,, ევრობიუროკრატთა მხრიდან დუმილი არის მორიგი ნაბიჯი და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ისინი დგანან პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის უკან''- ირაკლი კირცხალია
არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის დუმილი, რომელიც ბევრ განცხადებაზე უფრო მეტად ხმამაღალი განცხადებაა, ეს დუმილი არის ის გამოძახილი და პოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ე.წ მეგობრებს აქვთ, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული შტურმის თაობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების დუმილთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ევრობიუროკრატთა მხრიდან დუმილი არის მორიგი ნაბიჯი და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ისინი დგანან პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის უკან.
„ეს არის სამწუხაროდ ის პოზიცია და დაკვეთა აგენტურული ქსელის მიმართ, რომელსაც ესენი ახორციელებენ. არა მხოლოდ ეს, ნებისმიერი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც თვითონვე გახადეს ჩალის ფასი, ნებისმიერი ის პოლიტიკური განცხადება, თუ ქმედება, რომელიც ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობისტების ტვინში იხარშება და შემდეგ სცენარებში გადმოდის დახურულ კარს მიღმა კაბინეტებში, თუ აქ კონკრეტული დიპლომატების სახლებში, თუ ოფისებში პირდაპირ დაწერილი სცენარებით ეს არის იმის ნათელი მაგალითი თუ როგორი უსტანდარტობით და უსამართლობით არის დაკავებული ჩვენი ქვეყნის მიმართ ის კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება აქ ოპოზიციურ ჯგუფებზე კარგად იცნობს, სახელებით, გვარებით და თანამდებობებით, მოქმედებს, თუ ყოფილებს. მორიგი ნაბიჯი, მორიგი დუმილი და მორიგი დუმილი ნიშნავს ხმამაღალ განცხადებას, რომ დიახ ჩვენ ვდგავართ ამ ყველაფრის უკან. ეს არის სამწუხარო და ასევე, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება უპასუხებს და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა, ჩვენი სახით, იმ პოლიტიკური გუნდის სახით, რომელთაც მათ დაუჭირეს მხარი და ანდეს ქვეყნის სადავეები და მათ ჩვენ ძალიან მკაფიოდ და მკაცრად ვუპასუხებთ, რომ ინსტიტუციონალურ დონეზე ჩვენი ქვეყანა აგრძელებს იმ ფასეულობების და ღირებულებების მხარდაჭერას, იმ ხელშეკრულებების ზედმიწევნით მიყოლას, მაგრამ რაც შეეხება იმ უსამართლო პოლიტიკას, რომელიც მოდის ბრიუსელიდან ამას გავცემთ ყოველთვის სამართლიან პასუხს. ყოველთვის ვამხელთ მათ უსამართლობას, უსტანდარტობას და მოურიდებლად ვეტყვით, რომ ჩვენ ვემხრობით იმ ევროპას და ჩვენ გვწამს იმ ევროპის, რაც ჩვენში დევს ისტორიულად, ეს არის ის ღირებულებები, რაც ისტორიულად მოგვდევს ჩვენს ქვეყანას, კულტურას რისგანაც დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია არის დაცლილი“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალიას განცხადებით, ევროპასა და აშშ-ში თანდათან იღვიძებს საღი აზრი და საქართველოს ხელისუფლება, სწორედ ამ საღი აზრის მომხრე და მხარდამჭერია.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროპაში უნდა დაბრუნდეს ევროპა და ევროპული ღირებულებები, მიუხედავად იმ მეინსტრიმ მედიებისა, რომლებიც ძალიან კარგად არის ლუსტრირებული, როგორც აშშ-ის, ასევე ბრიუსელის მხრიდან, ჩვენი საზოგადოებაც ძალიან კარგად ადევნებს თვალყურს, რაც არ უნდა ფუთონ ეს თავიანთი უსტანდარტობა თავიანთ ქვეყანაში, ხედავთ, რომ წვეთ-წვეთად არჩევნებიდან არჩევნებამდე როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში იღვიძებს საღი აზრი, და ჩვენ ვართ იმ საღი აზრის მომხრე და მხარდამჭერი, რომელი საღი აზრიც ითვალისწინებს პარიტეტულ, ღირსეულ პარტნიორობას და ითვალისწინებს იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რომელზეც, ყოველ შემთხვევაში, იდგა ევროპა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მსგავსი სიახლეები
,, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს''- მიხეილ ყაველაშვილი
„ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე“ - მაკა ბოჭორიშვილი
ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ - ირაკლი კირცხალია
ნიკა ჩიტაძე ირაკლი კირცხალიას: არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო
ირაკლი კირცხალია: ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?!
,, ევროპარლამენტის რიტორიკა თავისუფალ მედიაზე რეალობას აცდენილია''- ტომაშ ფროელიხი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომის პაპ ლეო XIV-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და ფასეულობების ჩამოყალიბება
საგარეო უწყება - ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში უკრაინის ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ პოზიციებს, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას აბრკოლებს
,,ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას''- ანდრეი სიბიგა
რევაზ სოხაძე: მთავრობის მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების მარეგულირებელი ცვლილებათა პაკეტი სექტორში პასუხისმგებლიანი და მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად
მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება - მაკა ბოჭორიშვილი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება
„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს
,,არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში''-