ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით -არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი
ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მრავალი პროექტის განხორციელება.
„ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით. თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ, დადასტურება ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ ცხოვრებას, ჯანმრთელობას. საქართველოსა და საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც არის პრიორიტეტული ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. საამიროები ხელს შეუწყობს ხელშეკრულებების მიხედვით პარტნიორობის განვითარებას, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ეს აძლიერებს საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობას. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით. ასევე ორივე ქვეყანა მონაწილეობას იღებს კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, მდიდარი მემკვიდრეობის გაზიარებაში, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას“, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
,, ვნახოთ რა დასკვნას გააკეთებენ ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები''- ირაკლი ჭეიშვილი
,,შეძრულები ვართ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნით, რომლის შედეგადაც სამხედროები დაიღუპნენ''- ილჰამ ალიევი
საქართველოს მოსახლეობა არ ექვემდებარება შანტაჟს''- ირაკლი კირცხალია
საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს
,, რუსეთზე ზეწოლა არ არის საკმარისი და აუცილებელია მეტი სანქციის დაწესება''- ვოლოდიმირ ზელენსკი
დღეს ყარაბაღის და აღმოსავლეთ ზანგეზურის აღორძინება მიმდინარეობს, გათავისუფლებულ მიწებზე უკვე 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს -ილჰამ ალიევი
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს -ირაკლი კობახიძე
,,ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობისთვის საფასურს გადაიხდის''- ვოლოდიმირ ზელენსკი
8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა
რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ნოემბერს
7 ნოემბერი მეფე ერეკლე მეორის დაბადების დღეა
გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, "ქოცებო"- ნიკა გვარამია
რუსული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა -სომხური მედია
მოითხოვეთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ USAID-ის ყოფილ თანამშრომლებს არ დასწამებენ ცილს ან არ გახდებიან სამიზნეები -ექვსი სენატორი და კონგრესმენი მარკო რუბიოს მიმართავს
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრები მუნთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს მიმართავენ
,,სირიელებს აღარ აქვთ გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი''- ფრიდრიხ მერცი
,,ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა
,,ჩვენი პარტიის პოზიციაა, არ ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში, არამედ პატივი ვცეთ მას''- პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი