ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, "ქართულ ოცნებას" და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს -კახა კალაძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მადლობას უხდის ამომრჩეველს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის და საარჩევნო უბნების დახურვამდე თბილისის მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.  

 

 როგორც კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  საარჩევნო შტაბის მონაცემებით, ამ ეტაპზე  „ქართულ ოცნებას" და მის კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს.

 

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ზოგადად, ახასიათებს დაბალი აქტივობა, თბილისში არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 ათასამდე ამომრჩეველმა.

როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართულ ოცნებას" და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ მისულხართ საარჩევნო უბნებზე, მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობა არის გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება და მეტი სიკეთე შევა ჩვენი დედაქალაქის თითოეულ უბანში,"- განაცხადა კახა კალაძემ. 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - "ნაცურ"იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შალვა კერესელიძე - 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, ვხედავთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას
შალვა კერესელიძე - ოპოზიციას ვკითხავდი, რას ვერ იყოფენ? ჩვენ ამ პროცესებს ვემიჯნებით, არჩევნებში მონაწილეობით თურმე ხელისუფლებასთან გარიგებული ვყოფილვართ და აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო
გურამ მაჭარაშვილი - საქართველო ევრობიუროკრატიის მუქარას არ უნდა დაექვემდებაროს, ჩვენ გარკვეული პირობები დავიცავით და უვიზო მიმოსვლა ამიტომ მივიღეთ
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ
ცესკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ირაკლი ჭეიშვილი - ვინმე თუ ფიქრობს, ბრიუსელში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, კი ბატონო, თუმცა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩულის მატარებელი იყო
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
პრემიერი - ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე
საგარეო უწყება - ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
"არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს" – გია ვოლსკი
საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა- ალი მოუჯანი
ირანის ელჩი: ​ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
მარკუს ლამერტი: ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია