ცხოვრებაში არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ, წარმოდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ - ირაკლი ნადირაძე

 

როგორც ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ყველა ეს ბრალდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა იყოს წარდგენილი.

„ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ. წარმოდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი, რასაც მედავებიან, სახელმწიფოს კონსტიტუციური დამხობაა. ის, ვინც ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად დაამხო, არის ბიძინა ივანიშვილი. მან გააყალბა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება. არავინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, შარშან, ნოემბერში გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა. ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილის. რაც შეეხება მეორე ბრალს, ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, ვინმეს თუ ჰყავს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბატონო პროკურორებო, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზეც ბრალი წარუდგინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მესამე – სტრატეგიული ობიექტების დაკავება. ეს სტრატეგიული ობიექტები ეკუთვნის ხალხს და იქ უნდა ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ხალხს ემსახურებიან. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიტაცებული ხელისუფლების გამო, ამ შენობებში სხედან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკავებული არიან, როგორ მოიპარონ და როგორ იცხოვრონ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზეც ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, არსად დამალვას რომ არ ვაპირებ, ეს დაკავების დროსაც გამოჩნდა. არ ვაპირებ დამალვას. ვინმეს თუ უნდა, სადმე წავიდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მას და მის გუნდს არ გავახარებ. პატიმრობა თუ იქნება გამოყენებული, ამას მოცემულობად მივიღებ. პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია. მადლობა მათ ბრძოლისთვის“,  – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ირაკლი ნადირაძეს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.

სასამართლომ ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
,, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს''- მიხეილ ყაველაშვილი
„ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე“ - მაკა ბოჭორიშვილი
ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ - ირაკლი კირცხალია
ნიკა ჩიტაძე ირაკლი კირცხალიას: არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო
ირაკლი კირცხალია: ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?!
,, ევროპარლამენტის რიტორიკა თავისუფალ მედიაზე რეალობას აცდენილია''- ტომაშ ფროელიხი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომის პაპ ლეო XIV-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და ფასეულობების ჩამოყალიბება
საგარეო უწყება - ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში უკრაინის ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ პოზიციებს, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას აბრკოლებს
,,ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას''- ანდრეი სიბიგა
რევაზ სოხაძე: მთავრობის მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების მარეგულირებელი ცვლილებათა პაკეტი სექტორში პასუხისმგებლიანი და მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად
მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება - მაკა ბოჭორიშვილი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება
„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს