,,ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის''- მაკა ბოჭორიშვილი

ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხება ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

„საქართველო არის საპატიო სტუმრის სტატუსით შანხაი ექსპოზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, ყველა მიმართულებით თანამშრომლობა განვიხილოთ ჩინეთთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გლობალურ კონტექსტში სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, როდესაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ. ჩინეთთან ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს თანამშრომლობასა და მუშაობას.

აქედან გამომდინარე, ეს ვიზიტი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ სასაუბროდ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის განცხადებასაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
,,ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს''- „როიტერი“
სიდნეიში, პლაჟზე, სადაც ხანუკას ზეიმობდნენ, ცეცხლი გახსნეს
პოლიტიკო - გერმანია ჯარისკაცებს პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად გაგზავნის, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს ესაზღვრება
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც - გულითად მადლობას ვუხდი ქართულ სამრევლოს, რომელმაც შეძლო ქართულ ენაზე ღვთის სადიდებლად აღნიშნული საქმის განხორციელება -პატრიარქი ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო
ჟურნალმა "თაიმმა" 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა
ირაკლი კუპრაძე ელისაშვილზე: ჩვენც გვთხოვენ, რომ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია... როგორ შეიძლება, სხვა პარტიის თავმჯდომარე გავრიცხო ჩემი პარტიიდან?
ნუგზარ წიკლაური: მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი - ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით
Politico: ნატოს, ალიანსიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში, გეგმა არ აქვს
„ქართველმა ხალხმა რადგან ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, თვითონ გაგიღოთ კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ...“ - მიხეილ სააკაშვილი
,,უნდა დავინახოთ ის სურათი, თუ რა შესთავაზა ტრამპმა მსოფლიოს''- ზურაბ ქადაგიძე
ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ჩინეთს, რუსეთსა და ინდოეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
,,სამწუხაროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ყოველთვის ჩანს უკრაინის სპეცსამსახურების ხელი''- ირაკლი ქადაგიშვილი
6 დეკემბერს იტალიის ქალაქ პალმა დი მონტეკიაროში, ჰერცოგების ისტორიულ სასახლეში, ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
"ფარას"კანონი იძლევა საშუალებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკა საზოგადოებისთვის ხილვადი გავხადოთ-ირაკლი ქადაგიშვილი
,, ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია, ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა, არ გვეგონა''- იონათამიშვილი
,კამიტი არის მომაკვდინებელი, ეს ხალხი ცოცხალია, დავასრულეთ'' - მაია ნიკოლეიშვილი
მართლაც მნიშვნელოვან საგამოძიებო კომისიაში გახარიას პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო, ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა-გურამ მაჭარაშვილი