თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.

როგორც დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების D ან E კატეგორია.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით და ვისაც სურვილი გაქვთ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა. საკითხი ეხება ავტობუსის მძღოლებს. ავტობუსების ახალი პარტია ძალიან მალე დაიწყებს მოძრობას თბილისის ქუჩებში. მძღოლის საშუალო გამომუშავებული ანაზღაურება განსხვავდება ავტობუსების სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3 600-დან 5 000 ლარის ფარგლებში (დარიცხული). დასაქმებული პირები ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების D კატეგორია, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში E კატეგორია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. კალაძის განცახდებით, ისინი ასევე გაივლიან დამატებით გადამზადებას და პროფესიულ სწავლებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით (რეზიუმე, მოთხოვნილი დოკუმენტაცია) უნდა მიმართონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მისამართზე: სადგურის მოედანი №2.

კახა კალაძემ მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მძღოლების მხრიდან დაინტერესება იქნება. მისივე ინფორმაციით, ავტობაზები განლაგებულია ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე, მათ შორის, ე.წ. გლდანის ხიდებთან, დიდ დიღომში და სამგორის რაიონში.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
10 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
მდინარე ჭანისწყალში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების დადგენილი ტესტირებები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
9 აგვისტოს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც პანტელეიმონ მკურნალისადმი იკითხება - დღეს წმინდანის ხსენების დღეა
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები - 9-11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს - როგორი ამინდი გველოდება 7–15 აგვისტოს
თბილისის მერია 8 აგვისტოს პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობის შეიზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და აფხაზეთის მეომართა კავშირმა ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართეს
გიგა ავალიანის დედა - თუ გიგა იყო პედოფილი, 28 წლის და 8 თვის მანძილზე, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო, მაშინ როცა 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს! - იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა
„მომხმარებელს ჰგონია, რომ ყვითელი ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში...“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება
შემოსავლების სამსახური საბაჟო-გამშვებ პუნქტ "სარფში" ტრანზიტულად შემოსულ ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გიგა ავალიანის დედა - ჩემი შვილი მიატოვეს, მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! - ნია იმნაძის დედას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს - ჩემი აზრით, ანასტასია ბერუაშვილსაც დაიჭერენ
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება
თბილისის მეტროსა და „საქართველოს რკინიგზის“ მუშაობა შეფერხებულია
სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი – „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას მოხდა სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი
გივი მიქანაძე – ფორმა სავალდებულოა დაწყებით კლასებში, მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს