თვალისა და ყურის ინფექციები – როგორ ვიცნოთ და როგორ ვიმოქმედოთ
შემოდგომის დადგომისთანავე ჩვენი ქცევები, ცხოვრების რუტინა და ტემპი იცვლება. ზაფხულის თავისუფალი დღეების შემდეგ ცხოვრება თითქოს უფრო მკაცრ რიტმს უბრუნდება: ბავშვები საბავშვო ბაღში და სკოლაში მიდიან, სადაც ყოველდღიური ურთიერთობა თანატოლებთან მათთვისაც და მშობლებისთვისაც ახალ გამოწვევებს ქმნის. ტემპერატურის ცვლილება კი გვიბიძგებს ღია სივრცეებიდან დახურულ სივრცეებში გადავინაცვლოთ, სადაც უფრო სივიწროვეა, შესაბამისად ინფექციებისა და ვირუსების გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება.
გამომდინარე იქიდან, რომ თვალი და ყური ხშირად ხდება ინფექციების სამიზნე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გამოვლინდება ძირითადი სიმპტომები. ეს შეიძლება იყოს უმნიშვნელო გაღიზიანება, რომელიც თვალის სიწითლითა და ცრემლდენით ვლინდება, ან მსუბუქი ყურის ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში ძლიერდება. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას ასეთ ნიშნებს და ცდილობენ მათ იგნორირებას, თუმცა რეალურად სწორედ ამ მცირე სიმპტომებიდან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ანთებითი პროცესები.
თვალისა და ყურის ინფექციების თავიდან აცილება ყველაზე კარგად იწყება მცირე, მაგრამ რეგულარული ქმედებებით, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური ჩვევის ნაწილი ხდება. მნიშვნელოვანია, ხშირად დავიბანოთ ხელები, მოვერიდოთ თვალთან და ყურთან ხელით კონტაქტს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები საერთო სათამაშოებს ან ნივთებს იყენებენ, თუმცა მხოლოდ ამ რეკომენდაციების დაცვა საკმარისი არ არის. სანამ უშუალოდ ინფექციების მოგვარების გზებზე ვისაუბრებთ, ვეცდებით გაგაცნოთ თქვენთვის კარგად ნაცნობი გარემო ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა თვალისა და ყურის ანთებითი პროცესების განვითარება გამოიწვიოს და დროულად დაგეხმაროთ შესაძლო სიმპტომების ამოცნობაში.
მაგალითისთვის, დახურული აუზები ერთ-ერთი მთავარი კერაა ყურისა და თვალის ინფექციებისთვის, ქლორიანი წყალი და ხშირი კონტაქტი საერთო გარემოსთან ზრდის რისკს, რომ თვალის ლორწოვანი გარსი ან ყურის არხი გაღიზიანდეს და ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას.
ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება უკვე ყველასთვის საყვარელ კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე, როგორიცაა წამწამების დაგრძელება, პერმანენტული ან უბრალოდ ჰიგიენურად დაუმუშავებელი ხელსაწყოებით მაკიაჟის გაკეთება, რაც თვალის გაღიზიანებისა და ინფექციის რისკს კიდევ უფრო ზრდის.
შემოდგომის სეზონზე ბავშვების იმუნიტეტის დაცვა და გაძლიერება მშობლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ბავშვები ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტში არიან: იყენებენ საერთო სათამაშოებს, იზიარებენ ერთსა და იმავე სივრცეს და ხშირად ეხებიან თვალებსა და ყურებს ხელებით, რაც ინფექციების გავრცელებას ამარტივებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.
სამუშაო გარემოში, სადაც დასაქმებული მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერისა და მობილურის ეკრანებთან მუშაობს, ხშირად თვალის სიმშრალეს და დაღლილობას იწვევს, რაც მას ინფექციების მიმართ დაუცველს ხდის.
