,,დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე''- ზვიად გაბისონია
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა,“- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.
„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.
იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება,“ - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
10 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
მდინარე ჭანისწყალში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების დადგენილი ტესტირებები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
9 აგვისტოს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც პანტელეიმონ მკურნალისადმი იკითხება - დღეს წმინდანის ხსენების დღეა
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები - 9-11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს - როგორი ამინდი გველოდება 7–15 აგვისტოს
თბილისის მერია 8 აგვისტოს პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობის შეიზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და აფხაზეთის მეომართა კავშირმა ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართეს
გიგა ავალიანის დედა - თუ გიგა იყო პედოფილი, 28 წლის და 8 თვის მანძილზე, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო, მაშინ როცა 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს! - იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა
„მომხმარებელს ჰგონია, რომ ყვითელი ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში...“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება
შემოსავლების სამსახური საბაჟო-გამშვებ პუნქტ "სარფში" ტრანზიტულად შემოსულ ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გიგა ავალიანის დედა - ჩემი შვილი მიატოვეს, მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! - ნია იმნაძის დედას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს - ჩემი აზრით, ანასტასია ბერუაშვილსაც დაიჭერენ
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება
თბილისის მეტროსა და „საქართველოს რკინიგზის“ მუშაობა შეფერხებულია
სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი – „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას მოხდა სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი
გივი მიქანაძე – ფორმა სავალდებულოა დაწყებით კლასებში, მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს