,,თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ!''- ირაკლი ქადაგიშვილი

„ახლა რასაც ვუყურებთ, გვაქვს ფარისევლობის პერფორმანსი, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის, უბრალოდ, ამაზე გვესაუბრება ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც თავისი ლიდერის თამადობით საქართველო ყველაზე უფრო მძიმე მომენტში მიატოვა და უღალატა. უღალატა იმიტომ, რომ გადარჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩისგან - ხელისუფლება უნდა ჩამოშლილიყო“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური ლიდერი (გიორგი გახარია) პასუხისმგებლობას გაექცა და ქვეყნიდან გაიქცა.

„ქართული ოცნება“ კი პასუხისმგებლობის ამღები პარტიაა. მაშინაც, როცა გახარია ხელისუფლებას შლიდა, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა. დღეს, როცა გამოწვევებია, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და ნაბიჯები გადავდგით. დღეს რომ გინდათ უკეთესი ცხოვრება ქვეყნისათვის, მაგრამ ფარისევლურად ებრძვით ინვესტიციას, ჩვენ ამ ინვესტიციებს განვახორციელებთ. დღეს, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თითქოს „ნაცებისთვის“ ხელი არ შეგიწყვიათ, ჩვენ სწორედ „ნაცების“ წინააღმდეგ შეგვაქვს ეს საკონსტიტუციო სარჩელი. ამიტომ, კიდევ ერთხელ - თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ და თუ რამე საქმიანი წინადადება გაქვთ, თქვით და გავითვალისწინებთ“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.





მსგავსი სიახლეები
„ძლიერი საქართველო – ლელო“ – „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, გააუქმოს პარტია, მაგრამ ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს
გიორგი ვოლსკი: არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები
ლევან მახაშვილი – საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
ანა წითლიძე – არნახულმა რეპრესიებმა ვერ გატეხა და ვერ დააჩოქა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს თავისუფლებისთვის
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, "ოცნება" აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
მაკა ბოჭორიშვილი აბუ დაბიში კონფერენციაში Raisina Middle East-ი მიიღებს მონაწილეობას
დავით მათიკაშვილი – ვენეციის კომისია მცდარ დასკვნებს აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
თორნიკე ჭეიშვილი – ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნა
პაატა მანჯგალაძე – არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა
ირაკლი ქადაგიშვილი: გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს
ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებზე დასკვნას აქვეყნებს
ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლის გამო გასაცემი ფულადი დახმარება
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი
ვეტერანების დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემლის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა - ეს არის ის სამი თემა, რომელიც, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებულ ბიუჯეტში - სოზარ სუბარი
შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და უმსგავსობა ჩაიდინა
"საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ კომპენსაციების პროგრამა" - გიორგი ცაგარეიშვილი​
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ, არაფერი დასაძრახი არ არის
მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა
რომან გოცირიძე – როგორც ამბობენ, ნანა ყეინიშვილი დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან, ყეინიშვილი მოქმედებს მარტო, ამაში ეჭვიც არ მეპარება