არ მივიღებ შენიშვნას, თითქოს ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მივატოვე, შეგრძნება მქონდა, რომ ისინი აღარ იყვნენ რუსთაველზე, პაატა მანჯგალაძე კი სახლში მეგონა -ლევან სანიკიძე
არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მე მივატოვე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არ იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან ერთად და ხომ არ გაემიჯნენ პროცესებს.
„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების კამერებს გადასარევად აქვს ნანახი, ხუთი საათის განმავლობაში სად ვიყავი და სად ვმოძრაობდი. ბოლოს თქვენი კამერებით ვნახე, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა იყვნენ რუსთაველის გამზირზე. როგორც პაატა მანჯგალაძე მეგონა, რომ სახლში იყო წასული, იგივე შეგრძნება მქონდა, რომ ის ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. ჩატებში რა ხდებოდა, ყველამ კარგად იცის და საკუთარ თავზე არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მივატოვე. რომ მცოდნოდა, იქ იყვნენ დარჩენილი, მივიდოდი“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ჟურნალისტმა ლევან სანიკიძეს აჩვენა ვიდეოკადრი და სანიკიძეს მიმართა: „კადრში მურთაზ ზოდელავა, ასევე ირაკლი ნადირაძე სპეცრაზმელების პირისპირ იყვნენ, მიდიოდნენ დასალაპარაკებლად და შემდეგ დაიძაბა ვითარება. მათთან ერთად მხოლოდ სამი ადამიანია, არცერთი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, რაზეც სანიკიძემ აღნიშნა:
„არ ვიცოდი ამ გეგმის შესახებ, მაგალითად, ამ კადრიდან 5 წუთში ვიყავი ორბელიანის მოედანზე და ირაკლი ნადირაძე უკვე წიწაკის სპრეით იყო მოთხვრილი. მგონი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვნახე და ფიზიოლოგიური ხსნარი ვასხი სახეში“.
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა
,,თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის''- მაია ბითაძე გახარიას პარტიას
„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას – დავეხმარებით''- ვიკა ფილფანი
,,თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ!''- ირაკლი ქადაგიშვილი
,,საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვa არის იმ პოლიტიკის გაგრძელებაa, რომელიც ბრიუსელს აქვს''- ნიკოლოზ სამხარაძე
ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც საფუძველი და არც მოლოდინი გვაქვს-ლევან მახაშვილი
,, ევრობიუროკრატთა მხრიდან დუმილი არის მორიგი ნაბიჯი და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ისინი დგანან პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის უკან''- ირაკლი კირცხალია
,,დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში, ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება''- ეკა სეფაშვილი
,,PACE-ის დელეგაციასთან საუბარი შეეხო რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი''- გრიგოლ გეგელია
,, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა''- ბადრი ჯაფარიძე
ოპოზიციის ლიდერები ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას -კახა კალაძე
ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს - იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი -კახა კალაძე
დღეს ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მიჰყვებოდა და კვლავაც მიჰყვება სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, 2022 წლის თებერვალში აღმოჩნდა, რომ ყველამ უცებ დაივიწყა, რასაც მანამდე გვირჩევდნენ - შალვა პაპუაშვილი
,ამბიონი ყველგანაა, სადაც ადამიანი ქრისტეზე იქადაგებს, მაგრამ იქადაგოს ქრისტეზე და ნახავს თუ დატოვებენ მას იქ''- დეკანოზი ალექსანდრე გალდავა დოროთე ყურაშვილზე
საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი ჟენევაში 11 ნოემბერს გაიმართება - ქართული დელეგაცია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა
მუდმივად ნუ გვთხოვთ, დავდგეთ დებატების, რომელიღაცა მხარეს, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით, ხმას არ ვიღებთ იმიტომ, რომ პროტესტის მხარეს ბევრი ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი დგას - ანდრია ჯაღმაიძე
,,გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის''- გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ''- ლევან მახაშვილი