ცესკო-მ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა

ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და  კურსდამთავრებულებს ცესკოში უმასპინძლა.

შეხვედრის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის, მნიშვნელოვანი სიახლეებისა და არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდების, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირება და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას, ამცირებს ინფორმაციულ ბარიერებს და დეზინფორმაციაზე დამოკიდებულებას და აძლევს ახალგაზრდებს მოტივაციას დაუახლოვდნენ საარჩევნო პროცესებს და უფრო მეტად და აქტიურად იყვნენ ჩართულები აღნიშნულ პროცესებში.

„მორიგი მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ ახალგაზრდებთან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მათთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, სხვადასხვა საარჩევნო საკითხებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მისი უარყოფითი გავლენები საარჩევნო პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებას, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდებს მისცემს  მეტ მოტივაციას მეტად იყვნენ ჩართულები საარჩევნო საკითხებში“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

თავის მხრივ მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემაც.

„დღეს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ასამდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან მიეღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ჟვანიას სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას და მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციისთვის ერთიან სახელმწიფო სივრცეში და საზოგადოებაში“, – აღნიშნა გიორგაძემ.

„25 სექტემბერს ცესკოში გამართულ შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე და აღნიშნული სკოლის წარმომადგენლები. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შეხვედრას ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანი ქეთევან ქარენაშვილი ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ცესკო-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა
თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის
შს მინისტრი გეკა გელაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ჩავიდა
ალი ასადოვსა და ირაკლი კობახიძეს შორის თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საუბარი შედგა
,,საქაერონავიგაცია'' საქართველოს საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ვრცელებს
„საქართველოს საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა“ - შსს განცხადებას ავრცელებს
"მზის ვიტამინად" წოდებული D ვიტამინი - რა ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში და რატომ არის ის განსაკუთრებით საჭირო ზამთარში?
11 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დონალდ ტრამპი საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამსახურს
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე - მოკლულია "წითელი ნუსხის" სახეობა - მურა დათვი
GM PHARMA – "წლის ლიდერი"-ს მფლობელი 2025 წელს კიდევ ერთხელ გახდა
10 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მეუფე შიო - ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ
დეკანოზი იოანე: მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში დაბარებულები იყვნენ მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო
,,დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე''- ზვიად გაბისონია
,,ოპოზიცია ცუდი კი არ არის აუცილებელია ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ოპონირება მტრობას ხომ არ ნიშნავს''- მეუფე იაკობი