“Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ

10 წლის წინ, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ youtube-ზე სამოყვარულოდ ატვირთული ვიდეოები შესაძლოა, შემოსავლის ძირითადი წყარო გამხდარიყო.

დღეს, ქართველი იუთუბერები მოგზაურობენ ქართულ მთებშიც და ბრაზილიურ ჯუნგლებშიც, მყუდროებას ურღვევენ მდინარე ამაზონის ბინადრებს, გვიზიარებენ კულინარიულ რეცეპტებსა და ემოციებს. რაც მთავარია, ამით შემოსავლის გენერირებასაც ახერხებენ.

სფერო მზარდია, საქმე კი- მიმზიდველი. ამიტომ, თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია -  “ხუთშაბათის შეხვედრები” ამ აქტუალური თემით გაგრძელდა.

მრგვალი მაგიდის გარშემო, ამჯერად, იუთუბერები გიორგი კალატოზი,ნინუცა ორჯონიკიძე და  სეტანტას community impact head- სალომე ყალიჩავა შეიკრიბნენ.

უტრავმო ფეხბურთის თამაშის შემდეგ გიორგი კალატოზს ძალიან უნდოდა, ამ სფეროში დარჩენილიყო. 19 წლის ასაკში საფეხბურთო კომენტატორი გახდა და 9 წელი იმუშავა. 2015 წელს გადაწყვიტა, იუთუბ არხი გაეხსნა. ძირითადად, საყვარელი კომპიუტერული თამაშების მიმოხილვას დებდა. პირველ ვიდეოს 1 კვირა ამონტაჟებდა. ბუნებრივია, რომ იმ პერიოდში წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი იუთუბერი გახდებოდა.

„მახსოვს ის შეგრძნება, როდესაც პირველად წავიყვანე საფეხბურთო მატჩი ტელევიზიაში.  გამოვედი კომენტატორის ჯიხურიდან და  გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მალე ხმაზე მიცნობდნენ. განსხვავებული გამოცდილება იყო იუთუბზე: ქუჩაში მამხნევებდნენ და  ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. როდესაც პირველი სპონსორი გამოჩნდა, მივხვდით, რომ ამ საქმეს სერიოზულად უნდა მივყოლოდით. ცოტა ხნის წინ, ახალი არხის შექმნა დავაანონსე და სამმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სპონსორობის სურვილი. თავიდანვე ვიცოდი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა  იყო წმინდა, რომელსაც არავინ უნდა შეხებოდა”, - გაიხსენა გიორგიმ.

ნინუცა ორჯონიკიძესთვის youtube  კარგი საშუალებაა ამბავი იმ ფორმით მოჰყვეს, რომელიც მისთვისაა მისაღები. ამბების მოყოლა და მთა კი მისი სტიქიაა. არხი შექმნა, მეგობრები შემოიკრიბა და მთაში ხეტიალიც დაიწყო, თუმცა მაყურებელი მის ენთუზიაზმს თავიდან არ გაჰყვა, არც მისი ინსტაგრამის გამომწერებს  წასცდენიათ ხელი  youtube-ის არხზე. ნინუცას მცდელობას, არხს რეკლამით მიშველებოდა და დაებუსტა, 1000 დოლარი “ემსხვერპლა”. შედეგი ვერ მოიტანა, თუმცა, გაკვეთილი მიიღო. შემდეგ სტრატეგია შეცვალა, უკვე ცნობილ იუთუბერებთან კოლაბორაციული ვიდეოები შექმნა და ნახვებმაც იმატა.  ახლა არხს 60 000 გამომწერი ჰყავს.

სალომე ყალიჩავა მიიჩნევს, რომ ბრენდმა არა ამბასადორები, არამედ მეგობრები უნდა შემოიკრიბოს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ სეტანტას ორგანული ვიდეოები ჰქონოდა. 

“ცუდია, როცა კომპანია ამ პლატფორმას ფოტო-ვიდეოების ასატვირთ გალერეად იყენებს. ხშირად ვხედავთ დამფუძნებლის  ვიდეოს ათასობით ნახვით და 0 კომენტარით. ასეთ დროს უნდა მიხვდე რომ  შენს ბრენდს კომუნა არ ჰყავს. ამას კი მხოლოდ ვიდეოს დაბუსტვა არ შველის”, - ამბობს სალომე.

2025 წელს Youtube-ზე რეგისტრირებული არხების რაოდენობა 50-70 მილიონამდე მერყეობს.  ყველაზე პოპულარული კი Mrbeast-ია 380 მილიონი გამომწერით, რომელმაც 473 მილიონი დოლარის დაგროვება შეძლო.

დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ youtube-ზე მონეტიზაციის თანხამ ჩვენს ქვეყანაში მოიმატა.  როგორც აღნიშნეს, თემატური არხები ჯერ კიდევ დეფიციტია. ასე რომ, მთავარია დაიწყო და წარმატება გზაში წამოგეწევა.

(R)

 

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მარიამ ქვრივიშვილი: "აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა"
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში 17,3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა
თამარ იოსელიანი: "სულ უფრო იზრდება საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში - 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა"
ილჰამ ალიევი - ჩვენი ბუნებრივი აირი ექსპორტზე 16 ქვეყანაში საქართველოს გავლით გადის, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ვახორციელებთ ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია: უახლესი ინდიკატორები, მესამე განახლება
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
"საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია"-თამარ იოსელიანი
ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
საქართველოს საგარეო ვალი 26.9 მილიარდი დოლარია -ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის თებერვალში 8,8%-ით გაიზარდა
,,მაღაზიებთან, ქსელურ მარკეტებთან, დისტრიბუტორებსა თუ სასურსათო პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ პროდუქტების გაიაფების შესაძლებლობა არსებობს ''- წილოსანი
"სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება" -ვახტანგ ცინცაძე