დეკანოზი იოანე: მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში დაბარებულები იყვნენ მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო

„მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში არ იყვნენ დაბარებული მათი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე, არამედ ეს მხოლოდ იქიდან გამომდინარე იყო, რომ მათ ჰქონდათ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებები სასულიერო პირებისა და იერარქების მიმართ“, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა მამა დოროთესა და მამა ილიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

დეკანოზის განცხადებით, სასულიერო პირების საპატრიარქოს კომისიაზე დაბარება პირველივე შემთხვევაში არ მომხდარა.

„მამა დოროთეს შემთხვევაში მოხდა მისი ძმებთან შეხვედრა და ძმური დარიგება მიეცა მას. მამა ილიას შემთხვევაში ის შეხვდა მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს, იმისთვის, რომ მამაშვილური შეგონება მიეღო. რადგან მამა დოროთემ არ შეცვალა თავისი პოზიციები, შემდგომში მისი დაბარება მოხდა კომისიაზე და მამა ილიამ, როცა არ შეცვალა პოზიციები, მოუწოდეს, რომ დაეტოვებინა საპატრიარქო, მე თავად გამოვაცილე საპატრიარქოდან“, - აღნიშნა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15 დეკემბერსის ამინდის პროგნოზი
თოვლმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია - რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება
ღვთის სასუფეველი - ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი''-მეუფე შიო
ქარმა მოგლიჯა ხეები, სახლებს სახურავები გადახადა, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება - სტიქია კახეთში
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – მეცნიერების კვლევა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ვრცელებს
წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
14 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 000-მდე შემოწმებული კვების ობიექტი და გამოვლენილი 1 600 დარღვევა - სურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმებას ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს
საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
დღევანდელი განსაცდელები ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა ისტორიის, საუკუნეების განმავლობაში -მეუფე შიო
გორსა და წყალტუბოში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება
13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
„ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი - 13 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია