დაკავებულია პირი, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1963 წელს დაბადებული მ.ლ., რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობითვე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია-სუს-ი
სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა
100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები, მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს -პაატა მანჯგალაძე
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
ტყიბულში, რესტორანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარედგინა
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი -იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა
ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური, ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებას ეხმაურება
სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირები კვლავ პატიმრობაში დატოვა
ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები
სასამართლომ ჭიათურაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები დამნაშავედ ცნო
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე-შსს
გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს
საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შსს-ს თანამშრომლებმა ექვს კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე სამ მილიონამდე ლარს შეადგენს, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
რუსთავში, 204 ბოთლი ფალსიცირებული ბრენდული არაყი და 1 053 ყალბი აქციზი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს