პრემიერ-მინისტრი დღეს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.
სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.
დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.
მანამდე კი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად დანიის მეფისა და დედოფლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. დანიის მეფე ფრედერიკ X-მ და დედოფალმა მერი ელიზაბეტმა სამიტის მონაწილე ლიდერებს კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში უმასპინძლეს. პრემიერი კოპენჰაგენში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შედიან.
მსგავსი სიახლეები
"პოლიტიკო" – ევროპარლამენტში მიგრანტების დაბრუნების ცენტრების აფრიკაში შექმნას ითხოვენ
მიხეილ სააკაშვილი – წლები წავლენ და წამოვლენ, ქვიშები დარჩებიანო, საბოლოო ჯამში, იდეა ყოველთვის ამარცხებს ფულით შეიარაღებულ ბოროტებას, ოღონდ ეს სამართლიანად ძალიან გვეჩქარება
კახა კალაძე – ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა
კახა კალაძე აგვისტოს ომზე – წინა ხელისუფლებამ თუ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია
კახა კალაძე – გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა
მიხეილ ყაველაშვილი ლატვიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა
კახა კალაძე – 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების "პატრონების" დავალება იყო, ყველაფერი გაეკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად
ლაშა ფარულავა – გია ბარამიძემ, შეიძლება, კონკრეტული ფრაზა და კონტექსტი არასწორად გამოიყენა, მაგრამ მოიხადა ბოდიში, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს
გურამ მაჭარაშვილი – მეხუთე წელია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხალხი იხოცება და ამ დროს ევროკავშირი ფულს ურიცხავს რუსეთს
ირაკლი კობახიძე ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა
ირაკლი კირცხალია – კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები იმ მოდელით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ასეთი დამთხვევების არ მჯერა
ეს არ არის ჩვეულებრივი განცხადება, ან უნებლიედ დაშვებული შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა-გიორგი ვოლსკი
დავით ჩიხელიძე: „მექას შეთანხმება“ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის ძალთა ბალანსის ახალ ეტაპს იწყებს
ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულ ორგანიზაციას საქართველოსთან რაიმე კავშირი არ აქვს, ამ ორგანიზაციას საქართველოში საქმიანობის უფლება არ მიუღია
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ - 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას
ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძეზე: მოახდინა არასწორად ფორმულირება და ჩამოყალიბება ამ სენსიტიურ თემაზე
რადიკალები სრულად გარედან იმართებიან, რასაც ადასტურებს ფაქტი, რომ, საკუთარ ქვეყანაზე თავდასხმის შემდეგ, ისინი ხელგაშლილი ხვდებოდნენ რუსებს - ნინო წილოსანი
სებ - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს
გიორგი სოსიაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, ვინაიდან მაშინ დავალება არ ჰქონდათ
მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს სწორედაც რომ საბოტაჟია და დანაშაულებრივი განცხადებაა ქართველი მეომრების და საკუთარი ქვეყნის მიმართ - გიორგი ვოლსკი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე