისი შეფასება და ამ მხრივ, კომისიამ, ვფიქრობ, ისტორიული მისია შეასრულა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოისმინეს.
მისივე თქმით, შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ისტორიული მასალა და უახლესი წარსულის ფაქტებზე დაფუძნებული აღწერა.
„დასკვნა, რომელიც 400 გვერდზე მეტია, ითარგმნება უცხო ენაზე იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ რაღაც სენტიმენტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ დღემდე სხვადასხვა, მათ შორის ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სისასტიკის დაკნინება, არამედ პირიქით, შექებაც კი. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, მათ შორის იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც თავის დროზე ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ 2012 წელსვე სათანადოდ შეეფასებინათ ის დიქტატორული რეჟიმი, რომელიც დამყარებული იყო. ახლა, ეს არის ხელმეორე შანსი, რომელიც ეძლევა უცხოელ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებების თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ გაიაზრონ, როგორ დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ მხარს თავის დროზე, მფარველობდნენ და დღემდე მფარველობს ზოგიერთი. ეს არის შანსი ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის მიერ მიცემული შანსი მათთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგმონ ის რეჟიმი, რომელიც არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ შორის ზოგიერთი უცხოური ძალის განსაკუთრებული ხელშეწყობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს, კომისიის წევრებს და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ კომისიის მუშაობის პროცესში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშც წინა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გაგრძელებაა''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის," რომელიც ვაშინგტონში გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენდა სამწუხაროდ მედია საშუალებებით, სოციალური ქსელებით, დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ რაღაც ნაწილის დამორჩილებას
,, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას შეცდომა, რადგან ეს გაანადგურებს იმას, რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს - ენა, კულტურა, სარწმუნოება, ტრადიციები''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს
,,აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების – ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა''- „ლელო - ძლიერი საქართველო“
„ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული''- ირაკლი კუპრაძე
„იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის და ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია - დავით დარჩიაშვილი
თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს - შალვა პაპუაშვილი
,,სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია, აწარმოებს''- შალვა პაპუაშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს
,,მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა''- ნიკოლოზ სამხარაძე
ვახტანგ მეგრელიშვილი „ქართულ ოცნებას”: ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან?
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები
,,ქართული ოცნების და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა''- შალვა პაპუაშვილი
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს''- პაპუაშვილი
,,ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია''- მაკა ბოჭორიშვილი
იენს სტოლტენბერგი - არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება