პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრები მუნთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს მიმართავენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრები მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია მუნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, ასევე განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

როგორც „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაუყოვნებლივ უნდა მოამზადონ ერთიანი სამოქმედო გეგმა ინფექციის მეტად გავრცელების რეალური პრევენციისთვის.

„პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის" ვეხმაურებით ქვეყანაში ზოგადსაგანმენათლებლო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პარაზიტული ინფექციის, მუნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას. პარადოქსული ის ფაქტია, რომ ინფორმაციას მშობლები გვამცნობენ და არა ის უწყებები, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეებში მოზარდების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი, ვინც ვალდებულია, მსგავსი ტიპის შეტყობინება, გაფრთხილება, მისი თავიდან არიდების ინსტრუქცია თავად დააორგანიზოს და მიაწოდოს თითოეულ მოსწავლეს, აღსაზრდელს, თუ მშობელს. კოლეგებთან ერთად დავათვალიერეთ თბილისის რამდენიმე სკოლა, სადაც მუნის შემთხვევები დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო თვითრეგულირებით, ანუ შეშფოთებული მშობლების ინდივიდუალური გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდენილ რეაგირებას, აღმოჩნდა, რომ არცერთ შემთხვევაში მათ არ ჰქონდათ მიღებული ინსტრუქცია არცერთი კომპეტენტური უწყებიდან გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და თავად გადაწყვიტეს, ემართათ პროცესი. მიმართეს სადეზინფექციო სამსახურს, რომლის მომსახურება გადატვირთული რეჟიმის გამო ყოვნდება, აქედან გამომდინარე, საკუთარი რესურსებით დაიწყეს სკოლის შენობის სანიტარული დამუშავება. ინფექციის ასე მასშტაბურად გავრცელება მიუთითებს სისტემურ გამოწვევებზე - მოშლილია პრევენციული, დამდგარ შემთხვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმები. ამ შემთხვევაში, საუბარია განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე. აღმოჩნდა, სანიტარული ნორმების სტანდარტები აუხეშად არის დარღვეული სკოლებსა და ბაღებში. არ არსებობს ერთიანი პროტოკოლი, რომელიც დაავალდებულებს სკოლებისა და ბაღების ადმინისტრაციას, დროულად აცნობონ მშობლებს მოსწავლის პოტენციური ინფიცირების შესახებ. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაუყოვნებლივ უნდა მოამზადონ ერთიანი სამოქმედო გეგმა ინფექციის მეტად გავრცელების რეალური პრევენციისთვის. მოგეხსენებათ, მუნი არა მხოლოდ მოზარდებს შორის ვრცელდება სწრაფად, ის შესაძლოა, სოციალურ პრობლემაში გადაიზარდოს. ბავშვების ჯანმრთელობაზე დუმილი დანაშაულია განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფო ინფორმირებულია და არ მოქმედებს", - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

ამასთან, „გახარია საქართველოსთვის" კიდევ ერთი წევრის, ტატა ხვედელიანის თქმით, მოქალაქეები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი პრევენციული ზომების შესახებ.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს, მოგვაწოდონ დეტალური ინფორმაცია სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში მუნის გავრცელების მასშტაბების, ეპიდემიოლოგიური ფორმებისა და მიღებული პრევენციული ზომების შესახებ. მიმდინარე ვითარება ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე - მოქალაქეები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი პრევენციული ზომების შესახებ. დღევანდელი კრიზისული ვითარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სასწავლო პროცესში ჩართული ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებას. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, პროაქტიულად და დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ინფექციის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, ასევე განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. აუცილებელია მოქალაქეებმა იცოდნენ, რამდენად ეფექტური იყო პრევენციული ნაბიჯები და შეიძლებოდა თუ არა დროული რეაგირებით დღევანდელი შედეგების თავიდან აცილება", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

 





მსგავსი სიახლეები
,,ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს''- „როიტერი“
სიდნეიში, პლაჟზე, სადაც ხანუკას ზეიმობდნენ, ცეცხლი გახსნეს
პოლიტიკო - გერმანია ჯარისკაცებს პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად გაგზავნის, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს ესაზღვრება
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც - გულითად მადლობას ვუხდი ქართულ სამრევლოს, რომელმაც შეძლო ქართულ ენაზე ღვთის სადიდებლად აღნიშნული საქმის განხორციელება -პატრიარქი ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო
ჟურნალმა "თაიმმა" 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა
ირაკლი კუპრაძე ელისაშვილზე: ჩვენც გვთხოვენ, რომ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია... როგორ შეიძლება, სხვა პარტიის თავმჯდომარე გავრიცხო ჩემი პარტიიდან?
ნუგზარ წიკლაური: მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი - ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით
Politico: ნატოს, ალიანსიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში, გეგმა არ აქვს
„ქართველმა ხალხმა რადგან ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, თვითონ გაგიღოთ კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ...“ - მიხეილ სააკაშვილი
,,უნდა დავინახოთ ის სურათი, თუ რა შესთავაზა ტრამპმა მსოფლიოს''- ზურაბ ქადაგიძე
ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ჩინეთს, რუსეთსა და ინდოეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
,,სამწუხაროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ყოველთვის ჩანს უკრაინის სპეცსამსახურების ხელი''- ირაკლი ქადაგიშვილი
6 დეკემბერს იტალიის ქალაქ პალმა დი მონტეკიაროში, ჰერცოგების ისტორიულ სასახლეში, ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
"ფარას"კანონი იძლევა საშუალებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკა საზოგადოებისთვის ხილვადი გავხადოთ-ირაკლი ქადაგიშვილი
,, ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია, ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა, არ გვეგონა''- იონათამიშვილი
,კამიტი არის მომაკვდინებელი, ეს ხალხი ცოცხალია, დავასრულეთ'' - მაია ნიკოლეიშვილი
მართლაც მნიშვნელოვან საგამოძიებო კომისიაში გახარიას პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო, ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა-გურამ მაჭარაშვილი