„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ''- ლევან მახაშვილი

„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია, პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული პირები წლების განმავლობაში შემჩნეული იყვნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში.

„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პერიოდი, როდესაც ადამიანებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური საქმიანობისა, თუ სხვა პროფესიისა, შეუძლიათ, სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუტიონ, შტურმი განახორციელონ, მტრული ნაბიჯები გადადგან ქვეყნის წინააღმდეგ და ეს დარჩეს დაუსჯელი. რასაც პროკურატურა აკეთებს, არის იმ პროცესების სამართლებრივი შეფასება, რაც საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში გასული ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, გავრცელებული ინფორმაცია თუ სიმართლეა, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება სწორედ იმ პროცესისა, რასაც დღეს პროკურატურა ახორციელებს. ეს ახალი არ არის, წლების განმავლობაში ეს ადამიანები შემჩნეული იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს ყველაფერი ხელის გულზე გამოდის. ამ პროცესს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ვინმესთვის.

ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია, პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს. ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლდა მითი მათთვის, ვისაც არ სჯეროდა, რომ აქცია შეიძლებოდა ყოფილიყო ორგანიზებული. სად არის აქ სპონტანურობა? ეს პროცესები არცერთი წამით არ ყოფილა სპონტანური, მოქალაქეების ემოციების გამოყენებით, ორგანიზებულად, გარე დაფინანსებით ხდებოდა და დღემდე ხდება ამ პროცესების მართვა, წახალისება, ცეცხლის შენთება. ამ ჩანაწერებით ეს კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა გულწრფელ ემოციებთან, სპონტანურობასთან, არამედ კარგად ორგანიზებულ, დაგეგმილ, წახალისებულ, დაფინანსებულ სპეცოპერაციასთან“, – განაცხადა მახაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა
"პოლიტიკო" – ევროპარლამენტში მიგრანტების დაბრუნების ცენტრების აფრიკაში შექმნას ითხოვენ
მიხეილ სააკაშვილი – წლები წავლენ და წამოვლენ, ქვიშები დარჩებიანო, საბოლოო ჯამში, იდეა ყოველთვის ამარცხებს ფულით შეიარაღებულ ბოროტებას, ოღონდ ეს სამართლიანად ძალიან გვეჩქარება
კახა კალაძე – ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა
კახა კალაძე აგვისტოს ომზე – წინა ხელისუფლებამ თუ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია
კახა კალაძე – გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა
მიხეილ ყაველაშვილი ლატვიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა
კახა კალაძე – 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების "პატრონების" დავალება იყო, ყველაფერი გაეკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად
ლაშა ფარულავა – გია ბარამიძემ, შეიძლება, კონკრეტული ფრაზა და კონტექსტი არასწორად გამოიყენა, მაგრამ მოიხადა ბოდიში, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს
გურამ მაჭარაშვილი – მეხუთე წელია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხალხი იხოცება და ამ დროს ევროკავშირი ფულს ურიცხავს რუსეთს
ირაკლი კობახიძე ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა
ირაკლი კირცხალია – კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები იმ მოდელით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ასეთი დამთხვევების არ მჯერა
ეს არ არის ჩვეულებრივი განცხადება, ან უნებლიედ დაშვებული შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა-გიორგი ვოლსკი
დავით ჩიხელიძე: „მექას შეთანხმება“ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის ძალთა ბალანსის ახალ ეტაპს იწყებს
ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულ ორგანიზაციას საქართველოსთან რაიმე კავშირი არ აქვს, ამ ორგანიზაციას საქართველოში საქმიანობის უფლება არ მიუღია
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ - 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას
ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძეზე: მოახდინა არასწორად ფორმულირება და ჩამოყალიბება ამ სენსიტიურ თემაზე
რადიკალები სრულად გარედან იმართებიან, რასაც ადასტურებს ფაქტი, რომ, საკუთარ ქვეყანაზე თავდასხმის შემდეგ, ისინი ხელგაშლილი ხვდებოდნენ რუსებს - ნინო წილოსანი
სებ - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს
გიორგი სოსიაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, ვინაიდან მაშინ დავალება არ ჰქონდათ