გაითვალისწინეთ, რომ თვალის ინფექციების დროს გარდა სიწითლისა და ცრემლდენისა, ხშირია ქავილი, წვის შეგრძნება, უცხო სხეულის განცდა, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა და მხედველობის გაბუნდოვანება. ყურის ინფექციები კი ხშირად იწყება სუსტი ტკივილით ან ყურში შეგუბების შეგრძნებით, რასაც შეიძლება დაემატოს გამონადენი და გადაიზარდოს ძლიერ ტკივილში. თვალისა და ყურის ინფექციების დროს მნიშვნელოვანია ამ სიმპტომების დროული შემჩნევა და სათანადო რეაგირება, რათა მძიმე გართულებები ავირიდოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებისთვის თუ ექიმთან დროულ ვიზიტს ვერ ვახერხებთ.
სანამ ხალხური ან სხვადასხვა მარტივი მეთოდებით ეცდებით პრობლემის მოგვარებას, გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფი და ეფექტური შედეგისთვის საჭიროა ადგილობრივი გამოყენების სპეციალური წვეთების, მათ შორის კომბინირებული საშუალებების გამოყენება. ანტიბიოტიკებისა და სტეროიდების კომბინაცია მოქმედებს ინფექციაზე, ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას და ამცირებს გართულებების რისკს.
ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება თვალის და ყურის ინფექციის დროს არის ვიზორელი, კომბინირებული პრეპარატი სამმაგი მოქმედებით, რომელიც ხშირად გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ასევე მწვავე და ქრონიკული გარეთა თუ შუა ოტიტები. მისი უნიკალური ფორმულა სამი კომპონენტისგან შედგება: ანტიბიოტიკებიდან წარმოდგენილია ნეომიცინი და პოლიმიქსინი B, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის ბაქტერიებს, ხოლო დექსამეტაზონი - გლუკოკორტიკოსტეროიდი, როგორც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ამცირებს შეშუპებას, ტკივილსა და სიწითლეს. სწორედ ამ კომბინაციის წყალობით, ვიზორელი არა მხოლოდ ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს, არამედ სწრაფად ამსუბუქებს სიმპტომებსაც, რაც მკურნალობის პროცესს უფრო ეფექტურსა და კომფორტულს ხდის.
ვიზორელის მოხმარება მარტივია. თვალის ან ყურის მსუბუქი ინფექციების დროს ვიზორელის წვეთები გამოიყენება უშუალოდ დაზიანებულ უბანზე: მაგალითად, თვალის ინფექციის შემთხვევაში საკმარისია 1-2 წვეთი დღეში 4-6-ჯერ. თუ პროცესი უფრო რთული აღმოჩნდა და სიმპტომები მწვავეა, თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში.
ყურის ინფექციების შემთხვევაში სქემა განსხვავებულია: გარეთა ყურის ანთების დროს რეკომენდებულია დაახლოებით 4 წვეთი დღეში 3-4-ჯერ, ხოლო უფრო სერიოზულ შემთხვევებში, შუა ყურის ინფექციური ანთებისა (ოტიტი) და ქირურგიული ჩარევების შემდეგ გართულებების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
®
მსგავსი სიახლეები
ქართული ხორბლის კულტურა" UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევა - წარდგინება საბოლოო სტატუსის მოლოდინშია
12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა
თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის
შს მინისტრი გეკა გელაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ჩავიდა
ალი ასადოვსა და ირაკლი კობახიძეს შორის თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საუბარი შედგა
,,საქაერონავიგაცია'' საქართველოს საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ვრცელებს
„საქართველოს საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა“ - შსს განცხადებას ავრცელებს
"მზის ვიტამინად" წოდებული D ვიტამინი - რა ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში და რატომ არის ის განსაკუთრებით საჭირო ზამთარში?
11 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დონალდ ტრამპი საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამსახურს
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე - მოკლულია "წითელი ნუსხის" სახეობა - მურა დათვი
GM PHARMA – "წლის ლიდერი"-ს მფლობელი 2025 წელს კიდევ ერთხელ გახდა
10 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მეუფე შიო - ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ
დეკანოზი იოანე: მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში დაბარებულები იყვნენ მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო
,,დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე''- ზვიად გაბისონია