„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას – დავეხმარებით''- ვიკა ფილფანი

„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას, დავეხმარებით, სწორ, ეფექტურ მეთოდებს შევთავაზებთ, რომლებიც ნამდვილად აზღვევს კორუფციას, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ფილფანმა „იგლი ჰილსის“ პროექტზე საუბრისას აღნიშნა, პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია.

„მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები შემოდიოდეს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, სჯობს, დასავლური ინვესტიცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია.

პრემიერი, რომელიც ამაყობს, რომ მთავრობის ყველა დადგენილებას ასაჯაროვებს და კორუფციას ებძვის, მისი საქმიანობა კი გამჭირვალეა, ამ დროს თბილისის მერად ყავს კალაძე და 6,5 მილიარდიანი ინვესტიციის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, შეთანხმების პირობებსა და სახელმწიფომ რა სარგებელი უნდა მიიღოს ამ ინვესტიციის შედეგად მალავს. მაშინ როდესაც მთავარი აქტივი არის სახელმწიფოს საკუთრება ბოლო და უნიკალური.

რამდენიმე დღის წინ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ემიგრანტი ოჯახის წევრების მიერ საკვებისთვის გამოგზავნილი ყველა თეთრი დაარეგისტრირებინეთ.

ერთი წლის წინ გამჭვირვალობას ითხოვდით ორგანიზაციებისგან და დონორებისგან, იმ თანხების გასაჯაროებას რეგიონებში ზოგან რომ დიალეზის აპარატს მოხმარდა, ზოგან სამაშველო სფეროს და ზოგან განათლებას.

საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები მნიშვნელოვანია, რადგან მიწა, რომელიც გადაეცემათ ინვესტორებს სახელმწიფო მნიშვნელობისაა – ერთი სანაპირო ზოლს ეკუთვნის, მეორე კი ტყე-პარკია, თბილისისა და რუსთავისთვის ეკოლოგიური მნიშვნელობის მატარებელი. 2010 წლიდან აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნოდა აკლესიას, 2019 წელს კი სახელმწიფო აქტიურად უწევდა რეკლამირებას კრწანისი ტყე-პარკის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის შექმნას. როგორც აღმოჩნდა სახელმწიფომ უარი თქვა აღნიშნულ პროექტზე და თბილისის მიმდებარედ საუკეთესო ტერიტორიის ბედი გაურკვეველია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი ინვესტიცია ქვეყანაში არის მისასალმებელი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინვესტიციის შედეგები სახელმწიფოსთვის. თქვენ გიკვირთ, რატომ ვითხოვთ ჩვენ და მოქალაქეები ინვესტიციის პირობების და ხელშეკრულების გასაჯაროებას, გიკვირთ იმის ფონზე, რომ ყოველდღიურად კორუფციის ბრალდებით აკავებთ საკუთარი რიგებში მყოფ მაღალჩინოსნებს.

„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას – დავეხმარებით. სწორ, ეფექტურ მეთოდებს შევთავაზებთ, რომლებიც ნამდვილად აზღვევს კორუფციას. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ: ასობით მილიონი ლარის გათეთრების საქმეზე კორუფციულ კვალს მალავენ და ეროვნულ ინსტიტუტებში ასეთი მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემების დაშლის ნაცვლად კობახიძე- კალაძის დაჯგუფება კორუფციას სკოლის მასწავლებლებში ებრძვის.

ყველაფერი თუ სახელმწიფოს სასარგებლოდაა, კორუფციასთან არ გვაქვს საქმე და ამ ინვესტიციით იმ ტერიტორიის საპირწონე სარგებელს მიიღებს სახელმწიფო, მოგიწოდებთ, პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა პროექტის განხორციელებაზეა საუბარი, რა არის ხელშეკრულების პირობები, ფასი, ვადები, სარგებელი ყველა მხარისთვის, შეგახსენებთ, რომ ტერიტორიები, რომელზეც ვსაუბრობთ თითოეული მოქალაქის საკუთრებაა, სწორედ ეს გვაძლევს აქ კითხვების დასმის უფლებას და უფლებას გავიგოთ რა სარგებელს მიიღებს სახელმწიფო?“, – განაცხადა ფილფანმა.





მსგავსი სიახლეები
,, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს''- ირაკლი კობახიძე
,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება''- პრემიერი
,,ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში''- პრემიერი
,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარეს ირჩევენ
პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს - დავით მათიკაშვილი
,,ეს ძალები მიეჩვივნენ იმას, რომ ყოველთვის სხვა ეწირებოდა მათ ინტერესებს და სხვა კვდებოდა მათი უსაფრთხოებისთვის''- ვატო შაქარიშვილი
გაუკვირდათ, როდესაც ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ევრობიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში პოლიტიკა არ შეიცვალა, უკვე ფაქტობრივად, ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო -გურამ მაჭარაშვილი
კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს -გრიგოლ გეგელია
ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება-საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება"
,,საქართველოსთან ყველას დიდი გული აქვს''- ირაკლი ხელაძე
არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს -ლევან მახაშვილი
ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია -თაზო დათუნაშვილი
პეტერ ფიშერი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, იმედია, მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე-ირაკლი კობახიძე
ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია -შალვა პაპუაშვილი