საქართველო მიჰყვებოდა და კვლავაც მიჰყვება სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, 2022 წლის თებერვალში აღმოჩნდა, რომ ყველამ უცებ დაივიწყა, რასაც მანამდე გვირჩევდნენ - შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელში გამოქვეყნებულმა გაფართოების წლიურმა ანგარიშმა მწვავე რეაქცია გამოიწვია თბილისში - საქართველო ერთადერთ კანდიდატ ქვეყნად დასახელდა, რომლის პროგრესიც არ აღიარეს.

"ევროკავშირის მხრიდან მიდგომა უსამართლო და მიკერძოებულია" - აცხადებენ თბილისში და განმარტავენ, რომ ბრიუსელში გადაწყვეტილებები არა კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურით მიიღება. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, ევროპული ბიუროკრატიის მსგავსი მიდგომა, ურთიერთობის დაზიანებასთან ერთად, ქვეყანაში ევრო-სკეპტიციზმს ახალისებს.

სად გადის ზღვარი სამართლიან კრიტიკასა და პოლიტიკურ ზეწოლას შორის? რას ნიშნავს ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთვის და რაზე მიუთითებს ის გეოპოლიტიკურ კონტექსტში? - "კურიერი P.S.-მა" პარლამენტის თავმჯდომარესთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია ვაკვირდებით, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური იარაღი ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედების მოსახდენად. ამ ანგარიშს თუ შევხედავთ, ის ნაწილი, რომელიც ეხება რეალურად ინტეგრაციას, იქ დადებითი შეფასებები არის, თუმცა ძალიან მწირი, მშრალი, მოკლე და ე.წ. პოლიტიკური ნაწილი, სადაც შემოქმედებითი თავისუფლება აქვს გარკვეულწილად ევროკომისიას, არის ძალიან აგრესიული, ცრუ ნარატივებზე აწყობილი და ფართო.

საქართველო მიჰყვებოდა და კვლავაც მიჰყვება სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას. ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების მოწოდებაც, რჩევაც, სურვილიც და, გარკვეულწილად, ზეწოლაც, რომ საქართველოს 2008 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით არ ჰქონოდა სამხედრო რიტორიკა, ესკალაციის გზა და ა.შ. თუმცა, 2022 წლის თებერვალში აღმოჩნდა, რომ ყველამ უცებ დაივიწყა, რასაც მანამდე გვირჩევდნენ - სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას და ზუსტად იმ მომენტში, როდესაც საჭირო იყო ეს პოლიტიკა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ესკალაცია რუსეთთან, მოითხოვეს სანქციების დაწესებით, საზღვრის ჩაკეტვით, ცის ჩაკეტვით, ვაჭრობის შეწყვეტით და სხვადასხვა გზებით, რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რისი ბოლოც საქართველომ ძალიან კარგად იცის საკუთარი უახლესი წარსულიდან.

ერთ-ერთი პუნქტი შეეხებოდა, თითქოს საქართველო სისტემატურად არ უერთდება უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციებს თუ განცხადებებს, რაც არის მტკნარი სიცრუე. ათასზე მეტ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის რეზოლუციას, განცხადებას და სხვადასხვა ინსტრუმენტს მიუერთდა ან იყო ინიციატორი საქართველო. ამის თქმა და ჩაწერა ანგარიშში ანგარიშში, აჩვენებს სამარცხვინო უმადურობას, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
,, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს''- ირაკლი კობახიძე
,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება''- პრემიერი
,,ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში''- პრემიერი
,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარეს ირჩევენ
პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს - დავით მათიკაშვილი
,,ეს ძალები მიეჩვივნენ იმას, რომ ყოველთვის სხვა ეწირებოდა მათ ინტერესებს და სხვა კვდებოდა მათი უსაფრთხოებისთვის''- ვატო შაქარიშვილი
გაუკვირდათ, როდესაც ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ევრობიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში პოლიტიკა არ შეიცვალა, უკვე ფაქტობრივად, ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო -გურამ მაჭარაშვილი
კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს -გრიგოლ გეგელია
ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება-საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება"
,,საქართველოსთან ყველას დიდი გული აქვს''- ირაკლი ხელაძე
არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს -ლევან მახაშვილი
ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია -თაზო დათუნაშვილი
პეტერ ფიშერი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, იმედია, მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე-ირაკლი კობახიძე
ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია -შალვა პაპუაშვილი