,,ჩვენი პარტიის პოზიციაა, არ ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში, არამედ პატივი ვცეთ მას''- პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი

“ვხედავთ გერმანიის ელჩის მიერ შიდა საქმეებში – ეს პრობლემაა. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში კი არ უნდა ვერეოდეთ, არამედ პატივი ვცეთ საქართველოს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან პრაგმატული და დიპლომატიური ურთიერთობა გვსურს”, – განაცხადა „ქრონიკასთან“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ტომაშ ფროელიხმა.

როგორც მან აღნიშნა, არცერთ სხვა სახელმწიფოში არ არის ერთ სულ მოსახლეზე იმდენი უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეო“, რამდენიც საქართველოშია და აცხადებს, რომ ეს სერიოზული პრობლემაა.

„ასევე ვხედავთ გერმანიის ელჩის მიერ შიდა საქმეებში ჩარევას – ეს პრობლემაა. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში კი არ უნდა ვერეოდეთ, არამედ პატივი ვცეთ საქართველოს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან პრაგმატული ​​და დიპლომატიური ურთიერთობა გვსურს. თუმცა ისეთი ქმედებები, ანუ იმ „ენჯეოების“ დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობას ეწინააღმდეგებიან, პროვოკაციას წარმოადგენს.

გავიგეთ ჭორები, რომ ოპოზიციის ლიდერი, ხაზარაძე ბინას აქირავებს გერმანიის ელჩზე. ეს თუ სიმართლეა, მაშინ ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან პროვოკაცია იქნება, თუკი გერმანიის ელჩი ოპოზიციის ლიდერისგან ბინას ქირაობს“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პასუხები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა.

ოფიციალურ ინფორმაციაში გერმანიის მთავრობა ასაჯაროებს თანხებს, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო.





მსგავსი სიახლეები
ტამიშის ბრძოლიდან 33 წელი გავიდა - "...მათი დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის საბრძოლო ისტორიაში, კიდევ ერთი, დიდი, დიადი გმირობისა და თავდადების ფურცელი ჩაიწერა!.."-კობა კობალაძე
დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს -გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
Reuters: გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას
ირაკლი კობახიძე – პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაზიანებულიყო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები, იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შეიცვლება
ნიკა გვარამია – არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან "ნაციონალური მოძრაობა" და არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია "ახალს" და მის ლიდერებს თავს არ დაესხან
ნაოსნობაში ახალი წესებია - პირველი ივლისიდან წყალში გასვლა ახალ პასუხისმგებლობასთან იქნება დაკავშირებული
აბას არაღჩი – ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის აღდგენა მხოლოდ ირანის პასუხისმგებლობაა, სხვა არც ერთ ქვეყანას ამ საკითხში ჩარევის უფლება არ აქვს
გიორგი პატარიძე – კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
აშშ-ის საელჩო – DFC-მა კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას მოხმარდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს