მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა-კახა კალაძე
"ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე", - ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში ისაუბრა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ყოველდღიურად გრძნობს.
„პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით დედაქალაქის მოსახლეობის მიმართ იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ურთიერთობა დღემდე არ გაგვიწყვეტია. გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე, არ გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს ყველა პრობლემას, რაც ქალაქშია, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", - აღნიშნა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული არჩევნები არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ქვეყნის გარედან მართულ ძალებს არ მიეცეთ შესაძლებლობა შიდა საქმეებში ჩაერიონ, რადგან გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა ან ქალაქი, უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა.
„ზუსტად ამ მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, იყო დედაქალაქის მერი, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ აბსოლუტურად - დაწყებული ეკოლოგიური მიმართულებით, გაგრძელებული ქალაქის სწორი ურბანული განვითარებით, მიღებული გენერალური გეგმით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, ჯანდაცვის, სოციალური პროგრამებით და ა.შ. თუმცა, ცხადია, უამრავი გამოწვევა დგას. ჩვენ არ გვერიდება ამაზე საუბარი. ღიად ვსაუბრობთ და ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემები და რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხ წელში. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, არ დავუშვათ გარედან მართულ ზოგიერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას ამ არჩევნებით რაიმე შესაძლებლობა მიეცეს. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და სწორედ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფალი, ვინ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმართველობის ხელისუფლებაში და არა გარედან, ვიღაცების ჩარევით დანიშნული პირი. ამის მომსწრენი ვართ და მცდელობები ყოველდღიურად არის - უამრავი შეურაცხყოფა, ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები. ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ ამ ქვეყანას ქართველი ხალხი მართავს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
,, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს''- მიხეილ ყაველაშვილი
„ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე“ - მაკა ბოჭორიშვილი
ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ - ირაკლი კირცხალია
ნიკა ჩიტაძე ირაკლი კირცხალიას: არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო
ირაკლი კირცხალია: ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?!
,, ევროპარლამენტის რიტორიკა თავისუფალ მედიაზე რეალობას აცდენილია''- ტომაშ ფროელიხი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომის პაპ ლეო XIV-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და ფასეულობების ჩამოყალიბება
საგარეო უწყება - ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში უკრაინის ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ პოზიციებს, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას აბრკოლებს
,,ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას''- ანდრეი სიბიგა
რევაზ სოხაძე: მთავრობის მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების მარეგულირებელი ცვლილებათა პაკეტი სექტორში პასუხისმგებლიანი და მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად
მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება - მაკა ბოჭორიშვილი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება
„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს